კურო
მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღეთ, რაც კონკრეტული საქმისთვის გჭირდებათ. თავს უსარგებლო ინფორმაციით ნუ დაიტვირთავთ.
ტყუპი
საკუთარ წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულებას ნუ შეეცდებით.
კირჩხიბი
ახალი იდეებსა და პროქტებს უფრო ადვილად განახორციელებთ, თუ ჯერ კარგად აუხსნით თანამშრომლებს, რა გსურთ მათგან.
ლომი
დღეს ისეთი შეხვედრა გელით, რომელსაც დიდხანს ელოდით, მაგრამ საკუთარი თავი რომ არ გასცეთ, ემოციების მოთოკვაც არ დაგავიწყდეთ.
ქალწული
საკუთარი საქმეები ისე მოაგვარეთ, როგორც გაგხარდებათ, მაგრამ როცა სხვების საქმეებსაც თქვენებურად მოუვლით, აზრი მაინც ჰკითხეთ.
სასწორი
თქვენი ძალა იმატებს. ადამიანებზე ზემოქმედებას სიტყვითა და მზერითაც კი შეძლებთ.
მორიელი
დღეს ადამიანების ნდობა გაგიჭირდებათ და შეიძლება ეს უკეთესიც იყოს. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.
მშვილდოსანი
დღეს ზუსტად იმდენს მიაღწევთ, რამდენსაც გაირჯებით.
თხის რქა
საკუთარის გარდა გარშემო მყოფების პრობლემების მოგვარებითაც იქნებით დაკავებული. ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, არ დაიბნეთ.
მერწყული
დღეს დაუპატიჟებლად, გაუფრთხილებლად ნურავის მიადგებით.
თევზები
ისე მოიქეცით, როგორც გსურთ. მთავარია, საოჯახო ბიუჯეტი ძალიან არ დააზარალოთ და გარშემო მყოფებს უსიამოვნება არ მოუტანოთ.