კურო
საკუთარი მიზანსწრაფულობისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე გარშემო მყოფების თვალში ავტორიტეტს აიმაღლებთ. დღეს ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს შეიძენთ.
ტყუპი
თუ დათმობაზე წახვალთ, ახლობლებთან ყველანაირ კონფლიქტს მოაგვარებთ. გარშემო მყოფებთან კარგი ურთიერთდამოკიდებულება განწყობილებასაც აგიმაღლებთ.
კირჩხიბი
სასიამოვნო დღე გაგითენდათ. გარშემო თანამოაზრეებს შემოიკრებთ და ახალი იდეების განხორციელებას უფრო ადვილად შეძლებთ.
ლომი
დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ. ის რაც გუშინ რთულად შესასრულებელი გეჩვენებოდათ, დღეს მარტივად განხორციელდება.
ქალწული
თითქოს ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ კეთდება, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან მოშურნეები რომლებიც სიტყვით მაინც შეეცდებიან ხელი შეგიშალონ, გაფრთხილდით და პროვოკაციებს არ წამოეგოთ.
სასწორი
დღეს არც ფიზიკური შრომა მოგეთხოვებათ და არც ინტელექტუალური დაძაბულობა. ამიტომ, დაისვენეთ და დატკბით სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით.
მორიელი
ყურადღებით იყავით: ადამიანები, რომლებიც თავიანთ გაჭირვებულ ყოფაზე დაგიწყებენ ლაპარაკს, გულისყურით მოუსმინეთ. ისინი უნებურად თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, იდეას მოგაწვდიან.
მშვილდოსანი
გმირობასა და მწვერვალების დაპყობას დღეს ნუ შეეცდებით. მიჰყევით ცხოვრების დინებას, მაგრამ აკონტროლეთ სიტუაცია.
თხის რქა
გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ბოლომდე გაარკვიეთ შექმნილი სიტუაცია, გადაამოწმეთ მოსაუბრის ნათქვამი და თავადაც მარტივად აუხსენით სათქმელი.
მერწყული
ცოტა დაძაბული დღე გელით. საქმე იმაშია, რომ უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, თქვენგან კი ყველაფრის გადამოწმებას მოითხოვენ.
თევზები
შეძლებისდაგვარად დაისვენეთ. ნერვების დასამშვიდებლად მეტი დრო გაატარეთ წყალთან. კარგი დღეა აქტიური დასვენებისა და მგზავრობისთვის.