ასტროლოგიური პროგნოზი 2 აპრილი

ასტროლოგიური პროგნოზი 2 აპრილი

დღეს ორი ვარიანტი გაქვთ: ან გამოუტყდეთ შეყვარებულს გრძნობებში და ბედნიერად განაგრძოთ ურთიერთობა, ან ჩუმად გაეცალოთ და იტანჯოთ მარტოობაში.

ტყუპი

ენერგიული ხართ და ნებისმიერს დაასაქმებთ, ვინც თქვენს თვალწინ გაიელვებს. თავადაც კარგად დაიღლებით და არც სხვებს მისცეთ მოდუნების საშუალებას.

კირჩხიბი

დღეს ისეთ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა, ვინც სიამოვნებას განიჭებთ. კოლეგებთან თათბირის დროს შესაძლოა ორიგინალური იდეები ჩამოაყალიბოთ, რომლებიც მომავალში წარმატებით განხორციელდება.

ლომი

დღეს გაცნობილ ნებისმიერ ადამიანს ძველი, კარგი ნაცნობივით მოექეცით და გამორიცხული არაა, ეს ადამიანი მომავალში მართლაც თქვენი კარგი მეგობარი გახდეს.

ქალწული

ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ. თქვენ მიერ ნათქვამმა სიტყვამ შესაძლოა ურთიერთობა გაგიფუჭოთ მათთან. ამიტომ, ნუ გარისკავთ.

სასწორი

დღევანდელი დღე პოზიტიურ ფერებში "დახატეთ". ამასთანავე, თუ შემოქმედი ადამიანი ხართ, განახორციელეთ ახალი იდეები. თუ ამისთვის დღეს არ გცალია, სამომავლოდ ჩაიწერეთ.

მორიელი

დღეს მშვიდად გაჰყევით დინებას. მოვლენები აკონტროლეთ, მაგრამ არ ჩაერიოთ.

მშვილდოსანი

მეტად დაისვენეთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, განიხილეთ, მაგრამ ახალი საქმეების შესრულებას მოერიდეთ.

თხის რქა

არ დარჩეთ მარტო. უმნიშვნელო საქმეც კი კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ და სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტებით.

მერწყული

ოჯახის წევრები გასაჭირში არ მიგატოვებენ. თქვენც შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარეთ საოჯახო გარემოში, რაც სიმშვიდესა და ჰარმონიას მოგანიჭებთ.

თევზები

ბედნიერების საძებნელელად ცხრა მთას იქით ნუ გაემართებით. იგი თქვენ გვერდითაა, ხელის ერთ გაწვდენაზე და დროს ნუღარ დაკარგავთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით