კურო
საკუთარი მოსაზრებები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებითაც გარშემო მყოფებს გააღიზიანებთ, თქვენთვის შეინახეთ.
ტყუპი
დღეს ახალგაცნობილს, თუ ის ერთი შეხედვით არ მოგეწონებათ, არ ეუხეშოთ. მომავალში ის აუცილებლად გამოგადგებათ.
კირჩხიბი
დღეს გარშემო მყოფებს არაერთ ბედნიერ მომენტს აჩუქებთ.
ლომი
მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ. დღე მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში გაატარეთ.
ქალწული
ახალი იდეა შეიძლება წიგნიდან ან ფილმიდან მოგივიდეთ. ყოველ შემთხვევაში, ყურადღებით იყავით.
სასწორი
იმდენად გსურთ გამარჯვება, რომ მიზანდასახულად და უშიშრად მიიწევთ მიზნისკენ.
მორიელი
სანამ დაწყებულ საქმეებს ბოლომდე არ მიიყვანთ, ვერც თავად მოისვენებთ და არც სხვებს მოასვენებთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ახლობლებს უცხოების თანდასწრებით არ გაეხუმროთ, განსაკუთრებით – უხეშად.
თხის რქა
სწრაფად და ზუსტად უნდა იმოქმედოთ.
მერწყული
უსაფუძვლო ეჭვიანობაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არაა.
თევზები
რაც უფრო ბუნებრივი იქნებით, მით მეტად მოიგებთ. არ ითამაშოთ, გარშემო მყოფები ადვილად შეგამჩნევენ სიყალბეს.