ასტროლოგიური პროგნოზი 23 მარტი

ასტროლოგიური პროგნოზი 23 მარტი

კურო

ახლობლებთან ურთიერთობას ნუ დაძაბავთ. კრიტიკაც გაითავისეთ. არაა აუცილებელი უკმეხად უპასუხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

ტყუპი

სურვილი გაგიჩნდებათ თქვენი დარდი და მწუხარება ვინმეს გაანდოთ, მაგრამ გირჩევთ, გული ისეთ ადამიანს გადაუშალოთ, ვინც თქვენს ამბებს ქვეყანას არ მოსდებს.

კირჩხიბი

გაგიჭირდებათ მთავარი და მეორეხარისხოვანი პრობლემების გარჩევა. იმას, რაც ყურადღების ღირსია მიატოვებთ და რაც უმნიშვნელოა, მთელ დროს დაუთმობთ.

ლომი

საინტერესო დღე გელით. შესაძლოა თქვენთვის სრულიად ახალ, საინტერესო საქმიანობაში ჩაებათ. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტებისა და რისკის, საინტერესო გამოცდილებას შეიძენთ.

ქალწული

მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას. მოსალოდნელია მცირე ტრავმები. მეტად დაისვენეთ.

სასწორი

უფროსთან შედარებით კოლეგები უფრო ლოიალურები არიან თქვენ მიმართ. მაგრამ მათგანაც მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება. ეცადეთ, შენიშვნა ღირსეულად მიიღოთ და გამოასწოროთ.

მორიელი

მიუხედავად იმისა, თუ რა რეაქცია ექნებათ გარშემო მყოფებს, ნუ შეგეშინდებათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. დღეს ისეთი დღეა, როცა თავად უნდა მიხვიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი, მომავლის დაგეგმვა.

თხის რქა

ფინანსებისა და ქონების გაყოფის საკითხი ისეთ ადამიანთანაც დაგაპირისპირებთ, რომელსაც თანამოაზრედ თვლიდით.

მერწყული

ვისაც პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა, დღეს კარგი დღე გაუნთენდათ. მოულოდნელი შეხვედრა რომანტიკულ ურთიერთობას ჩაუყრის საფუძველს. მთავარია, თავადაც იაქტიუროთ.

თევზები

კარგი დღეა მოგზაურობისა და ექსკურსიებისთვის. შეეცადეთ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და არაფერისმომცემი ურთიერთობებისგან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით