ასტროლოგიური პროგნოზი 25-31 მაისისთვის: ვის ელის ფინანსური წარმატება და ვის - საბედისწერო შეხვედრა?

ასტროლოგიური პროგნოზი 25-31 მაისისთვის: ვის ელის ფინანსური წარმატება და ვის - საბედისწერო შეხვედრა?

გაზაფხულის ბოლო კვირა ცის კამარაზე საკმაოდ დინამიკური და მოვლენებით დატვირთული იქნება. პერიოდი იწყება მზისა და ნეპტუნის ჰარმონიული სექსტილით, რაც საგრძნობლად გააძლიერებს ინტუიციას და შთაგონებას მისცემს ხელოვანებს. ეს შესანიშნავი დროა ქველმოქმედებისა და საიდუმლოებების ფარდის ასახდელად. ლომებისა და ვერძებისთვის საუკეთესო თერაპია წყალთან დასვენება იქნება, ხოლო მშვილდოსნები და თევზები საკუთარ ქვეცნობიერთან ღრმა კონტაქტის დამყარებას შეძლებენ.

მზისა და პლუტონის ტრიგონი კი მიზანდასახულ ადამიანებს დაეხმარება, მეორეხარისხოვანი საქმეები გვერდზე გადადონ და ენერგია არ გაფანტონ.

კვირის შუა პერიოდში მარსისა და პლუტონის კვადრატურა ძალაუფლებისთვის ბრძოლას გაამწვავებს, რაც გამოიწვევს ფინანსურ, საგადასახადო თუ კორპორაციულ უთანხმოებებს. პარასკევს, ვენერასა და სატურნის კვადრატურის გამო, ახლობლებს შორის კომუნიკაცია გართულდება, იმატებს პესიმიზმი და ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.

კვირა უნიკალური მოვლენით - მშვილდოსნის ნიშანში სავსემთვარეობით სრულდება (ეს მაისის თვეში უკვე მეორე სავსემთვარეობაა). 31 მაისს მოერიდეთ საჭესთან ჯდომას, რისკს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ფულის ფლანგვას.

ყოველკვირეული პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო განტვირთვისთვის - სეირნობას თქვენთვის თერაპიული ეფექტი ექნება. ეს დაგეხმარებათ, სამსახურებრივ სტრესს სიმშვიდითა და გონიერებით დაუპირისპირდეთ. მატერიალურ სფეროში წარმატება გელით: შეძლებთ კარიერული ამბიციების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვანი იდეების წინ წამოწევას. თუ ემოციებს გააკონტროლებთ, სასიყვარულო ფრონტზე უსიამოვნებებს მარტივად აარიდებთ თავს.

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

კუროებისთვის მთავარი აქცენტი ჯანმრთელობასა და რესურსების დაზოგვაზე გადადის. სასურველია შეამციროთ ფიზიკური დატვირთვა, მოერიდოთ ხმაურიან შეკრებებს და არ აჰყვეთ ემოციურ შოპინგს. პროფესიულ ასპარეზზე ახალი შანსები კვირის შუა პერიოდში გაგიჩნდებათ. იმოქმედეთ ჭკვიანურად, რათა კოლეგებს შორის ფარული მტრები არ გაიჩინოთ.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

თქვენი აქტიურობა კვირის პირველ ნახევარში გადაიტანეთ - სწორედ ახლა უნდა დაიხარჯოთ მაქსიმალურად ყველა მნიშვნელოვან სფეროში. კვირის მეორე ნახევარი კი საკუთარ თავზე ზრუნვასა და სიმშვიდეს დაუთმეთ. შეამცირეთ კონტაქტები, მოერიდეთ სახელმწიფო უწყებებსა და ხალხმრავალ ადგილებს. პირად ცხოვრებაში ზოგიერთ ტყუპებს მნიშვნელოვანი გარდატეხა ელის.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბების ამ კვირის მთავარი დევიზი აბსოლუტური გულწრფელობაა. ნუ ეცდებით ეშმაკობას ან რაიმეს მალვას, რადგან სიმართლე მალე გაჟღერდება და ეს პროცესი მტკივნეული იქნება. სამსახურში დროებით დისტანცია დაიჭირეთ ხელმძღვანელობასთან - დიდია რისკი, რომ უფროსობის განტვირთვის ობიექტი გახდეთ და დამატებითი, აუნაზღაურებელი საქმეები აგკიდონ.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომებს საკმაოდ მკვეთრი და დასამახსოვრებელი კვირა გელით, თუ მარტივ წესებს დაიცავთ: შეინარჩუნეთ ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის; პოპულარობის დევნაში ნუ დაივიწყებთ პირად პასუხისმგებლობას; და რაც მთავარია - ნუ შეხვალთ კონფლიქტში საკუთარი ამბიციების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველ მიღწევებსა და მნიშვნელოვან კავშირებს დააზიანებთ. ფინანსური საკითხები კვირის პირველ ნახევარში მოგვარდება.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწულები იპოვიან ახალ რესურსებსა და გზებს დასახული მიზნების მისაღწევად. განსაკუთრებული წარმატება გელით მედიცინის, მომსახურებისა და კონსულტაციის სფეროში მომუშავე ნიშნებს. სპორტსმენებმა უნდა შეამცირონ მძიმე დატვირთვა, ხოლო გამოკვეთილმა შრომისმოყვარეებმა აქცენტი სრულფასოვან ძილზე უნდა გააკეთონ. სასიყვარულო სფერო კვირის ბოლოს სიურპრიზს გიმზადებთ.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

სასწორებს მოგიწევთ არა მხოლოდ შემოსავლის ახალი წყაროების პოვნა, არამედ ძველი, გადადებული პრობლემების მოგვარებაც. კვირა წარმატებული იქნება შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის, ასევე სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროსთვის (სტილისტები, კოსმეტოლოგები, დიზაინერები). კვირის დასასრული მშვიდ გარემოში გაატარეთ და მოერიდეთ ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობას.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელები მთლიანად იქნებიან მოცულნი სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გავლენების გაფართოების საკითხებით. შეძლებთ კარიერულ წინსვლას, შემოსავლების ზრდასა და ავტორიტეტის გამყარებას. ბევრი თქვენგანი სამსახურს უფრო პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პოზიციით შეცვლის. აი, სასიყვარულო სფეროში კი ემოციური „ამერიკული მთები“ გელით, ამიტომ პარტნიორებთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანეთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსნები მოზღვავებულ ენერგიას მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად - მოგზაურობისთვის, მგზავრობისა და ოჯახური საქმეებისთვის გამოიყენებენ. მშობელი მშვილდოსნები შეძლებენ შვილებზე პოზიტიური გავლენის მოხდენას და მათში ახალი ნიჭის აღმოჩენას. შემოსავლების მატება კვირის შუა პერიოდშია მოსალოდნელი. უქმეები ბუნებაში გაატარეთ და მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას. განსაკუთრებით გაუფრთხილდით თავს, თუ ალერგია გაწუხებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თხის რქებისთვის კვირა საკმაოდ პროდუქტიული და წარმატებული იქნება, თუმცა ფინალს ოდნავ გააფუჭებს დილემა, რომელიც უქმეების წინ წამოიჭრება. მოგიწევთ არცთუ სასიამოვნო არჩევანის გაკეთება და გარკვეული პოზიციების დათმობა. მთელი კვირის განმავლობაში აკონტროლეთ ძილის რეჟიმი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და უარი თქვით მძიმე ფიზიკურ ვარჯიშებზე.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულები შეძლებენ იდეალური ბალანსის პოვნას სამუშაოსა და დასვენებას შორის, რაც თქვენს ცხოვრებაზე საუკეთესოდ აისახება. კვირის შუა პერიოდში ზოგს ახალი რომანტიკული ნაცნობობა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის გამყარება ელის. უქმეებზე ახლობლებთან მცირე უთანხმოებაა მოსალოდნელი, თუმცა სიტუაცია სწრაფად დასტაბილურდება და ჰარმონია აღდგება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თევზებისთვის, ისევე როგორც კირჩხიბებისთვის, გადამწყვეტია საკუთარ თავთან გულწრფელობა. მოგეცემათ შანსი, დაამუშაოთ ქვეცნობიერი შიშები და გახდეთ უფრო თავისუფალნი. ამის მთავარი პირობა კი საკუთარი შეცდომების აღიარება და კრიტიკის ჯანსაღად მიღებაა. კვირის მეორე ნახევარში მოერიდეთ ხალხმრავალ ღონისძიებებს, სახელმწიფო სტრუქტურებში ვიზიტებსა და შორ მანძილზე მგზავრობას საჭესთან.