ასტროლოგიური პროგნოზი 25 მარტი

ასტროლოგიური პროგნოზი 25 მარტი

დღეს დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ.

ტყუპი

მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დახმარებას გავლენიანი ადამიანი გაგიწევთ. იგი მომავალშიც გამოგადგებათ. ამიტომ, მასთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

გარშემო მყოფების უფრო მეტ სიმპათიას დაიმსახურებთ, თუ თანამოსაუბრეს ყურადღებით მოუსმენთ და კეთილი ხუმრობებით გაამხიარულებთ.

ლომი

მოსალოდნელია საჩუქარი, სიურპრიზი ან სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება.

ქალწული

გვერდით ისეთი ადამიანები დაიყენეთ, ვის ნდობასაც შეძლებთ. ეცადეთ, საეჭვო პირები ჩამოიშოროთ.

სასწორი

ორშაბათის კვალობაზე დღე მსუბუქად ჩაივლის. მთავარია, დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულოთ და გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი იყოთ.

მორიელი

საინტერესო და სასარგებლო დღე გაგითენდათ. ნუ შეგეშინდებათ კონკურენციის, გარისკეთ და გაიმარჯვებთ.

მშვილდოსანი

გამოცდილი კოლეგების გარეშე სერიოზულ პროექტებს ნუ შეეჭიდებით; ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.

თხის რქა

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ.

მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების სწავლას. მათ თქვენი მხარდაჭერა და დახმარება ესაჭიროებათ.

თევზები

საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ. საქმეებით გადაღლილმა შესაძლოა ბოლომდე ვერც გააცნობიეროთ "თავს დამტყდარი" ბედნიერება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით