დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. მერე კი, თუ მოგინდებათ, ისევ ითავეთ ყველაფერი.
ტყუპი
დღეს ასე მოიქეცით: ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრებას ყურადღებით მოუსმინეთ და თქვენებურად მოიქეცით. არ წააგებთ.
კირჩხიბი
თქვენ კი გინდათ, რომ ყველას დაეხმაროთ, მაგრამ სხვებმა თქვენი საქციელი შეიძლება არასწორად გაიგონ. ამიტომ, საკუთარ თავს მიხედეთ, თორემ უსიამოვნებებს დიდი ხნით ვერ აიცილებთ.
ლომი
დღეს საკუთარის ნაცვლად სხვისი საქმეების შესრულება მოგიწევთ. ამიტომ, ან დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ თქვენი საქმეები, ან საერთოდ არაფერი დაგეგმოთ.
ქალწული
სიტუაცია შეიძლება მოულოდნლელად შეიცვალოს და თქვენც მის შესაფერისად უნდა იმოქმედოთ. ყურადღებით იყავით და ცვლილებებისთვის მოემზადეთ.
სასწორი
ვინ თქვა რომ არ ღირს ველოსიპედის გამოგონება? იქნებ თქვენ მას აუმჯობესებთ?! დღეს რაც კი აზრი მოგივათ თავში, ყველაფერი ჩაინიშნეთ. შესაძლოა, უნიკალურ აღმოჩენასაც მიაგნოთ.
მორიელი
დღეს უნდობლობა შეგიპყრობთ. ეჭვიანობითა და დაკითხვებით ყველას გააღიზიანებთ. თუ უსიამოვნებები არ გსურთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან.
მშვილდოსანი
საქმეების უკეთ წარმართვის მიზნით, აზრი გარშემო მყოფებსაც ჰკითხეთ. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, გენიალურ იდეას ან ადვილ გამოსავალს მიაგნოთ.
თხის რქა
დღეს სამყაროს მბრძანებლად იგრძნობთ თავს, მაგრამ სავარძელზე შემომჯდარმა დრო უქმად არ დაკარგოთ. სამყაროს მოწესრიგებაზე იზრუნეთ.
მერწყული
ყველა მოვლენაზე ყოველთვის გაქვთ სხვებისგან განსხვავებული აზრი; მაგრამ დღეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმისგან ან თავი შეიკავეთ, ან დელიკატურობა გამოიჩინეთ, თორემ უსიამოვნებას ვერ აიცილებთ.
თევზები
დღეს ისეთ თავგადასავალში ამოჰყოფთ თავს, რომ რეალობის შეგრძნებას დაკარგავთ.