კურო
მოვლენების დინებას მშვიდად მიჰყევით, ის თავად მიგიყვანთ სასურველ ნაპირამდე.
ტყუპი
თუ ვერ გადაგიწყვეტიათ რა გინდათ, გარშემო მყოფებს მაინც ნუ მოუშლით ნერვებს თქვენი ცვალებადი და ჭირვეული ხასიათით.
კირჩხიბი
რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელით.
ლომი
მოგეჩვენებათ, რომ დღეს ყველა თქვენ წინააღმდეგ ილაშქრებს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მინიმუმამდე დაიყვანეთ შეხვედრები, განსაკუთრებით არასასიამოვნო ადამიანებთან.
ქალწული
დღეს საინტერესო ადამიანებთან საუბარში უამრავ ახალსა და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ ამბავი და ჭორი ერთმანეთში არ აგერიოთ.
სასწორი
დღეს ყველაზე რთული საწოლიდან წამოდგომა იქნება. ყველა პრობლემას ადვილად მოაგვარებთ და საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულებთ კიდეც.
მორიელი
საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მოგინდებათ. ახლობლებს მაინც გაუმხილეთ ადგილსამყოფელის შესახებ, ისე ნუ მოიქცევით, რომ თქვენზე ძებნა გამოცხადდეს.
მშვილდოსანი
დღეს საკუთარ თავს ძალა უნდა დაატანოთ და ზოგ რამესა და ვინმეზე უარი თქვათ. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ თქვენთვის ასე აჯობებს.
თხის რქა
თუ საკუთარი იდეები არ გაქვთ, სხვების იდეებით ისარგებლეთ.
მერწყული
დღეს ადვილად მოაგვარებთ ყველა საქმეს, რაც ადრე რთული და ძნელადმისაღწევი გეგონათ.
თევზები
დღეს გარშემო მყოფების დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ. ისე მოიქეცით, რომ არ გაამჟღავნოთ საკუთარი თავი. ადრესატი კი თავად ამოგიცნობთ.