ასტროლოგიური პროგნოზი 8 აპრილი

ასტროლოგიური პროგნოზი 8 აპრილი

კურო

დროა კარტები გაშალოთ, მაინც ყველაფერი სახეზე გაწერიათ და ადრე თუ გვიან, გარშემო მყოფები მაინც მიგიხვდებიან საიდუმლოს.

ტყუპი

მომხდარი შეგიძლიათ ფანტაზიის მიხედვით განავრცოთ და საკუთარი უპირატესობის გასამყარებლად გამოიყენოთ.

კირჩხიბი

ყური დაუგდეთ, რას ამბობენ თქვენზე გარშემო მყოფები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბევრ ახალსა და საინტერესოს გაიგებთ.

ლომი

ნუ ეცდებით საკუთარი ცხოვრება ერთ დიდ, ქაოსს დაამსგავსოთ, პირიქით, ყველაფერს საკუთარი ადგილი მიუჩინეთ.

ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ არავის განაწყენება არ გსურთ, დღეს ახლობლებთან წაკინკლავებას მაინც ვერ აცდებით. მთავარია, გააგებინოთ, რაზე გაუნაწყენდით მათ.

სასწორი

ცოტა მეტად უნდა მოინდომოთ, თუ გინდათ, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ და საბოლოო გამარჯვებულიც გახდეთ.

მორიელი

საკუთარი განწყობით დილიდან დააშინებთ გარშემო მყოფებს, მაგრამ ამ მდგომარეობას ერთი პლუსიც აქვს, ზედმეტად არავინ შეგაწუხებთ.

მშვილდოსანი

სიტუაციაზე ზემოქმედება და მისი საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ დღეს თავი შეიკავეთ, ყველაფერი თავისით მოგვარდეს.

თხის რქა

დღეს ყველაფერი თქვენ საწინააღმდეგოდ ამოქმედდება, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, საღამოს მიხვდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილა.

მერწყული

სიამოვნების მიღების დღე გელით და ნუ შეეწინააღმდეგებით, თავით გადაეშვით სიამოვნების მორევში.

თევზები

უკიდურესობაში აღმოჩნდებით: ერთი მხრივ გსურთ ყველაფერი შეცვალოთ, მეორე მხრივ – არ დააკარგოთ ის, რასაც უკვე მიაღწიეთ. ეცადეთ, ოქროს შუალედი მოძებნოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით