ავტორი:

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება დრაკონს 2024 წელს

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება დრაკონს 2024 წელს

დრაკონი (1964, 1976, 1988, 2000, 2012 წლები)

ბევრი ცვლილება, დაუვიწყარი მოვლენა და ხელსაყრელი შესაძლებლობები გელი 2024 წელს. თქვენი წელია და წლის მმართველი დაგეხმარებათ ბევრ საქმეში. ის დაგიცავთ უსიამოვნებისგან. მოგიმზადებთ სიურპრიზებს. შესაძლებელია ფინანსური წარმატება, ბედნიერება სიყვარულში და კარიერული ზრდა.

და ეს ყველაფერი შემთხვევით არ მოხდება, თავად უნდა იყოთ აქტიური და თავდაჯერებული. მაგრამ პირველ კვარტალში სერიოზულად უნდა დაიწყოთ მუშაობა, როგორც საქმეების მოგვარებაზე, ასევე საკუთარ თავზე.

და არ დაგავიწყდეთ, ჩართოთ თქვენი ბუნებრივი ორიგინალობა ყველაფერში, რასაც აკეთებთ. სიფრთხილე მოგცემთ საშუალებას მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, წინასწარ დაფიქრდით ყველა თქვენს მოქმედებაზე, ნაბიჯზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე კვარტალში ბედი ნამდვილ გამოცდას მოგიწყობთ.

პრობლემები გაჩნდება სამსახურში, პარტნიორთან ურთიერთობასა და ფინანსებში. პირველ და მეორე კვარტალში შესაძლებელია კონფლიქტები მენეჯმენტთან, კოლეგებთან და მეგობრებთან. ასე რომ, იყავით ემოციურად თავშეკავებული ან შეინარჩუნეთ დისტანცია ზოგიერთთან.

2024 წელს დააკვირდით თქვენს სიტყვებს, შეაჩერეთ თქვენი უზომო სურვილები და ტემპერამენტი. განსაკუთრებით ტაქტიანი და ყურადღებიანი უნდა იყოთ ადამიანების მიმართ მეორე კვარტალში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველასთან იჩხუბოთ და მარტო დარჩეთ თქვენს ამბიციებთან. გმართებთ მკაცრი კონტროლი თქვენს განწყობაზე! აი, რა უნდა დაიცვათ წლის პირველ ნახევარში.

მაშინ შედეგს თავად ნახავთ, როცა ივლისიდან დეკემბრამდე მშვიდად და ხალისიანად იცხოვრებთ.

არაპროგნოზირებად სიტუაციებში დრაკონისთვის სასარგებლოა ინტუიციაზე დაყრდნობა.