ავტორი:

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება თხას

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება თხას

თხა (1967, 1979, 1991, 2003 წლები)

თხა ბუნებით შემოქმედია და დრაკონის წელს მისი ნიჭი კიდევ უფრო აშკარა გახდება. იოლად გაუმკლავდებით კარიერულ, სამუშაო და პირად საკითხებს. თვითგამოხატვის ბევრი შესაძლებლობა გექნებათ. სასურველია, თქვენი შესაძლებლობების სწორი მიმართულებით განვითარება.

სხვისი ყურადღების გარეშე არც ერთ დღეს არ იცხოვრებთ. მიიღებთ მხარდაჭერას შემოქმედებითი პიროვნებების მხრიდან.

თხას ბევრი მფარველი, გულშემატკივარი და გავლენიანი მეგობარი გამოუჩნდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათი მხარდაჭერა დაგეხმარებათ კარიერ წინსვლებსა და სასურველი მიზნების მიღწევაში.

არაპროგნოზირებადობაც საკმარისი იქნება, განსაკუთრებით სიყვარულში. თავგადასავლების მუდმივი სურვილი თქვენს პირად სფეროს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს.

2024 წელს ბევრი მოგზაურობაა მოსალოდნელი - საქმიანიც (მივლინება) და დასვენებისთვის. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ დიდი შემოსავლის იმედი გქონდეთ.

შესაძლებელია, თავად დაეხმაროთ ადამიანებს ფინანსურად, როგორც მფარველი ან ქველმოქმედი. ოჯახურ ცხოვრებაში თხას ცოტ-ცოტა ყველაფერი ექნება: კონფლიქტებიც, შერიგებებიც და ძვირად ღირებული საჩუქრებიც. იმისათვის, რომ თავი დაიცვათ ოჯახთან უთანხმოებისგან იყავით უფრო თავშეკავებული.

ბიზნესის განვითარებისთვის კარგი პერიოდი იქნება წლის მეორე ნახევარი. ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაც იქნება.

მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ გარისკავთ ან ავანტიურისტებს დაუკავშირდებით, უსიამოვნების მახეში გაებმებით.