ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება მაიმუნს

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება მაიმუნს

მაიმუნი (1968, 1980, 1992, 2004 წლები)

მაიმუნისთვის წელი დადებით ტონებში გაივლის. ქარიშხალი გაივლის. თუ ჭკვიანად მოიქცევით, თქვენი ყველა იდეა ახდება. თუმცა, ბევრ რამ დამოკიდებულია არსებულ გარემოებებზე. კარგი პერიოდია სწავლისთვის, სხვა სამუშაოზე გადასვლისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

2024 წლის მმართველი - დრაკონი მაიმუნს ურჩევს თვალი გაახილოს, რათა ხელიდან არ გაუშვას სხვადასხვა მიმართულებით წარმატების შანსები.

პირველი და მეოთხე კვარტალი სავსე იქნება პერსპექტიული შეთავაზებებით. უფრთხილდით უსიამოვნებებს მარტის დასაწყისში. მათ შეუძლიათ "დაარტყონ" თქვენს ფინანსური მდგომარეობას და ნათესავებთან ურთიერთობას.

მეორე კვარტალი მდიდარი იქნება ცვლილებებითა და მოვლენებით. მსოფლიოში არსებული ვითარება - პოლიტიკური და ეკონომიკური - გავლენას მოახდენს თქვენს ზოგად განწყობასა და კარიერაზე მესამე კვარტალში.

ამ ფონზე შეიძლება თქვენი ზოგიერთი პროექტი თაროზე დარჩეს. დიდი თანხების დახარჯვა არ არის მიზანშეწონილი, წლის მეორე ნახევარში შესაძლოა ფული გამოგადგეთ რაიმე მნიშვნელოვანისთვის.

მეოთხე კვარტალი კარგ პირობებს შეგიქმნით ნათესავებთან ურთიერთობის გასამყარებლად. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი იყავით, შეეცადეთ ფრთხილად და ტაქტიანად შემოირიგოთ ადამიანი.

დრაკონის წელში თქვენ უნდა იყოთ მაქსიმალურად თავშეკავებული თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებში. ყურადღება უნდა გაამახვილოთ არა მხოლოდ პირად სურვილებზე, არამედ კოლეგების, მეგობრებისა და პარტნიორების ინტერესებზეც.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ურთიერთობა მგრძნობიარე, გრძნობები კი ორმხრივი. წლის მეორე ნახევარი შესაფერისია ახალი ონტაქტების დასამყარებლად. მეორე კვარტალში მოერიდეთ ფინანსურ რისკებს და საეჭვო გარიგებებს.