ავტორი:

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება მამალს

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება მამალს

მამალი (1969, 1981, 1993, 2005 წლები)

მამალს დრაკონის წელი წარმატებასა და კეთილდღეობას ჰპირდება. 2024 წლის მფლობელი და თქვენ სწრაფად იპოვით ურთიერთგაგებას და დამეგობრდებით.

მაგრამ განსაკუთრებული წარმატება ელის მათ, ვისაც ცვლილების არ ეშინია. იყავით აქტიური და მიზანდასახული, მაშინ არ მოგიწევთ ფიქრი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე.

წლის პირველ ნახევარში თქვენი გეგმები სწრაფად და დანაკარგების გარეშე განხორციელდება. თუ პრიორიტეტებს სწორად დასახავთ, მაშინ არაფერი შეგიშლით ხელს მიზნების მიღწევაში – მოგზაურობაში, ახალი რომანის დაწყებასა თუ კარიერის გაკეთებაში.

თუ არ შეამცირებთ აქტიურობას და საქმიან თვისებებს, დრაკონის წელი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული გახდება.

კარგი პერიოდია სახლის ყიდვა-გაყიდვისთვის, დაქორწინების, გრანდიოზული ქორწილისა და ბავშვის გაჩენისთვის.

უბრალოდ ფრთხილად იყავით ფულთან მიმართებაში ან ტრანზაქციების განხორციელებისას. სიფხიზლის დაკარგვის შემთხვევაში ადვილად მოგატყუებენ. უფრო ხშირად მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, რათა შეინარჩუნოთ ფინანსები და შეძლოთ მისი გაზრდა.

2024 წლის მეორე ნახევარი შესაფერისია სხვა ქალაქში გადასასვლელად, კაპიტალური რემონტისთვის ან კოტეჯის ასაშენებლად.

უფრო მეტად დაუკავშირდებით ნათესავებს და მათ მიმართ გულწრფელ ზრუნვას გამოიჩენთ. არ არის გამორიცხული, სახლში კიდევ ერთი ოჯახის წევრი შემოგემატოთ.

ძალისა და ენერგიის მოზღვავება ხელს შეუწყობს წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.