ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება ტახს 2024 წელს

ასტროლოგიური პროგნოზი აღმოსავლური ნიშნებისთვის: რა ელოდება ტახს 2024 წელს

ტახი (1971, 1983, 1995, 2007 წლები)

დრაკონის წელი ტახისთვის მშვიდად და ჰარმონიულად გაივლის. ის, რაც თქვენ ირგვლივ მოხდება, დიდად არ შეგაწუხებთ. მთავარია სიმშვიდე, ახალი პროექტების არსებობა და მომგებიანი შეთავაზებები.

თქვენ მყისიერად მოერგებით იმ სიტუაციებს, რომლებიც ბედმა მოგიმზადათ. ზოგიერთი კი ფილოსოფოსივით იმსჯელებთ მომხდარზე.

შესაძლებელია, იპოვოთ ახალი სამუშაო, შეისწავლოთ სხვა სპეციალობა და გახსნათ საკუთარი ბიზნესი. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ყველაფერში იგრძნობა.

წლის პირველი კვარტალი პერსპექტიულ შეთავაზებებს მოგიტანთ. იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ბევრი განიცდის ცვლილებებს საქმიანობის სფეროში.

რაც შეეხება ოჯახს, მეორე კვარტალში შესაძლებელია მეუღლესთან ჩხუბი. მაგრამ, თქვენ იპოვით საერთო ენას და შეძლებთ შეეგუოთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს.

მარტოხელა ადამიანებს მშვენიერი რომანი გექნებათ. უბრალოდ ნუ ჩქარობთ. პირველ რიგში, უკეთ გაიცანით ერთმანეთი - როგორია თქვენი ღირებულებები, შეხედულებები და ცხოვრებისეული გეგმები?

ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად იანვრიდან ივლისამდე უნდა მოერიდოთ რისკსა და ზედმეტ იმპულსურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ძვირფას ჯანმრთელობას საავადმყოფოში მოუწევს "შეკეთება". ეცადეთ, მშვიდად და ნელა გააკეთოთ ის, რაც დაგეგმეთ.

ისე, საერთოდ არ არის საჭირო ილუზორულ პრობლემებზე ფიქრი. წლის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა, არამედ თქვენი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.