ავტორი:

ასტროლოგიური პროგნოზი: სად შეგიქმნით ლილიტი საფრთხეს 2024 წელს

ასტროლოგიური პროგნოზი: სად შეგიქმნით ლილიტი საფრთხეს 2024 წელს

ლილიტი, იგივე შავი მთვარე არის ფიქტიური წერტილი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ახლა ლილიტი ქალწულის ნიშანშია, ივნისის ბოლომდე, შემდეგ გადავა სასწორში. გაითვალისწინეთ ლილიტის გავლენა თქვენს ნიშანზე, რათა დაიცვათ თავი ცდუნების, შიშებისა და ზოგადად მცირე უსიამოვნებისგან. გაიხსენეთ პერიოდი - 2014 წლის 29 ნოემბრიდან 2015 წლის 25 აგვისტომდე - რა ხდებოდა ამ დროს თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს იყო ლილიტი ქალწულში. მოგვიანებით შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას ლილიტის სასწორში გადასვლასთან დაკავშირებით და ასტროლოგიური პროგნოზსაც.

ვერძი

1-ლ ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი ჯანმრთელობისა და დაქირავებული სამუშაოს სექტორს. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ამ პერიოდში თავს უარესად იგრძნობთ, განსაკუთრებით თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები. და ასევე მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში (თუ დაქირავებულ სამსახურში მუშაობთ). თუ უფროსი ხართ ან გაქვთ ბიზნესი, მაშინ შეიძლება პრობლემები იყოს სამუშაო გუნდში, ქურდობა, ჩხუბი, გაფიცვები და სამსახურიდან კარგი სპეციალისტების წასვლა. შეიძლება იყოს სამუშაო აპარატურის დაზიანების შემთხვევები. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა, არ იშრომოთ ზედმეტი და დაიცავით უსაფრთხოების ზომები.

ივლისიდან ლილიტი გადადის თქვენი პარტნიორობის სახლში, სადაც იმყოფება სამხრეთ კვანძიც და ერთად დააზიანებენ ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორობის სექტორს. იყავით ფრთხილი, წინდახედული. აკონტროლეთ თქვენი ქცევა და სიტყვები.

კურო

იანვრიდან ივლისამდე, ლილიტი გადის თქვენი სიყვარულისა და შვილების სახლში, რაც ზიანს აყენებს ცხოვრების ამ სფეროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი და გაუცხოება ბავშვებთან, პრობლემები მშობიარობის, ჩასახვის და ორსულობის საკითხებში. ლილიტს ასევე მოაქვს ეჭვიანობა, ღალატი, ეჭვი, ჩხუბი და უსაფუძვლო ბრალდებები საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადადის თქვენი ჯანმრთელობისა და დაქირავებული სამუშაოს სახლში და სამხრეთ კვანძთან ერთად, რომელიც იქ არის წლის დასაწყისიდან, იყავით დაკვირვებული სამსახურში და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართაც.

ტყუპი

ივლისამდე შავი მთვარე გაივლის თქვენი მშობლების, სამშობლოს, საკუთრების სახლს. შეიძლება იყოს ჩხუბი ოჯახის წევრებთან და მშობლებთან. ან მათ ექნებათ პრობლემები და თქვენ მოგიწევთ მათი მოგვარება. ამ დროს არ უნდა განახორციელოთ უძრავი ქონების ან მიწის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები. მაგრამ უკვე ივლისში შავი მთვარე ტოვებს მე-4 სახლს და აგვისტოში იცვლება ვენერას სასარგებლო ტრანზიტით, რაც დადებითად იმოქმედებს ცხოვრების ამ სფეროზე. ივლისიდან წლის ბოლომდე შავი მთვარე გადადის ბავშვებისა და სიყვარულის მე-5 სახლში და წლის დასაწყისიდან იქ მყოფ სამხრეთ კვანძთან ერთად ცხოვრების ამ სფეროში გაყენებთ ზიანს. მოერიდეთ უსიამოვნებას შვილებთან. არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაშ ჩართვას, ფულის მოგების მიზნით. ნუ გააბამთ სასიყვარულო სამკუთხედს.

კირჩხიბი

იანვრიდან ივლისამდე ლილიტი გაივლის კონტაქტების, ახლო ნათესავებს, ახლო მოგზაურობებს სახლში. შეიძლება პრობლემები შეგექმნათ ახლო ნათესავებთან. გზაზე ან მოგზაურობისას იყოს ავარიები, უსიამოვნო შემთხვევები, მგზავრებთან კონფლიქტი. ამ პერიოდის განმავლობაში არ უნდა იყიდოთ ან გაყიდოთ მანქანა. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს ამ სფეროს და ამოისუნთქავთ.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადადის თქვენი მშობლების, სამშობლოში, უძრავ ქონების სახლში და ზიანს მოგაყენებთ ცხოვრების ამ სფეროში. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. მოერიდეთ დაპირისპირებას და კამათს მშობლებთან. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. თუ კარგად გათვლილი და მოფიქრებული არ გაქვთ, ნუ გაემგზავრებით ემიგრაციაში.

ლომი

იანვრიდან ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი შემოსავლებისა და ფინანსების სახლს. ამ დროს შესაძლოა გაჭირდეს ფინანსების შემოდინება ან შემოგთავაზონ საეჭვო, არაკეთილსინდისიერი შემოსავალი, რომელიც უსიამოვნებას მოგიტანთ.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი კონტაქტების, კომუნიკაციის, ახლო ნათესავებთან ურთიერთობის სექტორში. მოგზაურობისას შესაძლოა გაურკვეველი სიტუაციები, ახლობელ ადამიანებთან ჩხუბი, მოერიდეთ მათზე ჭორაობას. იყავით დაკვირვებული დოკუმენტების გაფორმებისას.

ქალწული

ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენს ნიშანს. შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ ჭორაობა და ცილისწამება. ეს არახელსაყრელი დროა იმიჯის შესაცვლელად და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი გადავა თქვენს ფინანსურ სახლში და სამხრეთ კვანძთან ერთად, რომელიც იქ არის 2024 წლის დასაწყისიდან, უარყოფითად იმოქმედებს ცხოვრების ამ სფეროზე. ამიტომ, მაქსიმალურად იყავით ფინანსური საკითხების მოგვარებისას, ფულის დაბანდებისას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ნუ ანდობთ თქვენს საბანკო ბარათს უცნობს.

სასწორი

ივლისამდე ლილიტი, იგივე შავი მთვარე გაივლის თქვენი საიდუმლო მტრების, საიდუმლოებების, მარტოობის სახლში. შესაძლოა გააქტიურდნენ ფარული მტრები; შავი მთვარე იწვევს ფარულ დაავადებებს, რომელთა დიაგნოსტიკა ძნელია. შესაძლებელია თქვენს წინააღმდეგ ჭორაობა, ცილისწამება და ბოროტი თვალის გამოვლენა და ზიანიც კი მათგან.

ივლისიდან წლის ბოლომდე შავი მთვარე გადმოვა თქვენს პირველ სახლში, ამ დროიდან მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, რამაც შეიძლება შეგილახოთ რეპუტაცია, არ გირჩევთ გარეგნობის მკვეთრ ცვლილებას. მოერიდეთ საკუთარ წარმატებაზე საუბარს, სამომავლო გეგმების ახლობლებისთვისაც კი გამხელას.

მორიელი

იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ლილიტი გაივლის თქვენი მეგობრებისა და პარტნიორების სახლში. შეიძლება იჩხუბოთ თქვენს საუკეთესო მეგობართან. შესაძლებელია ცილისწამება და ღალატი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მეგობრებად თვლიდით. ეს არ არის ხელსაყრელი დრო პარტიაში ან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ჯგუფი გაწევრიანებისთვის. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს ამ სახლს და გადავა თქვენს მე-12 სახლში. იყავით ფრთხილი, არ გააბათ ფარული საქმიანი და სასიყვარულო კავშირები. მოერიდეთ საეჭვო ქმედებებს, ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საკუთარ თავზე ზრუნვას. გადაიტანეთ თქვენი ემოციები შემოქმედებაში.

მშვილდოსანი

ივლისამდე ლილიტი გაივლის თქვენი კარიერისა და მუშაობის სახლს. ამ დროს არ უნდა დაივიწყოთ დაწყებული პროექტები, დაწინაურების იმედი. საიდუმლო მტრებმა შეიძლება ხელი შეგიშალონ, გუნდში შესაძლებელია ჩხუბი, კონფლიქტი, ჭორაობა და ნეგატიური დამოკიდებულება.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი მეგობრებისა და სოციალური აქტიურობის სახლში გაფრთხილდით ახალგაცნობილებთან. ყველას მეგობრად ნუ მიიჩნევთ. ყურადღებით იყავით სოციალურ ქსელებში (ან თუ გაქვთ ონლაიმაღაზია, ონლაინბიზნესი), შეიძლება გამოგიჩნდნენ ფარული მტრები. ნუ გაწევრდებით საეჭვო ორგანიზაციებში.

თხის რქა

ივლისამდე ლილიტის გავლენით, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოავლინოთ საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სხვადასხვა რწმენისა და ეროვნების ადამიანებთან კონტაქტისას. შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას. თუმცა, უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს უცხოეთის სექტორს და შვებით ამოისუნთქავთ.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი კარიერისა და მუშაობის სექტორში. გაფრთხილდით, რომ არ დაზარალდეს თქვენი კარიერის სფერო, არ შეგელახოთ რეპუტაცია.

მერწყული

ივლისის ჩათვლით ლილიტი გაივლის თქვენს მე-8 სახლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ნაკლებობა, სესხების გადასახდა, შესაძლებელია ვალები და ფინანსური ტრანზაქციებისას წარუმატებლობა. ამ პერიოდში არ უნდა აიღოთ სესხი, იპოთეკა. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაგიუმჯობესდეთ ქორწინებას ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით. შეიძლება იყოს დამაბნეველი სიტუაციები პენსიების და ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით. ასევე უფრთხილდით სახიფათო სპორტს, არ ჩაერთოთ მოვლენებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი შორეული ქვეყნების სახლში. ყურადღებას საჭიროებს უმაღლესი განათლება, იურიდიული საკითხების მოგვარება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უცხოეთთან (საბუთები, ფინანსები, მოგზაურობა). ნუ გახდებით ცრუ გურუების მსხვერპლი.

თევზები

ივლისის ჩათვლით ლილიტი გაივლის თქვენი ქორწინებისა და საქმიანი პარტნიორობის სახლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება მეუღლესთან ურთიერთობაში. შეიძლება იყოს ეჭვიანობა, ჭორები, ცილისწამება, ღალატი. შეიძლება იყოს უთანხმოება საქმიან პარტნიორებთან, ვალდებულებების შეუსრულებლობა, ხელშეკრულებების დარღვევა. მაგრამ უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს თქვენს მე-7 სახლს და გადავა თქვენს მე-8 სახლში. იყავით ფრთხილად პარტნიორის ფულებთან. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, თანაბრად გადაანაწილეთ შემოსავალი, მემკვიდრეობა. ფრთხილად შეარჩიეთ სექსუალური პარტნიორები.