ახალმთვარეობა ქალწულში: არ არის ხელსაყრელი დღე ქორწინებისთვის

ახალმთვარეობა ქალწულში: არ არის ხელსაყრელი დღე ქორწინებისთვის

23 აგვისტო, შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 05:04-ზე და მთვარის პირველი დღე დადგება 10:06-ზე, მთვარე ქალწულში იქნება 09:26-დან

  • მთვარის ოცდამეათე დღე

ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიების და მიღების. ჯანმრთელობა: გულის კუნთი.

რეკომენდებულია: გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში.

არ არის რეკომენდებული: ახალი საქმეების დაწყება.

კვება: უმჯობესია მთვარის თვის ბოლო დღეს იმარხულოთ. მიირთვით ბოსტნეული და ხილი. მოამზადეთ მსუბუქი კერძები.

მოგზაურობა: დღე უმჯობესია ბუნებაში გაატაროთ.

ურთიერთობები: არ შექმნათ ოჯახი, რადგან ის შეიძლება იყოს ხანმოკლე და ენერგიულად სუსტი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში.

დღის მინერალები: თეთრი მარჯანი, მთის ბროლი და ტურმალინი.

  • მთვარის პირველი დღე

არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ.

ჯანმრთელობა: აქტიურია თავის ზონა, განსაკუთრებით ტვინი.

კვება: რეკომენდებულია ვეგეტარიანული დიეტა. თავი შეიკავოთ ცხარე, ცხიმიანი და ხორციანი საკვებისგან. არ არის მიზანშეწონილი ძლიერი ჩაის, ყავის ან ალკოჰოლის დალევა.

რეკომენდებულია: ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად.

არ არის რეკომენდებული: რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.

მოგზაურობა: არ არის საუკეთესო დრო მოგზაურობის დასაწყებად.

ურთიერთობები: ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.

მინერალები: ბრილიანტი, მთის ბროლი.

  • მთვარე ქალწულში

იოლია ინტელექტუალური საქმიანობა, შეგიძლიათ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. იმატებს მარილიანი საკვების მიღების სურვილი.

საოჯახო საქმეები: კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.

კოსმეტიკური პროცედურები: თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს და შეინარჩუნოს ფორმა, მაშინ ეწვიეთ სალონს. კარგია თმის დახვევა და შეღებვა. გაიკეთეთ მასაჟი, სახის ნიღაბი და მანიკიური.