ძალიან საინტერესო ახალმთვარეობა გვექნება 25 ივნისს, თბილისის დროით პიკი - 14:31 საათზე.
ახალმთვარეობა ესაა ასტრონომიული ფაქტი, როდესაც დღის და ღამის მანათობლები ერთმანეთთან ახლოვდებიან და ასპექტაციურად ცის კაბადონზე ვიღებთ საინტერესო შეერთებას. ამ დროს, მთვარეს ხილულად ნაკლებად თუ შეამჩნევთ, მომდევნო დღეებიდან კი მის ნამგალა წვერს დაინახავთ, რომელიც წავა მატებაში.
კოსმოლოგიური თვალსაზრისით, მეტად საგულისხმო ეტაპს გავდივართ. ახალმთვარეობის პიკზე, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, შესანიშნავი პეიზაჟი გვაქვს მთვარის, მზისა და იუპიტერის შეერთების ერთმანეთთან. ეს ჩინებული ამბავია მათთვის, ვისაც გსურთ ახალი საქმეების, იდეების გენერირება. შესაძლოა 24-26 რიცხვებში მკაფიოდ იყოს გამძაფრებული ინტუიცია. არის შანსი ნანახი სიზმრებიც რომ ცხადად ახდეს.
კარგი დროა სახლის, მიწის, ნაკვეთის მოპირკეთებისა და სარემონტო საშუალებებისთვის, ახალ სახლში გადასასვლელად, საოჯახო და სანათესავო კავშირებისთვის.
უბრალოდ, რადგან გვექნება მნიშვნელოვანი კვადრატები სატურნისა და ნეპტუნის გაერთიანებულ პლანეტარულ ძალებზე, ეცადეთ, რომ არ იჩქაროთ! მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციებს, ფიქრებს, სიტყვებს ურთიერთობის დროს, კარგად აწონ-დაწონეთ რა გიღირთ და როგორ... მაღალია რისკებისა და ილუზიების ალბათობაც.
ახლა, ისე, როგორც არასდროს, უნდა შეძლოთ და მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე. გადასარევი პერიოდია ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, სულიერი ბუნების გაუმჯობესებისთვის, მასაჟისთვის, წყლის თერაპიული ვარჯიშებისთვის.
გარშემო, როცა ამდენი ნეგატივი ტრიალებს და დაძაბული ფონია, თუ გექნებათ იმის შანსი, რომ დაისვენოთ ან განერიდოთ რთულ მოვლენებს, რელაქსისთვის არაჩვეულებრივი წუთებია, შესაბამისად - იჩქარეთ!
რადგან მთვარე ასე ახლოსაა იუპიტერთან და იუპიტერი კი კირჩხიბში თავს ძალიან კარგად გრძნობს, ეგზალტირებულია, სწორედ ახლა თქვენს ლოცვასა, სურვილებს და ნუგეშს უზომოდ დიდი ძალა ექნება. მთავარია ითხოვოთ რაციონალურად ის, რაც ნამდვილად შეიძლება რომ მოგეცეთ და მოგეცემათ კიდეც!
გისურვებთ ბედნიერ დღეებს!