ახალმთვარეობა კირჩხიბში: მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად

ახალმთვარეობა კირჩხიბში: მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად

25 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან

მთვარის ოცდამეცხრე დღე

რეკომენდებულია: დაიცავით მარხვა, თავშეკავება. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი.

ჯანმრთელობა: დუნდულები და სწორი ნაწლავი აქტიურია. კარგია სხეულის განწმენდა.

კვება: დაიცავით მარხვა. მიირთვით მარცვლეული, შინ გამომცხვარი პური, მჭადი.

არ არის რეკომენდებული: მოაგვაროთ ფინანსური საქმეები. ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. ფულის სესხება და გასესხება. ახალი თანამშრომლების დაქირავება. მოლაპარაკებების წარმოება. უარყოფითი ემოციების გამოხატვა.

მოგზაურობა: არ არის შესაფერისი მოგზაურობისა და მივლინებისთვის.

ურთიერთობები: დღეს უმჯობესია არ დაქორწინდეთ და არ გამართოთ ქორწილი. შესაძლებელია სკანდალები და ჩხუბი. თუ დღეს პირველი პაემანია, უმჯობესია გადადოთ.

მინერალები: შავი მარგალიტი, ობსიდიანი, თეთრი ოპალი, ლაბრადორიტი, ფერადი იასპი.

მთვარის პირველი დღე

არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ.

ჯანმრთელობა: აქტიურია თავის ზონა, განსაკუთრებით ტვინი.

კვება: რეკომენდებულია ვეგეტარიანული დიეტა. თავი შეიკავოთ ცხარე, ცხიმიანი და ხორციანი საკვებისგან. არ არის მიზანშეწონილი ძლიერი ჩაის, ყავის ან ალკოჰოლის დალევა.

რეკომენდებულია: ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად.

არ არის რეკომენდებული: რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.

მოგზაურობა: არ არის საუკეთესო დრო მოგზაურობის დასაწყებად.

ურთიერთობები: ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.

მინერალები: ბრილიანტი, მთის ბროლი.

მთვარე კირჩხიბშია

გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ

აქტიური ორგანოები: გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა.

კვება: სასარგებლოა პურის და ფუნთუშების ჭამა (თუ ჭარბი წონისკენ არ გაქვთ მიდრეკილება) და გამოცხობა.

საოჯახო საქმეები: აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.

კოსმეტიკური პროცედურები: არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა ან მოცილება. კარგია სახის ნიღბების გაკეთება.