ავტორი:

ახალმთვარეობა ლომში: ვის ელოდება წინსვლა და ვის - შეზღუდვები, სამომავლო მიზნების ჩამოწერის დროა

ახალმთვარეობა ლომში: ვის ელოდება წინსვლა და ვის - შეზღუდვები, სამომავლო მიზნების ჩამოწერის დროა

28 ივლისს, 21:54-ზე ახალმთვარეობას ველოდებით ლომის ზოდიაქოში. ეს არის მთვარისა და მზის შეერთება, რომელიც ახალ ენერგიას წარმოქმნის. ამიტომ კარგია ახალმთვარეობის შემდეგ, სავსემთვარეობამდე, ახალი საქმეების, სწავლის, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. ახალმთვარეობა სიახლეებს მოიტანს მსოფლიოშიც და თითოეული ინდივიდის ცხოვრებაშიც. კონკრეტულ ადამიანს სიახლეები გელოდებათ იმ სფეროებში, რომელსაც ლომი მართავს თქვენს პირად რუკაში.

ახალმთვარეობა ლომში მოგვიტანს საკუთარი თავის რეალიზების სურვილს. მოიმატებს შემოქმედებითობა, დღესასწაულების მოწყობის სურვილი. მეტად გამოავლინეთ სიყვარული და მზრუნველობა საყვარელი ადამიანისა და შვილების მიმართ. არ გირჩევთ ძალაუფლების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ამ ახალმთვარეობის წერტილთან ორი ასპექტი გვაქვს კარგი და არც ისე. ლომში მყოფ მზესთან და მთვარესთან კარგ ასპექტს ქმნის დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი. ამიტომ ელოდეთ ყველაფრის გაბევრებას, გამარჯვებას, სასიამოვნო სიახლეებს, წინსვლას და წარმატებას. მომატებული იქნება ენერგიულობა და ეცადეთ სასიკეთო საქმეებისკენ მიმართოთ. მაგრამ ახალმთვარეობის დროს იუპიტერი რეტროგრადულ (უკუსვლაში) სვლას დაიწყებს და უცბად არაფერი გამოგივათ, ამას უნდა შეეგუოთ. მაგრამ ნუ შეგაშინებთ იუპიტერის რეტროგრადულობა. პირიქით, შეიძლება ახლა მიიღოთ ის, რაც ადრე რაღაც მიზეზის გამო ვერ მიიღეთ, ახლა დაასრულოთ ის საქმეები და პროექტები, რაც რაღაც მიზეზის გამო მიატოვეთ. ეს შეიძლება იყოს ფული, საჩუქარი. ცოტა დასაფიქრებელია რეტროგრადული სატურნი (ხელისუფლება, კონტროლი, შეზღუდვა), რომელიც მერკურს უპირისპირდება. ამიტომ, მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ მგზავრობისას, საბუთების შედგენისას, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებისას. ნუ გაგიკვირდებათ ხელისშემშლელი მიზეზის წარმოქმნა. შეიძლება ზემდგომებისგან შეიზღუდოს თქვენი ქმედება. ზოგიერთი შეიძლება მიუბრუნდეთ შეჩერებულ, გადადებულ სოციალურ პროექტებს. იყავით დაკვირვებული, ფრთხილი. გააზრებულად გადადგით ყოველი ნაბიჯი.

საფრთხილო დღეებია 28 ივლისიდან 5 აგვისტომდე. ამ დღეებში რამდენიმე პლანეტა ქმნის ასპექტს და ეცადეთ, ფრთხილად იყოთ მგზავრობისას, საჭესთან. გაფრთხილდით თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ საგნებთან, ცეცხლთან. გაფრთხილდით ელექტროობასთან.

კარგი ისიცაა, რომ ახალმთვარეობის დროს არ გვაქვს დაბნელებები და არც მერკური, ვენერა და მარსია რეტროგრადული. ამიტომ გამოიყენეთ ეს თქვენს სასიკეთოდ. ხელი რომ არ შეგეშალოთ, ახალმთვარეობამდე დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები; მოიცილეთ ზედმეტი ვალდებულებები. ახალმთვარებაზე და წინა დღესაც კარგია დიეტის დაცვა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ახალმთვარეობამდე 10 წუთით ადრე გადაუხადეთ მადლობა სამყაროს ყველაფრისთვის, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში მთვარის ამ თვეში. ახალმთვარეობიდან 1 საათის განმავლობაში კი ჩამოწერეთ სამომავლო სურვილები და მიზნები.

გარდა ამისა, მთვარის ახალი თვე მოგვიტანს მოულოდნელ სიახლეებს, ცვლილებებს სადაზღვევო, საბანკო-საფინანსო, სავალუტო თემებში. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს სასიკეთო ცვლილებები, ზოგისთვის არც ისე. საქმე იმაშია, რომ კუროს ზოდიაქოში ერთიანდებიან მარსი, აღმავალი კვანძი და ურანი, რომლებიც ახდენენ გავლენას ახალმთვარეობაზე. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, მაგრამ იმოქმედეთ ზომიერების ფარგლებში და იყავით დაკვირვებული. უნდა მოიცილოთ ყველაფერი, რაც გაფერხებთ, გიშლით. შეიძლება სიახლეები მოვიდეს დაძაბულობის, გრაფიკის შედგენის, ჩარჩოების დაწესების შემდეგ. გამოავლინეთ ორიგინალურობა, არაორდინარულობა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ვისზე იქმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად: რა თქმა უნდა ლომებზე და განსაკუთრებით 25-31 ივლისის შუალედში დაბადებულებზე. აგრეთვე მერწყულებზე (22-28 იანვრის შუალედში დაბადებულები), მორიელებსა (26-30 ოქტომბრის შუალედში დაბადებულები) და კუროებზე (23-27 აპრილის შუალედში დაბადებულები). გამოავლინეთ მოთმინება და სიბრძნე. წარმატება და სირთულეების იოლად მოგვარება ელოდებათ ვერძებს (23-28 მარტის შუალედში დაბადებულები), ტყუპს (24-29 მაისის შუალედში დაბადებულები), სასწორებს (26-30 სექტემბრის შუალედში დაბადებულები) მშვილდოსნებს (25-30 ნოემბრის შუალედში დაბადებულები). და მათზე, ვისაც ლომის ზოდიაქოში 3-9 გრადუსებში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.

მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ ახალმთვარეობის პროგნოზს.