ავტორი:

ახალმთვარეობა ტყუპში: განახლების დროა, გახშირდება შეხვედრები, საინტერესო შემოთავაზებები, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ახალმთვარეობა ტყუპში: განახლების დროა, გახშირდება შეხვედრები, საინტერესო შემოთავაზებები, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

30 მაისს, 15:30-ზე ახალმთვარეობას ველოდებით ტყუპის ზოდიაქოში. ახალმთვარეობა არის მთვარის დაბადება, ახალი ენერგიით ავსება, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. ახალი პროქტების განხორციელების პერიოდი, მაგრამ რადგან მერკური, ტყუპის მმართველი პლანეტა, რეტროგრადულია, ჯერ ნუ იჩქარებთ, ახალი საქმეები 3 ივნისის შემდეგ დაიწყეთ.

3 ივნისის შემდეგ გააქტიურდებით, მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. მოიმატებს გადაადგილების (მივლინება, ექსკურსია, მიმოსვლა ახლო მანძილზე), სოციუმსა და საქმიან სფეროში აქტიურობის სურვილი. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსებზე, თუნდაც ავტომობილის მართვის. გახდით სოციალურად აქტიური. ივნისის ახალმთვარეობას დადებითი ენერგია მოაქვს; მიიღებთ საინტერესო, პერსპექტიულ შემოთავაზებებს და თავადაც გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა. გახშირდება შეხვედრები. იქნებით საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული, პროდუქტიული.

ახლა (3 ივნისამდე) ტყუპის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადულ სვლაშია. ეს არის გადაკეთების, გადახედვის, გამოსწორების დრო. ახალმთვარეობაზე დაგეგმეთ მომავალი საქმეები, პროექტები, განიხილეთ დეტალები, შეიტანეთ კორექტივები. აი, განხორციელება კი 4 ივნისიდან დაიწყეთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი, ნუ ენდობით არასწორ ინფორმაციას, ნუ გასცემთ დაპირებებს და ეცადეთ, არ დაარღვიოთ ვადები, კანონი, შეთანხმებები; თქვენი ქცევა არ იყოს სხვისთვის ზიანის მომტანი.

ახალმთვარეობა ტყუპში მოგვიტანს აქტიურ ურთიერთობას. მაგრამ იყავით დაკვირვებული. არ გირჩევთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები, რაზეც მოგვიანებით ინანებთ. ამასთან, დაკვირვება გმართებთ, თუ ოფიციალურ ინსტანციებში გექნებათ საქმეების მოსაგვარებელი. გამორიცხული არაა, შეფერხება და გაურკვევლობების გამო გადადება. მოთმინებით აღიჭურვეთ, რამდენჯერმე გადაამოწმეთ დეტალები, მარშრუტი და მშვიდად გადალახეთ წინააღმდეგობები. ახალმთვარეობამდე მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გაისტუმრეთ ვალდები და გადაიხადეთ გადასახადები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მშვიდად გაარკვიეთ. არ გირჩევთ კონფლიქტს და კამათს გარშემო მყოფებთან. ენერგია მიმართეთ დაწყებული საქმეების დასრულებისკენ. ახალმთვარეობის დღეს არ გირჩევთ აჩქარებას, ახალი საქმეების დაწყებას. ჩამოწერეთ მიზნები, რომელთა განხორციელებასაც 4 ივნისიდან დაიწყებთ. იყავით პოზიტიურ განწყობაზე.

ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად ახალმთვარეობას, ვის მოუტანს სიახლეს: რა თქმა უნდა, ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ახალმთვარეობა ტყუპის ნიშანშია და ჩაიხედეთ პირად რუკაში ხომ არ გაქვთ პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ტყუპის, სასწორის ან მერწყულის 7-13 გრადუსში ან თუ დაიბადეთ: 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით. საუკეთესო დრო დგება თქვენთვის და მაქსიმალურად გააქტიურდით. ახლა დაწყებული საქმეები უკვე დეკემბერში მოგცემთ შედეგს. ცოტა მეტი დაკვირვება გმართებთ პირველი დეკადის მშვილდოსანს, ქალწულს და თევზებს. რაღაც უნდა გადალახოთ, პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. მიიღებთ საჭირო ცხოვრებისეულ გაკვეთილს.

პროგნოზს გაეცანით თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით, რათა უკეთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი:

ვერძი

გაიჩენთ ახალ მეგობრებს, მიღებთ საჭირო ინფორმაციებს, საქმიან შემოთავაზებებს. გახშირდება გადაადგილება, მივლინება ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრება. დაკვირვებით შეადგინეთ დოკუმენტები. მოგინდებათ ახალი კონტრაქტების გაფორმება. ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსებზე. გამორიცხული არაა, თვითგანათლება დაიწყოთ. ზოგიერთმა შეიძლება ახალი ავტომობილი შეიძინოთ.

კურო

ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მოგეცემათ. გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური, ფინანსური წყარო ან დამატებითი შემოსავალი. ფული შეიძლება ინტერნეტსაქმიანობითაც მიიღოთ. მოგინდებათ შემოსავალ-გასავლის აღრიცხვა. ზოგიერთმა შეიძლება ფული საკუთარ თავში, განათლებაში დააბანდოთ ან ძვირად ღირებულ ნივთში, რაც მომავალში ისევ ფულს მოგიტანთ.

ტყუპი

თქვენი გააქტიურების დრო დგება. უნდა განახლდეთ და დაგეგმოთ სიახლეები. დაგეგმეთ ახალი საქმეები, ცვლილებები გარეგნობის შეცვლაში, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. დაიწყეთ ვარჯიში, იკვებეთ ჯანსაღად. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, მოგეცემათ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. მოგინდებათ ურთიერთობების გაუმჯობესება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. განაახლებთ კონტაქტებს, მათთან ერთად ახალ პროექტებს განახორციელებთ.

კირჩხიბი

გაიგებთ ამბავს, საიდუმლოს, რასაც გიმალავდნენ. ან შეიძლება თავად გაასაიდუმლოთ თქვენი ცხოვრება, ფინანსური მდგომარეობა ან რომანტიკული ურთიერთობა. ზოგიერთი დისტანციურად გადაწყვეტთ მუშაობას ან პირიქით, მოიცილებთ ყველა იმ შეზღუდვას, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. მოინახულეთ წმინდა ადგილები, დაუთმეთ დრო სულიერ დასვენებას. კარგი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ და ზღვაზე (წყალთან ახლოს) დაისვენებთ. თუ ემოგრაციაზე ხართ ორიენტირებული, გაქვთ შანსი, რომ მიიღოთ საჭირო დოკუმენტები.

ლომი

გააქტიურდით სოციალურ ქსელებში; ჩაერთეთ ახალ ინტერნეტპროექტებში. მოიმატებს თქვენი პოპულარობა. შეიძლება შექმნათ ახალი ჯგუფი; ჩაერთვებით სოციალურ აქციებში. გამოხვალთ სცენაზე, მიიღებთ მონაწილეობას კონკურსებში. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს (უცხოეთშიც) და ერთად ახალ პროექტებს განახორციელებთ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს; საშუალებებს, რომ განახორციელოთ ახალი იდეები.

ქალწული

სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ პროფესიულ საქმიანობაში; ან დაწინაურდებით, ან დაიწყებთ პირად ბიზნესს. თუ მაძიებელი ხართ, მიიღებთ სასურველ თანამდებობას. შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბათ გავლენიან ადამიანთან ან უფროსთან; ან საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერის შექმნაში. შეგეცვლებათ სოციალური სტატუსი: დაქორწინების ან შვილის გაჩენის მიზეზით.

სასწორი

უცხოეთში მოგზაურობის, სწავლის გაგრძელების შანსი მოგეცემათ. მოგინდებათ უცხო კულტურის, ტრადიციების შესწავლა. გახშირდება კომუნიკაცია უცხოეთში მცხოვრები ახლობლებისგან. მათგან მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. ზოგმა შეიძლება უცხოელთან გააბათ რომანი, ან მოგზაურობის დროს შეხვდეთ სიყვარულს. მიიღებთ დიპლომს, აიმაღლებთ კვალიფიკაციას. შეიძლება უცხოეთში დაიწყოთ ბიზნესსაქმიანობა.

მორიელი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფულს მიიღებთ ბიზნესსაქმიანობისგან. ზოგიერთმა შეიძლება სურვილის ასასრულებლად კრედიტის აღება გადაწყვიტოთ. მიიღებთ ძვირად ღირებულ საჩუქარს ან ფულს საჩუქრად. შანსი მოგეცემათ დაფაროთ კრედიტი. ახალი რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება მიმოწერით დაიწყოს. გახშირდება სურვილი საკუთარი თავის გამოცდის ექსტრემალურ სიტუაციებში, გაგიმძაფრდებათ ინტერესი სარისკო თავგადასავლებისადმი.

მშვილდოსანი

ან ეცდებით გაიუმჯობესოთ არსებული პარტნიორული ურთიერთობა, ან გაიჩენთ ახალს - საქმიანიც და სასიყვარულოც. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. მოგინდებათ ბიზნესსფეროს გაფართოება. შეიძლება ახალ პარტნიორთან ერთად დაიწყოთ ახალი ბიზნესი. გახშირდება საქმიანი შეხვედრები; გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს. კონკურენტების მიმართ იყავით სამართლიანი. სასურველის მისაღებად არ დაარღვიოთ კანონი.

თხის რქა

მეტად იზრუნეთ საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. დილაობით დაიწყეთ ვარჯიში, ჯანსაღი კვება. შინ და სამსახურში მოგემატებათ ახალი ვალდებულებები და ზოგი დამხმარეს აყვანას გადაწყვეტთ. შეგეცვლებათ მუშაობს გრაფიკი ან კოლექტივის შემადგენლობა. თუ მაძიებელი ხართ, გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური. გადაწყვეთ ბინის მოლამაზებას, კოსმეტიკური რემონტის ჩატარებას. ზოგიერთის ცხოვრებას ახალი შინაური ცხოველი გაახალისებს.

მერწყული

მეტი დრო უნდა გაატაროთ ბავშვების გვერდით, სიახლეები ელით თქვენს შვილებს. ზოგიერთმა შეიძლება შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ ან გაიგოთ, რომ გეყოლებათ. გამონახავთ დროს ჰობისთვის. შეძლებთ თქვენი შემოქმედების მონეტიზირებას, გახდებით პოპულარული. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებთ; უკვე დაწყვილებულიების ცხოვრება მეტად ჰარმონიული და საინტერესო გახდება.

თევზები

მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. შეიძლება შეგეცვალოთ ოჯახის წევრების რაოდენობა: ახალი ოჯახის წევრი შემოგემატოთ. შანსი მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, ცხოვრებისეული პირობები. დაიწყეთ ბინის რემონტი ან სახლის მშენებლობა. გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან; მეტად იზრუნეთ მათზე. თუ უძრავი ქონების შეძენას ან გადაფორმებას აპირებთ, 4 ივნისის შემდეგ დაგეგმეთ.