4 დეკემბერს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გვქონდა მშვილდოსნის ნიშანში, მე-13 გრადუსში. ვრცელი სტატია უკვე მზადაა და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ ახალმთვარეობის პროგნოზს. ახალმთვარეობა განსაკუთრებით იმოქმედებს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებზე (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი), თქვენ გაგიმარტივდებათ მიზნების განხორციელება. აი, ტყუპს, ქალწულსა და თევზებს ცოტა მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ სასურველის მისაღწევად. ნუ მიუშვებთ მოვლენებს თავის ნებაზე, იყავით დაკვირვებული და გააზრებული. ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე ეს ბოლო ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა (აღმავალი-დაღმავალი კვანძები, მათ კარმულ კვნძებსაც ეძახიან, წელიწად-ნახევარი სტუმრობენ ტყუპსა და მშვილდოსანს). მისიების შესრულება შეგეძლებათ მთვარის ამ თვეშიც და 2022 წლის 18 იანვრამდეც, სანამ აღმავალი-დაღმავალი კვანძები ტყუპი-მშვილდოსნიდან კურო-მორიელის ღერძზე გადაინაცვლებენ. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით.
ვერძი
დაფიქრდით, რამდენად შეძელით თქვენი ცხოვრების, პირობების გაუმჯობესება. თუ გახდით დაფასებული, ცნობილი და პოპულარული, მოიპოვეთ ავტორიტეტი. თუ მოგზაურობდით და ცდილობდით თვალსაწიერის გაფართოება. ახალი ქვეყნების შესწავლას. თუ მიიღეთ უმაღლესი განათლება? აი, ამ თემებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
კურო
უნდა შეძლოთ, მართოთ მატერიალური საკითხები, მოაწესრიგოთ პარტნიორის ფინანსები; დააბანდოთ ფული სარფიან ბიზნესში, ძვირად ღირებულ ნივთებში. გარდა ამისა, უნდა შეძლოთ საოჯახო ბიუჯეტის გააზრებულად ხარჯვა და ფულის გადანახვაც. მოაწესრიგეთ, სადაზღვევო, სამემკვიდრეო და გადასახედების თემა.
ტყუპი
დაარეგულირეთ პარტნიორული ურთიერთობები - სასიყვარულოც და საქმიანიც. თუ ადამიანი მოგწონთ ან გიყვართ, მაქსიმალურად გაააუმჯობესეთ მასთან დამოკიდებულება. ურთიერთობაში უნდა გქონდეთ ჰარმონია და სიმშვიდე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთანაც. მოერიდეთ კონფლიქტებებს, მათთან მტრულ დამოკიდებულებას. დაფიქრდით, ვისთან შეგიძლიათ მშვიდობიანი არსებობა და ვის უნდა დაშორდეთ, ოღონდ მშვიდობიანად.
კირჩხიბი
დასარეგულირებელი გაქვთ ორი თემა: სამსახური და ჯანმრთელობა. სასურველია, გქონდეთ ჯანსაღი დღის რეჟიმი, კვებით, სეირნობითა და ძილით. რამდენად კარგად ასრულებთ რუტინულ საქმეებს? იქნებ, უნდა შეცვალოთ რამე, დაიმატოთ დამხმარე, თუ ვერ ასწრებთ თავად. თუ ხართ კმაყოფილი და ენერგიული?.. გადახედეთ კოლექტივს, სადაც მუშაობთ. გაქვთ თუ არა მეგობრული გარემო. უმჯობესია, ასეთი გქონდეთ. თუ უფროსი ხართ, სასურველია, გუნდში გყავდეთ ერთგული და გამოცდილი ადამიანები, ვისთან ერთადაც მწვერვალების დაპყრობა გაგიადვილდებათ.
ლომი
საკუთარი ცხოვრების მთავარი მოქმედი გმირი უნდა გახდეთ. ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეთ. მოახერხოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. უნდა ჩაერთოთ სპორტულ აქტივობებში, გქონდეთ გამარჯვების სურვილი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან, დაუმეგობრდით მათ, დაეხმარეთ სირთულეების დაძლევაში ან თუ არ გყავთ ჯერ შვილი, დაფიქრდით, რომ მშობელი გახდეთ. დაარეგულირეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. იყავით მეტად მოსიყვარულე და რომანტიკული მის მიმართ, დიდხნიან ქორწინებაში მყოფიც კი.
ქალწული
უნდა დაარეგულითო დამოკიდებულება მშობლებთან, დედასთან. უნდა გამოიკვლიოთ თქვენი გვარის ისტორია, უნდა იზრუნოთ ნათესავებზე, გააუმჯობესოთ მათთან დამოკიდებულება. დააწესეთ ახალი ოჯახური დღესასწაულები და შეკრიბეთ ყველა ნათესავი. ამასთან, მოაწესრიგეთ საცხოვრებელი პირობები. ბინაში შეიძლება დაიწყოთ რემონტი, განაახლოთ ავეჯი, ინტერიერი. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ უძრავი ქონების შეძენა და ახალ ადგილზე დაფუძნება.
სასწორი
ეცადეთ, რომ ჰარმონია გქონდეთ და-ძმებთან. უნდა შეძლოთ ახალი ცოდნის მიღება. ან უკვე მიღებული უნდა გამოიყენოთ. ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე, თუ ხვდებით, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის რაღაც გაკლიათ. ეცადეთ, გაარჩიოთ, ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვისი ნათქვამი უნდა გადაამოწმოთ.
მორიელი
თქვენი ცოდნა და გამოცდილება ფულად უნდა აქციოთ. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა. თუ მომსახურების სფეროში ხართ, დახვეწეთ თქვენი საქმე და უფრო მეტი ანაზღაურება მოითხოვეთ. კარგი იქნება, თუ დააბანდებთ ფულს ძვირად ღირებულ ნივთებში, უძრავ ქონებაში. დაიწყეთ ფულის მოგროვება, თუნდაც უმნიშვნელო თანხის, მაგრამ რეგულარულად.
მშვილდოსანი
თქვენი დრო დადგა, უნდა გახდეთ ლიდერი, გამოხვიდეთ სცენაზე. თქვენ შეგიძლიათ, აიყოლიოთ ადამიანები და კარგი საქმეები გააკეთოთ. სასურველია, შეიცვალოთ იმიჯი, სტილი. გირჩევთ, მიხედოთ ჯანმრთელობასაც, პარტნიორულ ურთიერთობებსაც.
თხის რქა
მოიმატებს სენტიმენტალურობა, მოგინდებათ, რომ მეტად დაეხმაროთ ახლობლებს (ფულით, ნივთებით). ჩაიხედეთ საკუთარ შინაგან სამყაროში, რა გსურთ, რა მოგანიჭებთ სულიერ სიმშვიდეს; გადახედეთ ოცნებებს, სურვილებს. შეიძლება მოგინდეთ საკუთარი ძალების მოსინჯვა შემოქმედებით საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებით დასვენებას, მოინახულებთ წმინდა ადგილებს.
მერწყული
მომავალზე უნდა დაფიქრდეთ, რას გსურთ რომ მიაღწიოთ, როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი წლების შემდეგ და რა უნდა გააკეთოთ ახლა, რომ სასურველი მიიღოთ. შეიძლება გახდეთ ახალი ჯგუფის წევრი. ან შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, გაიჩინოთ ახალი მეგობრები, ვისთან ერთადაც იმოქმედებთ. ჩაერთეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გააქტიურდით სოციალურ ქსელებში.
თევზები
კმაყოფილი ხართ თქვენი კარიერით, ბიზნესით, პროფესიით? ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ დაიპყროთ მწვერვალები. გახდეთ დაფასებული. იყავით მიზანმიმართული, ბეჯითი, იმოქმედეთ გააზრებულად, გეგმაზომიერად. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. შეადგინეთ სტრატეგიული გეგმა. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ ასაკით უფროს ან პოპულარულ ადამიანთან.