ავტორი:

ახალმთვარეობის პროგნოზი: თხის რქებმა იმიჯი უნდა შეიცვალოთ, კირჩხიბებმა პარტნიორული ურთიერთობა გააუმჯობესოთ და რა ელით დანარჩენ ნიშნებს?

ახალმთვარეობის პროგნოზი: თხის რქებმა იმიჯი უნდა შეიცვალოთ, კირჩხიბებმა პარტნიორული ურთიერთობა გააუმჯობესოთ და რა ელით დანარჩენ ნიშნებს?

იანვრის ახალმთვარეობა ყველაზე მეტად თხის რქებსა და მიწის ნიშნებზე (კურო, ქალწული) იმოქმედებს. ეს არის ახალი, პერსპექტიული, მატერიალური საქმეების დაწყების პერიოდი. შედარებით სიფრთხილე გმართებთ ვერძებს, სასწორებსა და კირჩხიბებს. თუმცა, თუ დიპლომატიურად და წინდახედულად იმოქმედებთ, მცირე წინააღმდეგობები და დაძაბულობა ვერაფერს დაგაკლებთ მიზნისკენ სავალ გზაზე.

ვერძი

მაქსიმალურად მიზანმიმართული და აქტიური უნდა იყოთ. გაქვთ ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ მწვერვალებს მიუახლოვდეთ. განახორციელოთ საინტერესო, მასშტაბური პროექტები, დაწინაურდეთ, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, აიმაღლოთ სტატუსი. იყავით სტრატეგი, დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ: თვის, წლის გეგმაც კი.

კურო

ცვლილებების დრო დაგიდგათ, უნდა გადადგათ ნაბიჯი ახალ სამყაროში. დაფიქრდით უმაღლესი განათლების მიღებაზე. უცხო ენის შესწავლაზე, თვალსაწიერის გაფართოებაზე. გაქვთ შანსი გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. გაემგზავროთ საზღვარგარეთ სიყვარულის ან სწავლის მიზნით. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული და ლიტერატური საკითხები. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. გამორცხული არაა, თავად გახდეთ სხვისთვის პედაგოგი, გურუ.

ტყუპი

მთელი თვე ფინანსური საკითხების - თქვენი და თქვენი პარტნიორისაც - მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება თქვენს მეუღლეს მოემატოს ხელფასი ან მატერიალური სარგებელი ბიზნესპარტნიორის ქმედებამ მოგიტანოთ. კარგი იქნება, თუ მოაწესრიგებთ ფინანსურ საკითხებს, დაფარავთ ვალებს, გადასახადებს. ზოგიერთს მოგინდებათ ფულის დაბანდება სარფიან ბიზნესში. დიდი პერსპექტივები გაქვთ და იაქტიურეთ.

კირჩხიბი

უნდა იზრუნოთ პარტნიორული - სასიყვარულო და საქმიანი - ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. თბილი და მზრუნველი ხართ და, როგორც წესი, სხვებზე უფრო ზრუნავთ, ვიდრე საკუთარ თავზე. ამჯერად, სხვებზე რომ იზრუნებთ, საკუთარ თავსაც ნუ დაივიწყებთ. მოგინდებათ რომანტიკული ურთიერთობების გასერიოზულება. წარმატება გელით კლიენტებთან მუშაობისას. ზოგიერთი გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას.

ლომი

სრულყოფილებამდე უნდა მიიყვანოთ ყველა პროექტი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მთვარის ამ თვეში საქმეები, ვალდებულებები მოგემატებათ. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ კვალიფიკაციას, ჩაეწერებით სასწავლო კურსებზე, რაც საქმიანობაში წაგადგებათ. სასურველია, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, იყოთ მათთვის მზე, ენერგიის, შთაგონების წყარო. აგრეთვე, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. გაინებივრეთ თავი სასარგებლო პროცედურებით. დაიწყეთ ვარჯიში, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. რაციონიდან გამორიცხეთ მავნე საკვები.

ქალწული

როგორც წესი, სულ მუშაობთ და ვალდებულებების მოგვარებას უნდებით, მთვარის ეს თვე კი იმ საქმიანობას უნდა დაუთმოთ, რაც სიამოვნებას, სიხარულს განიჭებთ. გაიხსენეთ ჰობი, გამონახეთ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის. კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაემგზავრეთ რომანტიკულ მოგზაურობაში. იყავით პოზიტიური და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. ხშირად გაინებივრეთ საკუთარი თავი. თუმცა, გამორიცხული არაა, საჩუქრები თავადაც გაიღოთ.

სასწორი

საოჯახო საქმეებში უნდა ჩაერთოთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან, მშობლებთან. ხშირად შეხვდით მათ, გამოიკითხეთ ოჯახური ისტორიები, კარგი იქნება, თუ სხვადასხვა თაობის ნათესავებს შეახვედრებთ ერთმანეთს. კარგი პერიოდი გელით მათ, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან. მოაწესრიგეთ საბინაო საკითხები, გადაიფორმეთ უძრავი ქონება. მოგინდებათ რემონტის დაწყება, ბინის მოლამაზება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მორიელი

კონტაქტების პერიოდი გეწყებათ. გახშირდება ახლო მანძილზე მიმოსვლა (მივლინება) მიმოწერა, ზარები, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. მოაგვარეთ ავტომობილთან დაკავშირებული საკითხები. შეისწავლეთ ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც მომავალში საქმეების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ. კარგი პერიოდია ახლის შესასწავლად. დაარეგულირეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან.

მშვილდოსანი

მთვარის ამ თვეში ფინანსური და მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გადაგეშლებათ ახალი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. კარგი იქნება, თუ თქვენი ცოდნის მონეტიზირებას შეძლებთ. თუ დაქირავებული თანამშრომელი ხართ, მოითხოვეთ ხელფასის მომატება.

თხის რქა

თხის რქებო, გილოცავთ, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია. იყავით მომართული საკუთარ თავზე, საკუთარი თავის (იმიჯი, სტილი, ფიზიკური მდგომარეობა) გაუმჯობესებაზე. მართალია არ გიყვართ სიახლეები და შეჩვეული გირჩევნიათ, მაგრამ სცადეთ და მოსინჯეთ რამე ახალი. დაიწყეთ ახალი საქმეები, პროექტები, მოსიჯნეთ თქვენი ძალები სრულიად ახალ საქმიანობაში.

მერწყული

გამონახეთ დრო და დაფიქრდით საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, თქვენს შინაგან სამყაროზე. რა იდეალები და მიზნები გაქვთ. რისი გაკეთება შეძელით წინა თვეებში და რა უნდა გააკეთოთ მომავალში. მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და ახლავე ჩამოწერეთ ის მიზნები, რაც იანვრიდან უნდა განახორციელოთ. კარგი პერიოდია შემოქმედებითი მიზნების განსახორციელებლად. კარგი იქნება, თუ მოინახულებთ წმინდა ადგილებს, სადაც ენერგეტიკულად დაიმუხტებით. შეძლებისდაგვარად გაეცით (ფული, ნივთები). აგრეთვე კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღეს განმარტოებით, სიმშვიდეში გაატარებთ.

თევზები

მეგობრებთან, თანამოაზრეებთან შეხვედრისა და ახალი პროექტების განხილვის დრო დაგიდგათ. ან შეკრიბეთ თქვენი ჭკუის ხალხი და დაიწყეთ სამომავლო მიზნების ერთობლივი განხორციელება. აქტიურად ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. წამოიწყეთ ინტერნეტპროექტები ან უკვე არსებულები განავითარეთ. გამორიცხული არაა, გახშირდეს ინტერნეტკონტაქტები. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, გაწევრიანდებით ახალ ჯგუფებში. ახალი საქმეების წარმოებაში მეგობრები დაგეხმარებიან. ზოგადად, მთვარის ამ თვეში მათგან დიდ მხარდაჭერას მიიღებთ.