ავტორი:

ბიზნესასტროლოგია: დაიზღვიეთ თავი ფინანსური უსიამოვნებისგან, როდის უნდა გააფორმოთ ხელშეკრულება

ბიზნესასტროლოგია: დაიზღვიეთ თავი ფინანსური უსიამოვნებისგან, როდის უნდა გააფორმოთ ხელშეკრულება

ახლა მზე ქალწულშია და მისი მმართველი მერკური რეტროგრადულია, თავის სახლში (15 სექტემბრამდე). მაგრამ 19 სექტემბრამდე მაინც არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. მგზავრობისას და საჭესთან იყავით ფრთხილად. თუ საჩქარო არაა, ნუ შეიძენთ ავტომობილს. სახლიდან გამოსვლამდე შეამოწმეთ საფულე, გასაღები, მობილური.

ვერძი

სექტემბერში რეტროგრადული მერკური კვლავაც დარჩება თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. ამ პერიოდში იძულებული იქნებით წვრილმანი და უინტერესო სამუშაო შეასრულოთ. არ დაგავიწყდათ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენა, ბიზნესში დაბრკოლება რომ არ შეგექმნათ. რთული ამოცანის ამოხსნის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებთ. სტუდენტები შეიძლება არ დაუშვან ლექციაზე არსებული “კუდების“ გამო. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. მაგრამ სამუშაო მაინც ბევრი იქნება. შეადგინეთ სამუშაო განრიგი, გაანაწილეთ პასუხისმგებლობები დაქვემდებარებულებს შორის, შესაძლოა დაასრულოთ ის, რაც ბოლო მომენტისთვის გადადებული გქონდათ.

კურო

რეტროგრადული მერკური კვლავაც დარჩება თქვენი შემოქმედებისა და გართობის სექტორში. ამ პერიოდში ახალი იდეების განხორციელებას ვერ შეძლებთ, მაგრამ შეძლებთ არსებულის გადაკეთებას, გაუმჯობესებას. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. სექტემბრის მეორე ნახევარში ჩაერთეთ რაიმე სახის ინტელექტუალურ კრეატიულ საქმიანობაში. გაგიჩნდებათ იდეები თუ როგორ გადააქციოთ საყვარელი ჰობი ბიზნესად და გახადოთ ის შემოსავლის წყაროდ.

ტყუპი

სექტემბერში რეტროგრადული მერკური დარჩება თქვენი სახლისა და ოჯახის სექტორში. ამ დროს მოგინდებათ ყოველდღიურობიდან გაქცევა, სახლიდან, შესაძლოა გადაწყვიტოთ რაიმე სახის მოგზაურობა, მხოლოდ სიტუაციის შესაცვლელად. რაც შეეხება ბიზნესს ან პროფესიულ საკითხებს, ახლა ისინი არ იქნება თქვენი პრიორიტეტული, როგორც ადრე. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საუბარი გექნებათ თქვენს ოჯახთან და სახლთან დაკავშირებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი უძრავი ქონების შეძენით, სხვა ბინაში გადასვლით, არსებული საცხოვრებლის მოწყობით - ავეჯის შეძენით, რემონტით ან უფრო მცირე ოჯახური სამუშაოებით.

კირჩხიბი

სექტემბერში რეტროგრადული მერკური კვლავაც დარჩება თქვენი ნათესავებისა და კომუნიკაციების სექტორში, რაც ბიზნესში შეფერხებებსა და დაბრკოლებებს გამოიწვევს. ამიტომ, საკუთარ თავს დაუსახეთ იმ ამოცანების შესრულება, რაც პრიორიტეტულია და მთელი ძალისხმევა მის წარმატებულ განხორციელებაზე მიმართეთ. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ შეძლებთ ინფორმაციის მოძიებას მცირე ძალისხმევის გარეშე, ზოგჯერ საკმარისი იქნება მხოლოდ კითხვის სწორად ჩამოყალიბება. თვის მეორე ნახევარი კარგია გამოცდების ჩაბარებისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და დისერტაციების დასაცავად.

ლომი

სექტემბერის შუა რიცხვებამდე რეტროგრადული მერკური კვლავ დარჩება თქვენი – ფულისა და ქონების სექტორში. რაც გამოიწვევს ფინანსური ტრანზაქციებისა და ფულის საკითხებში დაგვიანებისა და დაბრკოლებების ალბათობას. ამიტომ, შესაძლოა უკეთესიც იყოს, თუ იქნებით დაკვირვებული, ან მოერიდებით ამ თემებს. 15 სექტემბრის შემდეგ მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ამ პერიოდიდან თქვენ კვლავ დაიწყებთ განსაკუთრებული მოხერხებულობის დემონსტრირებას ყველაფერში, რაც ფულთან იქნება დაკავშირებული. ინტუიციურად იგრძნობთ, თუ როგორ შეგიძლიათ ფულის გამომუშავება და შეეცდებით არ გამოტოვოთ არცერთი შესაფერისი შესაძლებლობა. შესაძლოა, სექტემბერში შეძლოთ ბიზნესგეგმის შედგენა და მომავალში მკაცრად დაიცვათ იგი.

ქალწული

თვის შუა რიცხვებამდე რეტროგრადული მერკური კვლავ დარჩება თქვენს ნიშანში. ამ დროს პირად საქმეებში შეფერხებებისა და დაბრკოლებების დიდი ალბათობაა. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. შეეძლებათ დაამყაროთ დიდი რაოდენობით კონტაქტები, რომლებიც სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის ან წარმატებულ სარეკლამო კამპანიას ჩაატარებთ.

სასწორი

სექტემბერის შუა რიცხვებამდე მერკური კვლავ დარჩება თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. ამ პერიოდში სხვადასხვა საიდუმლო საქმეებში შეფერხებებისა და დაბრკოლებების დიდი ალბათობაა. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეებიც წინ წავა. ამ პერიოდში უჩვეულოდ განვითარებული ინტუიცია სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ. ზოგიერთი დაინტერესდებით მისტიციზმით. ყველგან და ყველაფერში რაღაც ნიშნებს დაინახავთ.

მორიელი

სექტემბერში რეტროგრადული მერკური თქვენი მეგობრებისა და სოციალური ცხოვრების სექტორში იქნება. ამ დროს დიდია ამ სფეროსთან ურთიერთობაში გაუგებრობის ალბათობა. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ამ პერიოდში ახალ კონტაქტებს დამყარება და მეგობრების დაბრუნებას გელოდებათ, რომლებთანაც თვის დასაწყისში მოახერხეთ ჩხუბი ან დაშორება.

მშვილდოსანი

რეტროგრადული მერკური კვლავაც დარჩება თქვენი პროფესიული წარმატებისა და ამბიციების სექტორში. ამ დროს დიდია ბიზნესში დაბრუნების ან რაიმეს გაკეთების სურვილის ალბათობა. ამ დროს განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით საუბრის ტონისა და მისი ზოგადი ატმოსფეროს მიმართ. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. შესაძლოა, ახლავე მიიღოთ გამამხნევებელი ამბები თქვენი დაწინაურების ან ახალ სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით. შესაძლოა, თქვენი დანიშვნის ბრძანება უკვე მომზადებულია და მალე გადმოგეცემათ.

თხის რქა

რეტროგრადული მერკური სექტემბერში დარჩება თქვენი სწავლისა და შორ მანძილზე მოგზაურობის სექტორში. ამ დროს დიდია სწავლასთან მიბრუნების ან ახალი ინფორმაციის აღქმის სურვილის არქონის ალბათობა. უმჯობესია, ახალი იდეების განხორციელება გადადოთ 15 სექტემბრამდე; შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. სექტემბერში შეგიძლიათ შორეულ მოგზაურობაში წასვლა, შესაძლოა საზღვარგარეთ. ან შორიდან გაიგებთ ამბებს ახლობელ ადამიანებზე. კარგი პერიოდია სასწავლო კურსებზე ჩარიცხვისთვის, კარიერული წინსვლისთვის. ან შეგიძლიათ დაიწყოთ უცხო ენის სწავლა.

მერწყული

რეტროგრადული მერკური სექტემბერში დარჩება თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. ამ დროს დიდია ფინანსური საქმეებისა და ურთიერთობების უკან დახევის ალბათობა. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ნასესხები ფული, რომელსაც ჩადებთ თქვენს ბიზნესში, ხელს შეუწყობს მის განვითარებას და შემდგომში კარგ მოგებას მოგიტანთ. სექტემბერში შესაძლოა დაინტერესდეთ ეზოტერიკული საკითხებით, ასტროლოგიით, ზოგიერთმა საკითხმა, რომელიც დაკავშირებულია ერთობლივ ფინანსებთან, გადასახადების გადახდასთან ან მემკვიდრეობის მიღებასთან, შეიძლება გამოიწვიოს შფოთი.

თევზები

რეტროგრადული მერკური დარჩება თქვენი პარტნიორობის სექტორში. ამ პერიოდებში ადამიანები ხშირად ცდილობენ პარტნიორებისგან უხილავი კედლით შემოღობვას, რაც ურთიერთობებს აუარესებს. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად კარგია პარტნიორთან ერთობლივი მოგზაურობა, შვებულებასი წასვლა ან თუნდაც რომანტიკული უქმეების მოწყობა. 15 სექტემბრის შემდეგ, მერკური პირდაპირ მოძრაობას დაუბრუნდება და თქვენი საქმეები წინ წავა. ხალისით დაიწყებთ დასწრებას სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასა და წვეულებაზე, დაამყარებთ საქმიან კავშირებს. ბიზნესმენებს შეგეძლებათ წარმართოთ რამდენიმე წარმატებული მოლაპარაკება და დადოთ მომგებიანი კონტრაქტები, რაც კარგ მოგებას მოგიტანთ. სექტემბრის მეორე ნახევარი შესანიშნავია სარეკლამო, სოციოლოგიური და სხვა გამოკითხვებისთვის.