ბოშათა უძველესი ზოდიაქო: გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ დაბადების თარიღის მიხედვით

ბოშათა უძველესი ზოდიაქო: გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ დაბადების თარიღის მიხედვით

ბოშათა უძველეს ჰოროსკოპსაც ზოდიაქოს 12 ნიშანი აქვს: მაგრამ არ ჰგავს ჩვენ შეჩვეულ ასტროლოგიურს. ის სპეციალური ჯადოსნური ბურუსითაა მოცული და შეუძლია ყოველი ადამიანის შესახებ, რამდენიმე წინადადებაში, მთელი სიმართლე თქვას.

თასი – 21.01-19.02

ბოშები თვლიან, რომ ამ ნიშნით საკმაოდ ცვალებადი და მერყევი ადამიანები იბადებიან. მათ ახასიათებთ დაწყებული საქმის მიტოვება. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდანვე გააჩნიათ უზომოდ დიდი კრეატივის ნიჭი და გამომგონებლური აზროვნება. თასები ძალიან მგრძნობიარე ინდივიდები არიან. მათი ოცნებაა გარშემო მყოფებთან ერთად სრულ ჰარმონიასა და კომფორტში ცხოვრება. მართალია, ხშირად ზარმაცობენ, მაგრამ საკმაოდ ქუდბედიანები არიან. გააჩნიათ მიდრეკილება მფლანგველობისაკენ და ხშირად ვარდებიან ვალებში, რაც რესურსების არასწორი გამოყენებითაა განპირობებული. ადვილად იღლებიან, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. რის ხარჯზეც აქვთ რისკი გაიჩინონ სისტემური დაავადებები.

კაპიუშონი – 20.02-20.03

ეს ადამიანები საკმაოდ ეჭვიანები, სერიოზულები და მშვიდები არიან. მათი საუკეთესო თვისებაა ნამდვილი მეგობრების ამოცნობა და შემოკრება გარშემო. მეგობრები მათ ყოველთვის ეხმარებიან საჭირო დროსა და მომენტში. ადამიანები, რომელთაც კაპიუშონის პერიოდში არგუნათ ბედმა დაბადება, მუდმივად ნერვიულობენ ფინანსებზე. თუმცა, როგორც წესი, მარტივად და იოლად შოულობენ ფულს და ზოგადად ფინანსური პრობლემები მათ ცხოვრებაში, მარტივად გვარდება. ეს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ გასაოცარი გამომგონებლური ნიჭი, რაც გადამწყვეტ მომენტში მათივე სასარგებლოდ მუშაობს ხოლმე. მუშაობაში კაპიუშონები პრინციპულები, მშრომელები და მეთოდურები არიან. საიმისოდ, რომ ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნონ, პერიოდულად სჭირდება იზოლაციასა და სიმშვიდეში დასვენება. მათი ორგანიზმისთვის ასევე კარგია ვარჯიში და მასაჟი.

ხანჯალი – 21.03-20.04

საკმაოდ პრაქტიკული, პრინციპული და შემტევი ადამიანია. მებრძოლი სული აქვს, გამჭრიახი გონება და, როგორც წესი, წვრილმანებზე არასოდეს კარგავს დროს. მძაფრი ინტუიციითა და კარგი ფინანსური ალღოთი გამოირჩევა. ხშირად სწყალობს ბედი აზარტულ თამაშებში და ზოგადად, უყვარს რისკი ცხოვრებაში. ხანჯალი კონკურენციისა და შეჯიბრის მოყვარული ნიშანია. ამიტომ მისთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს გამოწვევების გარეშე. მისი ნაკლია იმპულსურობა და სიფიცხე. რაც ხშირად აგრესიულ ქმედებებში გადასდის, ეს კი დიდწილად ვნებს მისსავე რეპუტაციას. სამაგიეროდ, გამოირჩევიან ძლიერი, რკინისებური ჯანმრთელობითა და კარგი ორგანიზატორული თვისებებით.

გვირგვინი – 21.04-20.05

გვირგვინები კომფორტისა და ფუფუნების მოყვარულები არიან. მათ უმეტესობას სწამს, რომ ამქვეყნად ყველაფერში საუკეთესოს იმსახურებენ. ამასთან, ფინანსების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება ახასიათებთ და საკუთარ დოვლათს ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებენ. გვირგვინები უდიდესი სიჯიუტითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. ზოგჯერ იმდენად ჯიუტები არიან, რომ გარშემო მყოფებში აღშფოთებას იწვევენ საკუთარი საქციელით. სამაგიეროდ, ეს ის ხალხია, ვინც მუხლჩაუხრელი შრომით ახერხებს ცხოვრებაში სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოპოვებას. მათ არ აშინებთ ყველაფრის ნულიდან დაწყება, რაც საბოლოოდ წარმატებისა და სიმდიდრის საწინდარი ხდება მათთვის. ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს ბიზნესში, მრეწველობასა და შოუბიზნესში. გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით, რომელსაც სწორი კვებითა და დასვენებით თუ შეუწყობენ ხელს, მათი სასიცოცხლო პოტენციალი ერთი-ორად გაიზრდება.

შანდალი – 21.05-20.06

კომუნიკაბელური, ძალიან კონტაქტური, მოფერებისა და ჩახუტების მოყვარული ინდივიდია. მას მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა, მეგობრების შეძენა და შუამავლობა. ყოველთვის გულისხმიერია სხვების მიმართ. ასხივებს სითბოსა და სინათლეს. ამიტომაც არის კოლექტივის და სამეგობროს სული და გული. ამასთან საკუთარი თავის ფასიც კარგად აქვს გააზრებული. ხშირად გულუბრყვილო და ჩერჩეტი ჩანს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია თვალის ასახვევად. სინამდვილეში გამჭრიახი და წინდახედულია. გამგებიანს და ჭკვიანს, არ უჭირს სხვების თვალში საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენა. ფულთან დაკავშირებით გონივრულად ხელმომჭირნეა. უყვარს დაგროვებაც. კარგი ჯანმრთელობა აქვს, თუმცა მალე იღლება და მისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.

ბორბალი – 21.06-21.07

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები იმპულსურები და საოცრად ემოციურები არიან. გარეგნულად ქარიზმატულები და მომხიბვლელები, გამოირჩევიან არაპროგნოზირებადი ხასიათითა და ცვალებადობით. არიან საკმაოდ ბუტია და წყენია ნატურები. ადვილად ვარდებიან უკიდურესობაში. მიდრეკილება აქვთ თავბრუდამხვევი რომანებისკენ. ხშირად უყვარდებათ ცალმხრივად და ამით იტანჯებიან. აქვთ უნარი კონცენტრაცია მოახდინონ პრობლემაზე. ექსტრემალურ სიტუაციაში შესანიშნავად მუშაობს მათი გონებაც და ინტუიციაა. შეუძლიათ დაიკავონ ლიდერის პოზიცია საზოგადოებაში, კარგი ორგანიზატორული ნიჭისა და დემაგოგიური ჩვევების გამო. ემოციური ბუნებიდან გამომდინარე აწუხებთ თავის ტკივილები. მათთვის აუცილებელია ისწავლონ მოდუნება და ხანდახან სრული დასვენების უფლება მისცენ საკუთარ თავს.

ვარსკვლავი – 22.07-22.08

ვარსკვლავები მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან და კარგად ესმით საკუთარი მომხიბვლელობის ფასი. რის ხარჯზეც საუკეთესოდ ახერხებენ თავი ოსტატურად დააღწიონ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს. ეს ადამიანები ბედის ნებიერები არიან და ხშირ შემთხვევაში უპირობოდ უმართლებთ და საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. ჯანმრთელობის მხრივ მათი სუსტი წერტილია ხერხემალი და ძვალსახსროვანი სისტემა. ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ სასუნთქ სისტემასა და ფილტვებს. ზედმეტად არ გადაიღალონ ემოციურად და კარგად დაისვენონ ხოლმე პერიოდულად.

ზანზალაკი – 23.08-22.09

სირბილე და კეთილი გული – აი, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების სავიზიტო ბარათი. თუმცა, ამასთან ერთად, საოცრად რეალისტები და შრომისმოყვარეებიც არიან. ზანზალაკებს არცთუ იშვიათად საზოგადოებაში გამოსაჩენი ადგილი უკავიათ, მათ მიმართავენ რჩევისა და დახმარებისთვის. მათთვის დამახასიათებელია საოცარი ნიჭი – გულდასმით უსმინონ თანამოსაუბრეს. ზანზალაკს გულთან ახლოს მიაქვს სხვისი პრობლემები და გასაოცარი ფსიქოლოგიური უნარებით გამოირჩევა. მართალია, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია, მაგრამ მისი რჩევები რეალურად დასაფასებელია. ფინანსებთან ფრთხილები და უზომოდ წინდახედულები არიან. მათ ხელგაშლილს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა ძუნწიც არ ჰქვიათ. აქვთ კარგი ჯანმრთელობა, რასაც მათი შინაგანი სისადავე და სიკეთე უწყობს ხელს. ისინი არასოდეს უსურვებენ სხვას ცუდს და ბოროტებას.

მონეტა – 23.09-22.10

ის თანდაყოლილი დიპლომატიის გრძნობით დაჯილდოებული, მომხიბვლელი და საოცრად ქარიზმატული ადამიანია. ნებისმიერი პრობლემიდან ყოველთვის პოულობენ გამოსავალს. პოზიტივით სავსე არიან და გულუხვად უზიარებენ საკუთარ განწყობას სხვებს. გაწონასწორებულებსა და რაციონალურებს მოსწონთ სხვებში როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სილამაზის აღმოჩენა. მათთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ესთეტიკური მხარე, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, გარშემო სილამაზისა და დახვეწილობის ატმოსფერო შექმნან. მონეტები საქმიანები და მოქნილები არიან, როცა საქმე ფულს ეხება. ეხერხებათ მოლაპარაკებების დიპლომატიური გზით მართვა. აქვთ თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა. უვლიან საკუთარ ჯანმრთელობას და ხშირად მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. იცავენ კვების რეჟიმს და ცდილობენ არ გადაიტვირთონ ემოციურად.

გრძელი ხანჯალი – 23.10-21.11

ამ პერიოდში დაბადებულებს ხშირად ახასიათებთ გარკვეული ტრანსფორმაციისკენ მიდრეკილება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ისინი ემოციურები, ვნებიანები, პრინციპულები და ინტუიციურები არიან. აქვთ დაკვირვების ნიჭი და შეუძლიათ ნებისმიერ ხიფათს დააღწიონ თავი. ამ ნიშნით იდუმალებით მოცული და ძლიერი ხალხი იბადება. მათ შორის ბევრია მაგი, მკითხავი და ეზოტერიკოსიც. ახასიათებთ მყარი მორალური პრინციპები და თანდაყოლილი სიბრძნე, რაც გარშემო მყოფებს შორის პატივისცემასა და მოწიწებას იწვევს მათ მიმართ. გააჩნიათ ძლიერი აღნაგობა და კარგი ფიზიკური ჯანმრთელობის პატრონებიც არიან. თუმცა მიდრეკილება გააჩნიათ მოტეხილობებისკენ და ხშირად არც უფრთხილდებიან საკუთარ თავს.

ნაჯახი – 22.11-21.12

ამ პერიოდში რისკისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები იბადებიან. არიან საოცრად თავდაჯერებულები და თამამები, ამიტომ ცხოვრების ნებისმიერ ახალ შანსს ოპტიმიზმითა და სიხარულით ხვდებიან. არიან საოცრად დამოუკიდებლები და თავისუფლების მოყვარულები. ვერ იტანენ ჩარჩოებს და შეზღუდვებს. მათთვის არ არსებობს არანაირი ტაბუ ან აკრძალვა. ისინი დაჯილდოებულნი არიან სწრაფი აზროვნებითა და გამჭრიახობით. აქვთ კრეატიული ნიჭი და სამსახიობო ტალანტი. ამასთან, საკმაოდ შორსმჭვრეტელები და დაკვირვებულებიც არიან, რაც საშუალებას აძლევთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოვიდნენ გამარჯვებული. მათი უმეტესობა ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში და ხშირადაა სხვებისთვის სასიცოცხლო სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი.

ნალი – 22.12-20.01

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს უსაზღვრო ენთუზიაზმი და ენერგიულობა. ნალი უზომოდ ემოციური, შთაბეჭდილებიანი და შემოქმედებითი ნატურაა. ისინი არიან ერთგული, საიმედო მეგობრები და ყოველთვის მზად არიან გარშემო მყოფების დასახმარებლად. ნალები პრინციპულები არიან, ყოველთვის ცდილობენ მიაღწიონ დასახულ მიზანს. გამოირჩევიან სიმამაცით, თამამი ქცევებითა და გამოწვევის წინაშე არასოდეს იხევენ უკან. უყვართ რისკი და თავგადასავლები. თუმცა ისეც ხდება, რომ გაუაზრებელი რისკის გამო ბევრი დაუკარგავთ.