ჩვენ გველოდება ემოციური სავსემთვარეობა მორიელში

ჩვენ გველოდება ემოციური სავსემთვარეობა მორიელში

24 აპრილს, 03:49 საათზე მორიელში სავსემთვარეობა გველოდება. ამ დროს მზე კუროშია , ემოციური მთვარე - მორიელში . იყავით ფრთხილი და გააზრებული, აკონტროლეთ ემოციები და ძალები. მორიელი არის წყლის სტიქია, ყველაზე ძლიერი და გამძლე ნიშანი, რომელიც პასუხისმგებელია სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებზე, სექსუალურ სფეროზე, უზარმაზარ ფულსა და ძალაუფლებაზე. მორიელის ენერგია გვაიძულებს გავთავისუფლდეთ მატერიალური მიჯაჭვულობისაგან, მოაქვს ცდუნებები, განსაცდელები, ბრძოლა, ასევე ტრიუმფი და გამარჯვება, თუ მოვახერხეთ პირადი კრიზისის დაძლევა.

მორიელის ერთ-ერთი მმართველი - პლუტონი 24 აპრილს მზესთან და მთვარესთან დაძაბული კონფიგურაციას ქმნის. იწყება ტრანსფორმაციის პროცესები. უსიამოვნო მოვლენები შეიძლება მოხდება სავსემთვარეობის პერიოდში პლუს/მინუს 3 დღე. გირჩევთ, შეგნებულად შეიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც განვითარება არ ხდება. გახსოვდეთ, რომ ძალისხმევის გარეშე, პრობლემა თავისით არ გაქრება.

24 აპრილიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იწყება წარსულისა და არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლების, მოძველებული კავშირების გაწყვეტის დრო. პიროვნების ჩრდილოვანი მხარეები და ნეგატივი ცხოვრების ყველა სფეროში ზედაპირზე გამოდის. ვინც ღირსეულად გაუმკლავდება გარემოებებს, გადალახავს მწვერვალისკენ მიმავალ გზას, რომელიც ყველასთვის განსხვავებულია.

მორიელის მეორე მმართველი მარსი სავსემთვარეობის დღეს უარყოფით ასპექტს ქმნის ლილიტთან . ყოველი კრიზისი შეიცავს გარკვეულ გამოცდას და, შესაბამისად, გამარჯვებას და ახალ დონეზე გადასვლას. ყველა განსაცდელი, რომელიც უნდა გავიაროთ, ემსახურება ჩვენს განწმენდას და სულის განვითარებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილი და გააზრებული, მოერიდეთ ცდუნებებზე აყოლას, გაურკვევლობის გამო უსიამოვნებაში გახვევას. ფრთხილად იყავით აალებად და ბასრ საგნებთან შეხებისას.

სავსემთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 3 დღე) ადამიანები მიდრეკილნი არიან აგრესიულად იმოქმედონ, ყველა შესაძლო და შეუძლებელი გზით ცდილობენ თავიანთი სურვილებისა და მიზნების რეალიზებას. უმეტესობა ხელმძღვანელობს დევიზით: "ან ყველა, ან არაფერი".

ამ პერიოდში მერკური რეტროგრადულია (25 აპრილამდე), თანაც მარსისა და პლუტონის მმართველ ნიშანში - ვერძში . ამიტომ, უფრო მეტია შეცდომის დაშვების ალბათობა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს. შეიძლება გამჟღავნდეს საიდუმლო, შეიძლება გავრცელდეს არასწორი ინფორმაციები. გამონათქვამები ხშირად იქნება დამახინჯებული და უხეში. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს, აკონტროლეთ ემოციები.

მშვიდ სავსემთვარეობას გისურვებთ!