ავტორი:

წლის ბოლო მზის სრული დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები

წლის ბოლო მზის სრული დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები

2020 წლის 14 დეკემბერს , თბილისის დროით 20 საათსა 13 წუთზე, ახალმთვარეობაზე გვექნება მზის სრული დაბნელება , მშვილდოსნის ნიშანში. წლევანდელი წელი გულუხვი იყო დაბნელებებით და გილოცავთ, წელს ეს დაბნელება ბოლოა, მეექვსე. 30 ნოემბერს გვქონდა მთვარის დაბნელება , 14 დეკემბერს სრულდება ე.წ. დაბნელებების დერეფანი, რომელიც, როგორც წესი, გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდებითა და ფატალური შემთხვევებით. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, ზოგმა დერეფანი შეიძლება მსუბუქად გაიარა, ზოგმა ვერა. სხვათა შორის, მზის დაბნელება საუკეთესო დროა, რათა გათავისუფლდეთ ფსიქოლოგიური წნეხისა და სოციალური დამოკიდებულებისგან. ნებისმიერი საქმე, რაც დაბნელებების დერეფანში იწყება, რთულად მიმდინარეობს. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მხოლოდ დაასრულოთ დაწყებული პროექტები, შეასრულეთ ყოველდღიური ვალდებულებები და არ დაიწყოთ არაფერი ახალი. თუმცა, უკვე 17 დეკემბრიდან შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

14 დეკემბერს, მთვარე და მზე მშვილდოსნის ზოდიაქოშია. დაბნელების პერიოდში პლუს/მინუს 2 დღე ადამიანებს შეიძლება განწყობა გაუფუჭდეთ ან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. აკონტროლეთ საკუთარი თავი, თუ გული, სისხლძარღვები ან ჰიპერტონია გაწუხებთ. შეიძლება აგტკივდეთ თავი, მომატებულია ნერვიული ფონი, გაღიზიანებულობა. გაფრთხილდით ტრავმული დღეა და ავარიების რაოდენობაც იმატებს. არ გადაიტვირთოთ და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დაბნელებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ დააკვირდით საკუთარ თავსაც და თქვენ გარშემო მომხდარ მოველენებსაც. საბედისწერო მოვლენების რაოდენობა მატულობს და ეცადეთ, დიდი დაკვირვებით მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაშინ, როცა ემოციური ფონი დაგიმშვიდდებათ. სასურველია, თუ არაფერი გიფუჭდებათ, 17 დეკემბრის შემდეგ დაგეგმოთ ყველაფერი.

ახალმთვარეობას და მზის სრულ დაბნელებას ველოდებით მშვილდოსნის 24 გრადუსში. ცეცხლოვანი მშვილდოსანი ფილოსოფოსია, რომელიც წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს. მას თვალსაწიერის გაფართოება სურს. ეს არის ახალი იდეების, შემოქმედობითობის სტიქია . გწამდეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების და ხშირ-ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. ეს სიტყვები შეგიძლიათ თქვენს შვილს ან მეუღლესაც უთხრათ. რეალურადაც, პლანეტები ისეა განლაგებული, რომ აქტიურად შეგვეძლება მიზნების განხორციელება.

დაბნელებამდე დაალაგეთ პირადი ნივთები, გათავისუფლდით ძველისა და უსარგებლოსგან. იყავით და იფიქრეთ პოზიტიურად და არავისთან იჩხუბოთ. სასურველია, 14 დეკემბრამდე 2-3 დღით ადრე დაიცვათ დიეტა, არ მიიღოთ ალკოჰოლი და ხორცეული.

დაბნელებამდე 1 საათით ადრე მიიღეთ კონტრასტული შხაპი. გამხნევდით, აანთეთ სანთელი და ბინას საათის ისრის მიმართულებით შემოუარეთ. ბედნიერება და სიყვარული უსურვეთ საკუთარ სახლს, ილაპარაკეთ იმაზე, რაც გსურთ, რომ მის კედლებში მოხდეს ჯანმრთელობით დაწყებული, მატერიალური კეთილდღეობით დასრულებული. ამგვარად იცავთ სახლს უარყოფითი ენერგიისგან და აღავსებთ დადებითით. დაბნელებამდე 15-20 წუთით ადრე ფურცელზე ჩამოწერეთ ის უსიამოვნო მოვლენები (შიში, ეჭვი, სიზარმაცე), რისგან გათავისუფლებაც გსურთ . ფურცელი დაწვით. თუ მოწევისგან გსურთ თავის დაღწევა, დაბნელებამდე, გააზრებულად მოწიეთ უკანასკნელი ღერი და სამუდამოდ დაემშვიდობეთ ამ ჩვევას. დაბნელების დადგომიდან უსურვეთ ჯანმრთელობა და ბედნიერება საკუთარ თავს და მთელ ქვეყანას.

სიყვარულის პლანეტა ვენერა პოზიტიურ ასპექტს აკეთებს ორ სოციალურ პლანეტასთან - სატურნი და იუპიტერი . რამაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დაბნელებიდან რამდენიმე დღეში ზემოხსენებული სატურნი და იუპიტერი თხის რქიდან (მიწის სტიქია) მერწყულის ნიშანში (ჰაერის სტიქია) გადავლენ და პირველ გრადუსში შეუერთდებიან ერთმანეთს 21 დეკემბერს. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი . ნუ გამოკიდებით ძველსა და დრომოჭმულს, იყავით მზად ახლისთვის და ზოგჯერ - მოულოდნელისთვისაც. 2021 წელს უამრავი რეფორმა და სიახლე გველოდება.

მზის დაბნელებიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და მომდევნო წლის მთელი გეგმები, რაც გსურთ, რომ განახორციელოთ . დასასრულ აუცილებლად მიაწერეთ თარიღი, როდემდე უნდა აგისრულდეთ. ამგვარად სურვილი თქვენი მიზანი ხდება. მერე ჩამოწერეთ, რა გჭირდებათ თქვენი მიზნების განსახორციელებლად. მიზნები დაანაწევრეთ გეგმებად. რა ქმედებები მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული. და რაც მთვარია, არ დაწეროთ ისეთი სურვილი, რაც ზიანს მოუტანს თქვენს ახლობლებს, გარშემო მყოფებს, ქვეყანას. არ დაწეროთ სურვილი ნაწილაკის "არა" გამოყენებით (მაგალითდ, არ დაწეროთ "არ მინდა ვიავადმყოფო" დაწერეთ "მე ჯანმრთელი ვარ" ან "გამოვჯანმრთელდი" - თუ ავადმყოფობდით). გეგმის კორექცია შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვეში, ახალმთვარეობის დღეს.

პოზიტიური დღეები ახალი საქმეების დასაწყებად 2020-2021 წლებში წაიკითხეთ სრულად

30 დეკემბერს წლის უკანასკნელი სავსემთვარეობაა - ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან

კარმის პლანეტა მერწყულში გადადის - რა ძირეული ცვლილებები ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მომდევნო 3 წელი