ცუდი  მძღოლების სტატისტიკა: კარგი მძღოლები არიან, მაგრამ უყვართ ექსტრიმი და სიჩქარე

ცუდი  მძღოლების სტატისტიკა: კარგი მძღოლები არიან, მაგრამ უყვართ ექსტრიმი და სიჩქარე

ცუდი მძღოლების სტატისტიკა: კარგი მძღოლები არიან, მაგრამ უყვართ ექსტრიმი და სიჩქარე

დღეს, ქუჩაში უამრავი მანქანა მოძრაობს, ზოგი ახალბედა მძღოლია, ზოგი გამოცდილი, ზოგს კი საკუთარი წესები აქვს და კანონით დადგენილს, ჯარიმების მიუხედავად, მაინც არღვევს. ვნახოთ როგორი მძღოლები არიან ზოდიაქოს ნიშნები:

აღმოჩნდა, რომ სტატისტიკურად ცუდი, დაუმორჩილებელი და უპასუხისმგებლო მძღოლების დიდი ნაწილი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებში მოიაზრება.

მათ გვერდს უმშვენებენ ასევე ცეცხლის სტიქიით დაბადებული მშვილდოსნები . მათი პრობლემა ძირითადად არის ის, რომ ხშირად ახასიათებთ საჭესთან საუბარი (მობილურით თუ თანამგზავრებთან).

განსაკუთრებული პრობლემატურობით გამოირჩევიან ასევე კუროები . მათ პრინციპულად არ სურთ და არ უყვართ გზის დათმობა არავისთვის, რასაც ხშირად მოსდევს არაერთი კონფლიქტური სიტუაცია.

მეოთხე საპატიო ადგილს იკავებენ მორიელები , რომლებიც ერთიანობაში საკმაოდ კარგი მძღოლები არიან, მაგრამ უყვართ ექსტრიმი და სიჩქარე, რაც ხშირად ხდება მათთვის პრობლემების მიზეზი.

არანაკლებ ცუდად მოძრაობენ ავტომანქანით თევზები , რადგან ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფი რეაქცია უჭირთ და აზროვნებენ გაფანტულად.