ავტორი:

დაორსულებისთვის საუკეთესო დრო თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დაორსულებისთვის საუკეთესო დრო თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეხმძიმობა ყველა ქალისთვის ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მომენტია, ზოგიერთი ბავშვობიდან ოცნებობს ბევრი შვილის ყოლაზე, ზოგი კი შვილის გაჩენას არ ჩქარობს. გაიგეთ, როგორი დედა იქნებით და როდის არის საუკეთესო დრო დაფეხმძიმებისთვის თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ვერძი ერთ-ერთი ჭკვიანი და აქტიური ნიშანია. ის ყველაფერს წინასწარ გეგმავს. თქვენ ლიდერებად ხართ დაბადებული და ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ აღზარდოთ ბავშვი სიყვარულითა და დისციპლინით. ვერძი ქალების დაორსულებისთვის საუკეთესო დროა 25 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე და 25 თებერვლიდან 15 მარტამდე.

კურო

კურო დედებს ძალიან უყვართ შვილებისთვის კარგი მანერებისა და იდეალური ქცევის ნორმების სწავლა. ისინი შვილებს სიყვარულსა და მზრუნველობაში ზრდიან. კურო ქალების დაორსულებისთვის საუკეთესო დროა 25 ივლისი-15 აგვისტო, 25 ნოემბერი-15 დეკემბერი და 25 მარტიდან 15 აპრილამდე.

ტყუპი

ტყუპმა იცის როგორ გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციებს და ბავშვების აღზრდის საკითხს მსუბუქად უყურებს. შვილებისთვის არიან საუკეთესო მეგობრები. ჩასახვის საუკეთესო დროა 25 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე, 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე და 25 აპრილიდან 15 მაისამდე.

კირჩხიბი

კირჩხიბის ახლობლებმა იციან, რომ ისინი უკიდურესად ზრუნავენ თავიანთ ოჯახზე. ის ყველანაირ ტკივილს გაუძლებს, ოღონდ მისი შვილები დაცულები იყვნენ. ჩასახვის საუკეთესო დროა 25 ივლისიდან 15 აგვისტომდე, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე და 25 მარტიდან 15 აპრილამდე.

ლომი

ლომები დამოუკიდებელი ქალები არიან. ისინი პროფესიონალურად აბალანსებენ კარიერას და დედობას. პიროვნული სიძლიერის გამო, ლომი დედები ყველაფერს ითმენენ, რომ შვილს უკეთესი მომავალი შეუქმნან. ჩასახვის საუკეთესო დროა 25 ივნისიდან 15 ივლისამდე, 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე და 25 თებერვლიდან 15 მარტამდე.

ქალწული

ქალწული ცნობილია მოწესრიგებულობითა და პერფექციონიზმით. ისინი ზრუნავენ, რომ მათმა შვილმა კარგად ისწავლოს, ჰქონდეს პროფესია. ქალწულებისთვის დაორსულებისთვის საუკეთესო დროა 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე და 25 მაისიდან 15 ივნისამდე.

სასწორი

სასწორები სავსენი არიან სიბრძნით და შვილებს საუკეთესო ღირებულებებს უნერგავენ, ასწავლიან მოთმინებას, რათა გაუმკლავდნენ სტრესულ სიტუაციებს. სასწორი ქალების დაორსულების საუკეთესო დროა 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე და 25 მაისიდან 15 ივნისამდე.

მორიელი

მორიელებს უყვართ თავიანთი შვილები და ოჯახები. მათ უჭირთ ოჯახის შექმნისა და შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ გადაწყვიტეს, იდეალურები არიან. მორიელისთვის დაორსულებისთვის საუკეთესო დროა 25 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე და 25 თებერვლიდან 15 მარტამდე.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი დედები ყოველთვის ენერგიითა და ენთუზიაზმით არიან სავსენი. როგორც წესი, ყოველთვის პოზიტიურები არიან და ძალიან ოპტიმისტური მიდგომა აქვთ მშობლის სტატუსის მიმართ. ჩასახვის საუკეთესო დროა 25 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე, 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე და 25 აპრილიდან 15 მაისამდე.

თხის რქა

თხის რქა დედებს აქვთ ძლიერი სამუშაო ეთიკა და სურთ, რომ ყველა ვალდებულება დანიშნულ დროს შესრულდეს. ბავშვებთან ცოტა მკაცრია, მაგრამ იოლად გაართმევენ თავს ყველა დავალებას. თქვენთვის ჩასახვის საუკეთესო დროა 25 ივნისიდან 15 ივლისამდე, 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე და 25 თებერვლიდან 15 მარტამდე.

მერწყული

მერწყულები გულითა და სულით თავისუფლები არიან. შვილების გაჩენის პასუხისმგებლობას ერიდებიან. მაგრამ როგორც კი გადაწყვეტენ, დედობის მოვალეობა შეასრულონ, მაქსიმალურად ეცდებიან თავიანთი შვილების საუკეთესოდ აღზრდას. ჩასახვის საუკეთესო დროა 25 ივლისიდან 15 აგვისტომდე, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე და 25 მარტიდან 15 აპრილამდე.

თევზები

თევზები უკიდურესად მგრძნობიარე და ემოციურები არიან და სურთ, ბავშვის გვერდით იყვნენ მუდამ, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. თევზების შვილს ექნება მდიდრული ცხოვრება ფანტაზიებით და შემოქმედებით აღსავსე. ჩასახვის საუკეთესო დროა 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე და 25 მაისიდან 15 ივნისამდე.