ავტორი:

დავგეგმოთ კვირის დღეები წარმატების მისაღწევად

დავგეგმოთ კვირის დღეები წარმატების მისაღწევად

ასტროლოგიაში კვირის თითოეულ დღეს თავისი პლანეტა განაგებს. იმისათვის, რომ საქმეები უკეთ წარმართოთ და ბედნიერება მოიპოვოთ, უნდა იცოდეთ რომელ დღეს რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ორშაბათი - მთვარის დღე

რთული საქმეები დღეს არ დაგეგმოთ. არ დაიწყოთ ხანგრძლივვადიანი პროექტები. ორშაბათს უნდა მოერიდოთ ქორწინებას, ვალის აღებას. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, დაალაგეთ სახლი. მთვარეს არ უყვარს ალკოჰოლი. აი, წყალი კი კარგია. სამსახურის შემდეგ აუზში ცურვა სასიამოვნო განტვირთვა იქნება. კარგია სახლის დალაგებაც.

სამშაბათი - მარსის დღე

დასახეთ მნიშვნელოვანი, რთული საქმეების შესრულება. ამბიციურ და პერსპექტიულ პროექტებს იოლად გაართმევთ თავს. დილა დაიწყეთ ვარჯიშით. უნდა იგრძნოთ, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხართ. ჩაცმულობაში გამოიყენეთ წითელი ფერი. სამშაბათს პაემანი ვნებიანი და რომანტიკული იქნება.

ოთხშაბათი - მერკურის დღე

ოთხშაბათს უნდა აიღოთ კრედიტი ან დააბრუნოთ ვალი. მცირე საქმეების მოსაგვარებელად კარგი დღეა. შეგიძლიათ სამოგზაუროდ გაემგზავროთ ახლო მანძილზე. გააფორმოთ დოკუმენტები, გააგზავნოთ ოფიციალური წერილები. მერკური სწავლას, ვაჭრობასა და ფინანსებს მართავს. შეგიძლიათ ჩაეწეროთ კურსებსა და ტრენინებზე. თუ მოსწავლე შვილი გყავთ, დაეხმარეთ გაკვეთილების მომზადებაში. უპირატესობა მიანიჭეთ ვეგეტარიანურ კვებას. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

ხუთშაბათი - იუპიტერის დღე

ნაკლები დრო გაატარეთ შენობაში. თუ დაძაბული გრაფიკი არ გაქვთ, შესვენებაზე მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დაგეგმეთ უფროსთან შეხვედრა. თამამად ჩამოაგდეთ სიტყვა ხელფასის მომატებაზე, დაწინაურების პერპექტივებზე. კარგი დღეა ნაცნობობისათვის. სიფრთხილე გმართებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საფულესთან.

პარასკევი - ვენერას დღე

საუკეთესო დღეა რომანტიკული შეხვედრებსა და სიყვარულში გამოტყდომისთვის. დღეს გრძნობები მართავს ადამიანს. სამოსში გამოიყენეთ ვარდისფერი, სალათისფერი და ცისფერი ფერები. დაუკვირვებელმა საქციელმა შეიძლება უამრავი ნივთი გაყიდინოთ. პარასკევს შეიძინეთ სამკაულები, თავის მოვლისს საშუალებები, გადადით ახალ ბინაში. დღე უმჯობესია რომანტიკული პაემნით დააგვირგვინოთ.

შაბათი - სატურნის დღე

მეტად გამოავლინეთ მოთმინება. კონკრეტულ საკითხზე იყავით ორიენტირებული. იყიდეთ ჯანსაღი პროდუქტები და მოამზადეთ გემრიელი კერძი. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდეთ ძვლებს. მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები: ყველი, ხაჭო. თმა ამ დღეს არ შეიჭრათ. აგრეთვე, ნუ გააკეთებთ ისეთ საქმეს, რაშიც მაკრატელი გჭირდებათ.

კვირა - მზის დღე

კვირას ადამიანი ენერგიით ივსება და შინ გაჩერება არ შეუძლია. დრო და ენერგია შემოქმედებით საქმიანობაზე დახარჯეთ. გააფორმეთ ინტერიერი, გამონახეთ დრო ჰობისთვის. თუ თქვენი ჰობი შოპინგია, ყურადღება მიაქციეთ საქონლის ხარისხს. ამ დღეს ყვითელი ან ნარინჯისფერი ჩაიცვით. ბავშვებთან ერთად გაისეირნეთ სკვერში, სუფთა ჰაერზე. საღამო კი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ. მოიფიქრეთ გასართობი: სამაგიდო თამაში, საინტერესო ფილმის ყურება.