ავტორი:

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა სასწორი?

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა სასწორი?

დედა სასწორი – შვილი ვერძი

მართალია, ვერძს და სასწორს ოპოზიციური ნიშნები ეწოდებათ, მაგრამ ჰარმონიისა და სილამაზის მოყვარულ სასწორ დედაზე უკეთ ვერავინ შეძლებს პატარა ვერძის ხასიათი ჩვილობის ასაკიდან "დაარბილოს" და მისგან გაცილებით უფრო დიპლომატიური, სხვებისთვის ანგარიშის გამწევი და მზრუნველი პიროვნება გაზარდოს.

დედა სასწორი – შვილი კურო

კურო და სასწორი, ორივე ვენერით მართული ნიშანია. ამიტომ ამ ორს შორის ძალიან ბევრია საერთო. სასწორი დედა ყოველთვის შეუქმნის კომფორტისა და სიმყუდროვის მოყვარულ კუროს სასურველ გარემოს ოჯახში. რის ხარჯზეც სამომავლოდ მისი შვილი გაწონასწორებული, გემოვნებიანი და მოსიყვარულე პიროვნება გაიზრდება.

დედა სასწორი – შვილი ტყუპი

იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული კავშირია. დედა სასწორის დიპლომატიურობა, კარგი გემოვნება და დახვეწილი მანერები ბუნებით მიმბაძველ ტყუპში აღფრთოვანებას იწვევს. ამიტომ სამომავლოდ იგი აუცილებლად ეცდება ყველა საუკეთესო თვისებაში დაემსგავსოს დედას. ამ ორს შორის მენტალურ-ემოციური კუთხითაც დიდი მსგავსებაა, რადგან ერთიც და მეორეც ჰაერის სტიქიას განეკუთვნება.

დედა სასწორი – შვილი კირჩხიბი

მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია. პატარა კიბოს ზედმეტად მგრძნობიარე, სენსიტიური ბუნება და პერიოდულად ჩაკეტილობისკენ მიდრეკილება ბუნებით კომუნიკაბელურ და გახსნილ დედა სასწორს ძალიან შეაფიქრიანებს. ამიტომ იგი ხელოვნურად ეცდება შვილი "ხალხში გამოიყვანოს", რასაც შესაძლოა კირჩხიბის მხრიდან დედის მისამართით კიდევ უფრო დიდი გაუცხოება მოჰყვეს. კირჩხიბის მიკრო კოსმოსი არავინ არ უნდა დაარღვიოს, თუ ამის სურვილი თავად მასვე არ გაუჩნდა.

დედა საწორი – შვილი ლომი

შესანიშნავი ტანდემია. დედა სასწორი პატარა ასაკიდან ჩაუნერგავს ბოკვერს საკუთარი თავის რწმენას, სხვების აზრის გათვალისწინებას და დიპლომატიის უნარს. ასევე ასწავლის მას როგორ გამოიყურებოდეს დახვეწილად და მომხიბვლელად მარტივად, მოკლე დროში. დედა სასწორს არც ბოკვერის ნიჭი გამოეპარება და ხელს შეუწყობს მას საკუთარი თავის რეალიზებაში.

დედა სასწორი – შვილი ქალწული

საკმაოდ კარგი თავსებადობაა იმ შემთხვევაში თუ პატარა ქალწული, თავისი გადამეტებული კრიტიკულობით და ჭირვეულობით (განსაკუთრებით კვების და ჩაცმა-დახურვის საკითხში) ნერვულ აშლილობამდე არ მიიყვანს ბუნებით ლოიალურ სასწორს. სხვა შემთხვევაში მათ შორის საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა იქნება, რომელიც დიდ ასაკში ქალწულის მხრიდან ზრუნვითა და პატივისცემით დაფასდება.

დედა სასწორი – შვილი სასწორი

მათ შორის საკმაოდ ჰარმონიული კავშირია. ორივეს უყვარს სიმყუდროვე, კომფორტი და ხელოვნება. თუმცა პრობლემა ისაა, რომ არც ერთს არ აქვს უნარი გადაწყვეტილება მალე მიიღოს, ამის გამო შეიძლება ხშირად გაუჭირდეთ კონსენსუსამდე მისვლა, როცა ოჯახში მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გადასაჭრელი, დედა შვილისგან დაელოდება აზრს, შვილი კი დედის იმედზე იქნება კარგი რჩევის მოლოდინში.

დედა სასწორი – შვილი მორიელი

გამომდინარე იქიდან, რომ სასწორი-მორიელი მომიჯნავე ნიშნებია, ძალზე ხშირად ხდება ისე, რომ ამ ორს ერთმანეთის ზოდიაქოს გავლენა აღენიშნება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დედა-შვილს შორის ჰარმონიას. დედა სასწორს შეუძლია პატარა მორიელში პატივისცემის გრძნობა ყოველგვარი ცენზურის, მკაცრი მოპყრობის და დასჯის გარეშე გამოიწვიოს. იგი მას დიპლომატიის, მიტევებისა და ადამიანებთან ურთიერთობის ნათელ მაგალითს მისცემს, რაც სამომავლოდ მორიელს ძალიან გამოადგება ცხოვრებაში.

დედა სასწორი – შვილი მშვილდოსანი

საკმაოდ კარგი კავშირია. პატარა მშვილდოსანს აუცილებლად მოეწონება დედის კომუნიკაბელური ხასიათი. სასწორი დედა იზრუნებს იმაზე, რომ შვილი მშვილდოსანი მცირე ასაკიდან დააინტერესოს წიგნების კითხვითა და სხვადასხვა სახის ინტელექტუალური თამაშებით. იგი ყველაფერთან ერთად ასწავლის დიპლომატიას პატარა მშვილდოსანს, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ძალიან ესაჭიროებათ.

დედა სასწორი – შვილი თხის რქა

მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია ნიშნებს შორის კვადრატურის გამო. დედა სასწორისთვის ზოგჯერ გაუგებარი იქნება შვილი თხის რქის გადამეტებული სერიოზულობა და გაუცინარი ხასიათი. იგი შეეცდება მას კომუნიკაციის სიყვარული გამოუმუშაოს, რასაც თხის რქაში სიჯიუტის გაძლიერება მოჰყვება. საუკეთესო გზა დედა სასწორისთვის სატურნიანელ შვილთან საკონტაქტოთ კომპრომისი და სირბილეა.

დედა სასწორი – შვილი მერწყული

შესანიშნავი კავშირია. სასწორიც და მერწყულიც ორივე ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან, ამიტომ მათ შორის ძალიან ბევრია საერთო როგორც ემოციური ისე მენტალური კუთხით. დედა სასწორი აღფრთოვანებული იქნება პატარა მერწყულის ორიგინალურობით, ნიჭიერებითა და მრავალმხრივობით. მერწყული კი დედას არაერთგზის გაახარებს საკუთარი მიღწევებით დიდობაში.

დედა სასწორი – შვილი თევზი

თევზების ემოციური, ცვალებადი ბუნება ხშირად ჩააგდებს საგონებელში დედა სასწორის, რომელიც თავის მხრივ არ გამოირჩევა ზედმეტით სენტიმენტალობით. თუმცა სურვილი გაითავისოს მეორე მხარის პოზიცია, რაც სასწორისთვის დამახასიათებელი თვისებაა, მისცემს საშუალებას შვილთან წარმოქმნილი ემოციური დისბალანსი დაარეგულიროს.