ავტორი:

დეკემბერის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის: “მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“

დეკემბერის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი მორიელებისთვის: “მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“

2023 წლის ბოლო თვე ბევრი მორიელისთვის აქტიური, ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი იქნება. კონკურენტების გასწრების შანსი არსებობს, რადგან წლის ბოლოს დაგროვილი დაღლილობის მიუხედავად, თქვენი ენერგიის მარაგი საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება. გაანაწილეთ დრო ყველა თქვენს საქმესა და საზრუნავზე, ყურადღება მიაქციეთ ახალ წლამდე გასაკეთებელ ყველა საქმეს. დეკემბერშის მზე გადავა თქვენი ჰოროსკოპის მეორე სახლში, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსებზე. ეს ნიშნავს, რომ მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მოგიწევთ დიდი ყურადღება მიაქციოთ თქვენს შემოსავალს და მოძებნოთ შემოსავლის ალტერნატიული წყაროები.

დეკემბრის ფინანსები

ვენერა, რომელიც სიყვარულთან ერთად ასტროლოგიაში ფულსაც განაგებს, მოძრაობს თქვენს ნიშანში. ამიტომ ფინანსური წარმატება და შემოსავლის დონე პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს ძალისხმევასა და შესაძლებლობებზე. ნუ ელით, რომ მიიღებთ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას სხვებისგან ან ვინმე გაჩუქებთ ფულს. ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი კეთილდღეობა. დაეთანხმეთ, თუ შემოგთავაზებენ დამატებით სამუშაოს ან ფულის შოვნის სხვა შესაძლებლობებს. ამ დროს შეგიძლიათ ყველა საკამათო ფინანსური საკითხის მოგვარება და წლის შედეგების შეჯამება. თქვენი შემოსავალი არ შემცირდება და ხანდახან ოდნავ გაიზრდება კიდეც. მეორე მხრივ, ხარჯებიც გაიზრდება. ხარჯების უმეტესი ნაწილი ოჯახს, შვილებს და საყვარელი ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.

ბიზნესი და კარიერა

ვარსკვლავები თვის პირველ ნახევარში პროფესიულ წარმატებას გპირდებიან. ბევრი საკითხი სწრაფად გადაწყდება, დიდი პრობლემები არ არის მოსალოდნელი. თუმცა, 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მერკური იწყებს უკან მოძრაობას, რაც სამსახურში დუნე პერიოდს აღნიშნავს. ბევრი რამ, რაც უკვე გაკეთდა, უნდა გადაიხედოს, შეიცვალოს ან გამოსწორდეს. თუ გყავთ პარტნიორები ან გაქვთ ბიზნესი სხვა რეგიონებში ან ქალაქებში, კიდევ უფრო ფრთხილად შეამოწმეთ ფინანსური დოკუმენტები ან ხელშეკრულებები. თვის ბოლოს დაგეგმილი მოგზაურობები ან მივლინებები ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილად უნდა დაიგეგმოს: შესაძლებელია სხვადასხვა გართულებები ან დაგვიანებები. რეტროგრადული მერკური ყურადღებას გაგამახვილებინებთ წარსულ კავშირებსა და კონტაქტების განახლებაზე. თქვენთვის სასარგებლო იქნება იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისთანაც წარსულში გქონდათ ბიზნესი, კომუნიკაცია. დეკემბრის ბოლოს შეგიძლიათ მიიღოთ ფული იმ სამუშაოსთვის, რომელიც ადრე გააკეთეთ. ზოგიერთმა შესაძლოა სხვა სამუშაოს ძებნა დაიწყოთ.

სიყვარული

თქვენი პირადი ურთიერთობები ამ თვეში მშვიდი და ჰარმონიული გახდება და ძირითადად, ეს თქვენი დამსახურებაა. მოერიდეთ პარტნიორთან დაძაბულ სიტუაციებს და თავიდან აიცილეთ კონფლიქტები. თუ გასულ თვეში თქვენ შორის რაიმე საკამათო საკითხი იყო, ახლა წარმატებით გაართმევთ მას თავს. ეს თანაბრად ეხება შეყვარებულებსაც და დაქორწინებულ წყვილებსაც. ბავშვებთან ურთიერთობა მოითხოვს თქვენს უშუალო აქტიურობას, ყურადღებას და მატერიალურ ხარჯებს. წყვილებს, რომლებმაც ახლახან დაიწყეს ურთიერთობა, შესაძლოა იყოს გართულებები, ზოგმა შეხვედრებიც კი დაასრულოს. სევდიანი დასასრულის თავიდან ასაცილებლად, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ თქვენი პარტნიორისგან და ურთიერთობისგან და რის გაღებას აპირებთ თავად. თვის პირველ ნახევარში სასარგებლოა ინიციატივის გამოვლენა: შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ესაუბროთ გრძნობებზე, მოაწყოთ რომანტიკული პაემნები ან შეხვედრები. დეკემბრის მეორე ნახევარში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც ოდესღაც ურთიერთობა გქონდათ. თქვენ გადასაწყვეტია, განაახლებთ თუ არა ძველ კავშირს.

ჯანმრთელობა

დეკემბერში თქვენი ენერგია აღდგება, ამიტომ საქმეების კეთების პარალელურად უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვის. ჯანმრთელობისა გაუმჯობესება ამ თვეში მთავარი მიზანი უნდა გახდეს. პროდუქტიულობა და მხიარული განწყობა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყოველდღიურ რუტინას. კვებაც არანაკლებ როლს ასრულებს: მიირთვით ჯანსაღი საკვები, უარი თქვით ცხიმიან და ცხარე საკვებზე და ფასტფუდზე. უპირველეს ყოვლისა, ეს რჩევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს კუჭის ან ღვიძლის პრობლემები, ან კუჭ-ნაწლავის სხვა ქრონიკული დაავადებები. მოწამვლის ან ზედმეტი ჭამის პირველი ნიშნებისთანავე მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. გირჩევთ, ამინდის მიხედვით ჩაცმას და ფეხების დათბილვას. მორიელმა მანდილოსნებმა გაითვალსიწინეთ, რომ მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება აზიანებს ფეხებს. მამაკაცებმა დეკემბერში შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი დიეტა და დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

13 დეკემბერის შემდეგ გაგიჩნდებათ თქვენი შემოსავლის გაზრდის სურვილი და ამის შესაძლებლობებიც გამოჩნდება. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, მაშინ გამოთვალეთ კარგი დღეები და, რაც მთავარია, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა იგი. შესაძლოა მალე ინანოთ თქვენი ახალი შენაძენის გამო. ასევე ამ დღეებში სასარგებლოა ძველი ფინანსური დოკუმენტების გადახედვა და დალაგება, ყველა გადასახადის და ქვითრის გადახდა და მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვა.

27 დეკემბერის შემდეგ შეიძლება მიიღოთ სიახლეები, რომლებიც გამოიწვევს დიდ კამათს ან უსიამოვნო რთულ სიტუაციას. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიერ შედგენილ ან ხელმოწერილ დოკუმენტებს. სრულიად დარწმუნებული უნდა იყოთ, თუ რა არის აღწერილი ამ დოკუმენტში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. საჭიროების შემთხვევაში, მიიღეთ იურიდიული რჩევა. ასევე შეიძლება გაუქმდეს ან გადაიდოს ადრე დაგეგმილი მოგზაურობა, ან გადაიხედოს ძველი გეგმა. შესაძლოა, ახალი მოულოდნელი გარემოებები გამოგიჩნდეთ და მოგიწიოთ შეცვალოთ თქვენი პრიორიტეტები და სხვაგვარად იმოქმედოთ.