ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის

წლის ბოლო თვეს დატვირთული იქნებით სამსახურის საქმეებით, საოჯახო ვალდებულებებითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებით. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ეცადეთ, არ გადააცილოთ დადგენილ ვადებს და სამუშაო დროულად ჩააბაროთ. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. თუ სამსახურის ძიებაში ხართ, გამოგიჩნდებათ ის ვაკანსია, სადაც თქვენი შესაძლებლობების, ნიჭის სრულად გამოვლენას შეძლებთ. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ დეტალებს, საქმეების დასრულებას, მომდევნო ორი კვირა კი - საქმიან შეხვედრებს, პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყველაფერზე თქვენ მოგთხოვენ პასუხს. იყავით მზად ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. შეიძლება ახალი პარტნიორი გამოგიჩნდეთ, რომელთან ერთადაც ახალ ბიზნესს დაიწყებთ.

ფული და სიყვარული

რომანტიკული განწყობა საქმეებს უკეთესად მოგაგვარებინებთ. საღამოები და უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ეცადეთ, მთელი თვე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. გახშირდება საინტერესო შეხვედრები. მარტოხელებმა შეიძლება რომანტიკული პარტნიორი საქმიან შეხვედრაზე გაიცნოთ.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში აქტიური და რომანტიკული იქნები. დრო შეიძლება ისე გაგაეპაროთ, რომ ვერც გაიგოთ. ამიტომ, მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. გაფრთხილდით, დეკემბრის მეორე ნახევარი ტრავმული პერიოდია, აგრეთვე მოერიდეთ აალებად ნივთებს.

4 დეკემბრის შემდეგ სამსახურში იყავით მობილიზებული და დაკვირვებული, ოჯახში დაიცავით დიეტა. ეცადეთ დაიცვათ კვებისა და ძილის რეჟიმი. სასურველია, ჩაიტაროთ სრული სამედიცინო კვლევა ან შეეხმიანოთ მკურნალ ექიმს, თუ დიდხანს არ ყოფილხართ კონსულტაციაზე.

19 დეკემბრის შემდეგ მოგინდებათ საკუთარ თავთან დარჩენა, მთელი წლის გაანალიზება. ეცადეთ, დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, ახალ წელს რომ გადაიყოლოთ კუდები, ვალები.