ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

წლის ბოლო თვეს მოგინდებათ შინაურულ გარემოში დასვენება, საოჯახო საქმეების მოგვარება. ზოგიერთი გადაწყვეტს, მოინახულოს მშობლიური ადგილი, დაბრუნდეს ბებია-ბაბუის სახლში. შეიძლება ხანგრძლივი რემონტის შემდეგ სახლში დაბრუნდეთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ, აღადგინოთ ოჯახური ტრადიციები. ახალი წლის შეხვედრაც ოჯახურ გარემოში მოგინდებათ, ნათესავების გარემოცვაში.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში მეტი დროის გატარება შინ მოგიწევთ, სიმშვიდეში. ზოგიერთს კი შინიდან მოგინდებათ მუშაობა. საქმიანი შეხვედრებიც კი შეგიძლიათ ოჯახურ გარემოში დაგეგმოთ. ხშირად შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს, მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები. თვის მეორე ნახევარში მოიმატებს რომანტიკული განწყობა. შეიძლება რომანტიკული პროექტები განახორციელოთ. გამორიცხული არაა, მონაწილობა მიიღოთ სხვადასხვა კონკურსში.

ფული და სიყვარული

მთელი თვე სადღესასწაულო, რომანტიკული განწყობა გექნებათ. შეიძინეთ საჩუქარები ახლობლებისთვის. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული უქმეები. საქმეების პარალელურად არც გართობაზე თქვათ უარი, დაესწარით წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს. წაიყვანეთ შვილები მუზეუმში, კინოში. იმხიარულეთ მათთან ერთად, თავადაც - ბავშვურად.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყიში გახშირდება შეხვედრები, მიმოწერა, ზარები. მოაწესრიგეთ საბუთები, ფინანსური დოკუმენტები. მოერიდეთ კონფლიქტებს ადამიანებთნ, ვისაც ყოველდღე ხვდებთ. 15 დეკემბრიდან მიიღეთ ვიტამინები, შეიძლება მოგინდეთ სპორტის ზამთრის სახეობებში მონაწილეობის მიღება.

4 დეკემბრის შემდეგ საოჯახო ვალდებულებებში, ბავშვების საქმეებში იქნებით ჩაფლული. შეიძლება ნათესავებისგან მიიღოთ ახალი, საინტერესო ამბები. იზრუნეთ ოჯახური დღესასწაულის მოწყობაზე, მოუწყვეთ ნათესავებს, ბავშვებს მხიარული კონკურსი, გასართობი, გაანებივრეთ საჩუქრებით.

19 დეკემბრის შემდეგ უნდა დაასრულოთ დაწყებული პროექტები. მოგეცემათ შანსი, დაწინაურდეთ ან მიიღოთ ფულადი ჯილდო კარგად შესრულებული საქმისთვის. სამსახურში გამოავლინეთ მეტი კომპეტენტურობა.