ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

წლის ბოლო თვეს უნდა გადახედოთ განვლილ დღეებს, დაფიქრდეთ, რა მიიღეთ, როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. შეიძლება ახლა უნდა მიიღოთ კარდინალური გადაწყვეტილება: რა არ მოგწონთ, რას უნდა დაემშვიდობთ და უნდა გადაიყოლოთ მომავალ წელში. ეს ეხება საქმეებსაც, ადამიანებსაც. თქვენში მოიმატებს ემოციურობა და სერიოზულობა. ვერ დაკმაყოფილდებით იმით, რაც ზედაპირზეა, მოგინდებათ ყველაფერში დეტალურად გარკვევა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისი საქმიანი შეხვედრებით გექნებათ დატვირთული. ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას, ყველა წვრილმანში მარტივად გაერკვევით. ზედმიწევნითი სიზუსტით მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. გამორიცხული არაა, ახალი ბიზნესპარტნიორები გაიჩინოთ ან მატერიალური მხარდაჭერა მიიღოთ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. თვის ბოლოსკენ მიიღებთ სარგებელს საქმისგან. შეიძლება უცხოელი პარტნიორები მიიზიდოთ ან უცხოეთში გადაწყვიტოთ სამუშაოდ, გამგზავრება. თამამად ჩაერთეთ სარეკლამო კამპანიაში, პრეზენტაციების წაყვანაზე უარი არ თქვათ. იყავით ლიდერი და ყურადღების ცენტრში.

ფული და სიყვარული

ურთიერთობაში მეტი რომანტიკა და თავგადასავლები გსურთ. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავროთ. მარტოხელები კი შეიძლება მოგზაურობის ან მგზავრობის დროს შეხვდეთ მეწყვილეს. დაწყვილებულებმა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ წვრილმანებზე მასთან კამათს. ფული ან ძვირფასი საჩუქარი შეიძლება მიიღოთ უცხოეთიდან საყვარელი ადამიანისგან.

ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში მომართული იქნებით პარტნიორული - საქმიანი და სასიყვარულო - ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება ახალი ადამიანები, კლიენტები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში. თვის ბოლოსკენ მოიმატებს სექსუალური ენერგია. მოგინდებათ ძირეული ცვლილებები. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას. ფიზიკურ გადაღლას და რაც მთავარია, მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

4 დეკემბრის შემდეგ მოაგვარეთ ფინანსური საკითხები - გადაიხადეთ ვალები, გადასახადები. ახალი პროექტები პარტნიორთან შეთანხმების შემდეგ განახორციელეთ. გახდებით სექსუალურად მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის.

19 დეკემბრის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისგან. ზოგიერთს მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში. გამორიცხული არაა, საყვარელი ადამიანისგან ძვირფასი საჩუქრები მიიღოთ.