ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებებისთვის "რუტინულ საქმეებშიც კი შეიტანთ ხალისს"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებებისთვის "რუტინულ საქმეებშიც კი შეიტანთ ხალისს"

საახალწლოდ უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. შეფერხების გარეშე რომ იმოქმედოთ, თვის დასაწყისიდან გააქტიურდით. ყოველი დღისთვის შეადგინეთ განრიგი, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მოგიწევთ ახლობლებზე ზრუნვა. ბავშვებსა და მეუღლეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. თქვენ პრაქტიკული ნიშანი ხართ და სახლის მოლამაზებასაც პრაქტიკულად უნდა მიუდგეთ. განაახლეთ მწყობრიდან გამოსული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ 29 დეკემბრამდე, ამ დღეს თქვენი მფარველი პლანეტა მერკური რეტროგრადულ სვლაში გადადის და მერე ტექნიკის ყიდვას არ გირჩევთ. ახლობლებისთვის საჩუქრებსაც პრაქტიკულობიდან გამომდინარე შეარჩევთ.

ბიზნესი, სამსახური

გააქტიურდით, თუ გსურთ წარმატების მიღწევა კარიერაში, დაწინაურება. პატარა ნაბიჯებით და დაკვირვებით მიუახლოვდებით სასურველს. მაგრამ ნურც ამბიციური იდეების განხორციელებაზე იტყვით უარს. მთვარია, იყოთ მშვიდი, გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა. იყავით პატიოსანი და არ გაეხვიოთ მაქინაციებში. 6 დეკემბრიდან მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. რუტინულ საქმეებშიც კი შეიტანთ ხალისს. გირჩევთ, გამონახოთ დრო დასვენებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას, მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით. ზოგიერთის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვისთან ერთადაც მოგინდებათ ახალი იდეების განხორციელება, ახალი საქმეების დაწყება. საუკეთესო თვე გელოდებათ ბიზნესმენ ნიშნებს. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებას.

სიყვარული

რომატიკული პერიოდი გეწყებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად თბილი და ტკბილი საღამოები უნდა მოიწყოთ. ბავშვებთან ერთად უყუროთ საოჯახო კომედიებს. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ მეგობრების ან ნათესავების დახმარებით. მთავარია, არ ააჩქაროთ მოვლენები. შეყვარებულებმა დეკემბერში გააცანით თქვენი შეყვარებული ოჯახის წევრებს. უმეტესობას მოგინდებათ დაოჯახება, ბუდის კეთილმოწყობა. მეტად უნდა იზრუნოთ ნათესავებზე, მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე. 10 დეკემბრიდან რომანტიკულობისა და პაემნების დრო გეწყებათ. დიდი ხნის დაწყვილებული ქალწულების ცხოვრებაშიც კი მოსალოდნელია სასიყვარულო აღიარებები და რომანტიკული თავგადასავლები. გამონახეთ დრო ერთმანეთისთვის. გაიხსენეთ როგორები იყავით შეყვარეულობისას. საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ საჩუქრები და სიურპრიზები.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

რაც უფრო მეტად იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, მით უკეთ იქნებით. შეიმუშავეთ სწორი კვების რეჟიმი. აკონტროლეთ წნევა, თუ გაწუხებთ. მეტად მოეფერეთ გულს. კარგი იქნება, თუ გაიკეთებთ კარდიოგრამას. მიაქციეთ ყურადღება ძვლოვან სისტემას, სახსრებს. დაიწყეთ ვარჯიში, მაგრამ ფანატიზმს მოერიდეთ. და რაც ყველზე მთავარია, ნაკლები ინერვიულეთ.

8 დეკემბრის შემდეგ მიხვდებით, რომ საუკეთესოდ უძღვებით საქმეებს, თავად იქნებით კმაყოფილი საკუთარი ქმედებით, რაც ასე იშვიათად ხდება. მიიღებთ შექებას, ფულად ჯილდოს. მოგეცემათ დაწინაურების შესაძლებლობა. მიიღეთ მონაწილეობა კონკურებში, რაც წარმატებას მოგიტანთ.

23 დეკემბრის შემდეგ მოიმატებს პოზიტიური განწყობა, შეხვედრები და გართობა. მოგინდებათ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. მთავარია, მოერიდოთ აზარტულ თამაშებს, განსაკუთრებით ფულზე.