ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "პანიკაში ნუ ჩავარდებით და საქმეების სიუხვე ნუ შეგაშინებთ"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კირჩხიბებისთვის "პანიკაში ნუ ჩავარდებით და საქმეების სიუხვე ნუ შეგაშინებთ"

ერთფეროვანი საქმების შესრულების დროსაც კი გმართებთ დეტალებზე დაკვირვება. რათა არ დაუშვათ შეცდომები. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძბავას კოლეგებთან. უნდა იზრუნოთ ნათესავებზეც. დაეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას. ეს მხოლოდ ხანდაზმულებს არ ეხება, ახალგაზრდებსაც. განსაკუთრებით მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, მიმართეთ მკურნალ ექიმს. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, იკვებეთ სწორად. კარგი იქნება, თუ სადღესასწაულოდ ზედმეტ კილოგრამებსაც მოიცილებთ. დეკემბერი ის თვეა, როცა გარშემო მყოფებისთვის არ მოგინდებათ გულის გადაშლა, საკუთარ თავზე ლაპარაკი. მოგინდებათ მეტად განმარტოება, სასიამოვნო საქმეების დამოუკიდებლად ან ყველასგან მალულად შესრულება. არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას.

ბიზნესი, სამსახური

სამსახურის საქმეები და რუტინული ვალდებულებები ბევრ დროს წაგართმევთ. დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, ნუ მოიტოვებთ კუდებს. პანიკაში ნუ ჩავარდებით და საქმეების სიუხვე ნუ შეგაშინებთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს იდეალურად გაართმევთ თავს. თვის დასაწყისში დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები და პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ერთად უკეთ გაართმევთ ვალდებულებებს თავს. დასვით ის კითხვები, რაც გაწუხებთ და რაზეც აქამდე ვერ მიიღეთ პასუხი.

სიყვარული

თვის დასაწყისი რუტინული საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. იზრუნეთ ბინის, ოფისის მოლამაზებაზე. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, გაიჩენთ ახალ ბიზნესპარტნიორებს. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე თვის პირველ დეკადაში მოაგვაროთ, რათა გამოითავისუფლოთ თვის ბოლო მეგობრებთან შეხვედრისა და გართობისთვის. კარგი თვე გელოდებათ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ხელოვნებასთან. თუ ახალი წლის აღნიშვნას ოჯახში, ნათესავებთან ერთად აპირებთ, წინასწარ უნდა მოემზადოთ. სიყვარულის პლანეტა ვენერა პირადი ცხოვრების მოსაწყობად განგაწყობთ 10 დეკემბრიდან. ამ პერიოდიდან გახშირდება შეხვედრები, მეგობრული წვეულებები, საინტერესო ნაცნობობა. ნუ მოგერიდებათ სიმპათიის გამოხატვა იმ ადამიანისთვის, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ. მარტოხელებს დეკემბრის ბოლო დღეები პაემნებით დაგამახსოვრებთ თავს. ზოგადად, დეკემბრის ბოლო სასიყვარულო ურთიერთობისთვის გასაუმჯობესებლად საუკეთესო დროა. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ. უკვე დაქორწინებულებს კი რომანტიკული თავგადასავალი გელოდებათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

საქმიანი შეხვედრებისა და საოჯახო ვალდებულებები პარალელურად ნუ დაივიწყებთ დასვენებას. გადაღლილობა კარგ შედეგს არ მოგიტანთ, შეიძლება გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადება. იკვებეთ სწორად, გაამდიდრეთ რაციონი ნატურალური ვიტამინებით. დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიში. მოერიდეთ მავნე საკვების მიღებას, განსაკუთრებით, თუ კუჭი გაწუხებთ. მოიმატებს უსაფუძვლო შიში, პანიკიორობა. იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე, ყველას მაგივრად თქვენ ნუ ინერვიულებთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. ჩაიცვით თბილად და მზიან ამინდში ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

8 დეკემბრის შემდეგ განმარტოება და სიმშვიდე მოგინდებათ. უნდა აკონტროლოთ ემოციები. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც გაგიუმჯობესდებთ ფსიქოლოგიური მდგომარეობას და დაგიცავთ დეპრესიისგან. იოლად გამოიცნობთ ახლობლების საიდუმლოებებს და გაოცებული დარჩებით.

23 დეკემბრის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. უმეტესობა გააფორმებთ სარფიან საქმიან კონტრაქტებს.