ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "დაკვირვებით აწარმოეთ ფინანსური საკითხები"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "დაკვირვებით აწარმოეთ ფინანსური საკითხები"

გონივრულად მოიქეცით და წინასწარ გათვალეთ თითოეული ნაბიჯი. არ გარისკოთ, თუ აუცილებლობა არ იქნება. სიმშვიდე დაგეხმარებათ რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევაში. გამორიცხული არაა, დეკემბერში რთული დღეებიც გქონდეთ, როცა იქნება პრობლემები, პრეტენზიები ხალხთან და კრიზისული მომენტები. დაკვირვებით აწარმოეთ ფინანსური საკითხები, რათა დაიცვათ საკუთარი თავი უსიამოვნებებისგან. ზოგიერთ კუროს დეკემბერში მოუნდება მარტო ყოფნა, გონებრივად დასვენება. შეყვარებულები კი გადაწყვეტენ, ეს თვე ერთად და რომანტიკულად გაატარონ.

ბიზნესი, სამსახური

კოლექტივში თქვენი ავტორიტეტი აუცილებლად გაიზრდება. და ეს არ დარჩება შეუმჩნეველი ხელმძღვანელობისთვის. წლის ბოლოს გადაწყვეტთ თქვენი ბიზნესგარემოს დალაგებას, ზოგიერთ ვალდებულებას თავს დაანებებთ. შეიძლება ზოგიერთ კოლეგასაც გაუქნიოთ ხელი. უმჯობესია, მეტად დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც შთააგონებენ ახალი იდეების განხორციელებაში და დაგეხმარებიან აქტიურ მუშაობას. წარმატებული იქნება ისეთი საქმეები, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსების მოპოვებას და დიდ პროექტებში ინვესტირებას. მით უმეტეს, თუ თქვენი ძირითადი სამუშაო არის ბუღალტერია, მოლარე, სადაზღვევო კომპანიის აგენტი. თუ სწორად წარმართავთ სხვა ადამიანების კუთვნილ თანხებს, თავადაც შეძლებთ გამდიდრებას. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტთ ახალი პროგრამის ათვისებას, ახალი სპეციალობის, ან კვალიფიკაციის ამაღლებას. წარმატებული იქნება უცხო ენის შესწავლაზ. ზოგიერთს გაგიჩნდებათ კოლეგებისა და პარტნიორებისთვის ინფორმაციისა ან გამოცდილების გაზიარების სურვილი. ზოგიერთს გაგიჩნდებათ სურვილი, წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან.

სიყვარული

მოგიწევთ სამემკვიდრეო საკითხებთან დამოუკიდებლად გამკლავება და რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა. შუა დეკემბრიდან თავდაჯერებულობითა და ენთუზიაზმით აივსებით. მოიმატებს რისკი პარტნიორთან ურთიერთობაში. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ რაიმე დაუფიქრებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და პაემნები გელოდებათ, მაგრამ დაუყოვნებლივ დაქორწინებაზე ნუ იფიქრებთ. გამორიცხული არაა, დაქორწინებულმა ნიშნებმა ახალი სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ და მეუღლეს უღალატოთ. ეცადეთ, გაახალისოთ ოჯახური და რომანტიკული ურთიერთობა. ზოგიერთს შეიძლება პირადი უსიამოვნებების მოსაგვარებლად ფსიქოლოგის რჩევა დაგჭირდეთ. თვის ბოლოს მარტოხელა კუროებს რომანტიკული ნაცნობა გელოდებათ მოგზაურობის ან სწავლის დროს. საახალწლო დღესასწაულის მოწყობაში მთელი ოჯახი ჩართეთ. იყავით იდეების გენერატორი. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ სასიყვარულო საღამოები, ბავშვებს - თავგადასავლებით აღსავსე არდადეგები. კარგი იქნება, თუ ახალდაქორწინებულები საზღვარგარეთ წახვალთ, ახალი წლის შესახვედრად.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

არ გაცივდეთ, არ გირჩევთ თვითმკურნალობას. თუ რამე გტკივათ, მაშინვე დანიშნეთ შეხვედრა თერაპევტთან ან კონკრეტულ სპეციალისტთან. მოუფრთხილდით თირკმელებსა და საშარდე სისტემას. აქტიურობის პლანეტა მარსი შრომასა და ფუსფუსს მოგიმატებთ. მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. ტვინის გადაღლა შეიძლება ქრონიკულ თავის ტკივილში გადაიზარდოს. გამოიკვლიეთ გული, ფარისებრი ჯირკვლი. არ გირჩევთ ფიზიკური ვარჯიშის დროს გადაღლას.

8 დეკემბრის შემდეგ ჯობია, პირად საქმეებსა და სურვილებზე გაამახვილოთ ყურადღება. კარგი პერიოდია ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. მთავარია, შენაძენი იყოს არა მარტო სასიხარულო, არამედ, სასარგებლოც.

23 დეკემბრის შემდეგ ჩართეთ თქვენი ფანტაზია დაეყრდენით თქვენს მდიდარ გამოცდილებასა და ცოდნას და თავით გადაეშვით ახალი, დიდი პროექტების განხორციელებაში. გამონახეთ დრო ჰობისა და გართობისთვის.