ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

თვის ძირითად დროს ოპტიმისტურ და სადღესასწაულო განწყობაზე იქნებით. მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების ალბათობა. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ბავშვივით უდარდელი გახდეთ და ხშირად იმხიარულოთ. ზოგიერთი საკუთარი შემოქმედებითი ნიჭით მიიქცევთ გარშემო მყოფების ყურადღებას. თუმცა, ავანტიურასა და სპეკულაციას არ გირჩევთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გახშირდება მიმოწერები, ზარები და გამორიცხული არაა, რომანტიკულიც იყოს ან რომანტიკული ურთიერთობა გააბათ საქმიან პარტნიორთან. ან კოლეგებს მოუწყოთ მხიარული სიურპრიზები. 15 დეკემბრიდან მეტი დრო უნდა დაუთმოთ ვალდებულებების შესრულებას, მათ სრულყოფილებსა და დასრულებას. მეტად გამოავლინეთ ინტერესი სამსახურის საქმეებისადმი, დაეხმარეთ კოლეგებსაც. უნდა იყოთ დაკვირვებული იმ პროცესების მიმართაც, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით. მაქსიმალურად მოერიდეთ შეცდომების დაშვებას და ეცადეთ, არსებულების გამოსწორებას. ზოგიერთს მოგიწევთ ინსტრუმენტებთან მუშაობა, ხელსაქმე.

ფული და სიყვარული

საყვარელ ადამიანს სიყვარული მზრუნველობით, საქმით უნდა დაუმტკიცოთ. ოჯახის წევრებისთვის შეიძინეთ სასარგებლო და გამოსადეგი საჩუქრები. მარტოხელები იმდენად იქნებით დატვირთული რუტინით, საოჯახო ვალდებულებებითა და სამსახურის საქმეებით, რომ რომანტიკისთვის ვერ მოიცლით.

ჯანმრთელობა

საოჯახო საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. აქტიურად იქნებით ჩართული სახლში, ეს რემონტსაც ეხება. 15 დეკემბრიდან კი მის მოლამაზებაზე, ახალი ავეჯის, საოჯახო ნივთების, პროდუქტების შეძენაზე. თვის ბოლოსკენ საკუთარ თავს ამოსუნთქვის, ქალაქგარეთ (თუნდაც რამდენიმე დღით) გასვლის უფლება მიეცით. კარგ შედეგს მოგიტანთ სპორტული აქტივობები.

4 დეკემბრის შემდეგ საკუთარ თავს გართობის, დასვენების უფლება მიეცით. გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამოები მოუწყოთ. აგრეთვე, კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

19 დეკემბრის შემდეგ გადახედეთ სოციალურ აქტიურობას, სამეგობრო წრეს. შეიძლება შეურიგდეთ თქვენზე განაწყენებულ მეგობრებს. კარგი იქნება, თუ მოაწყობთ მეგობრულ შეხვედრებს.