ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "დაუსრულებელი დღესასწაულები შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "დაუსრულებელი დღესასწაულები შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე"

დეკემბერში თავს შემოქმედ ადამიანად იგრძნობთ. მოგინდებათ ხელოვნებასთნ მეტი კონტაქტი, ხატვა, წერა, მუსიკის შექმნა. ჩვეულებრივ ნივთებსაც კი განსხვავებულად შეხედავთ და აღიქვამთ. თქვენი იდეებითა და ორიგინალური შეხედულებებით მოხვდებით კოლეგებისა და ახლობლების ყურადღების ცენტრში. გირჩევთ გადადოთ ან სხვებს გადააბაროთ საოჯახო ვალდებულებები სამსახურის საქმეები და თავად ხელოვნებაში მოსინჯოთ ძალები. გახშირდება მხიარულ საღამოებზე, წვეულებებზე დასწრების სურვილი; კონცერტებსა და სპექტაკლებზე სიარული. რაც კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ განწყობას. მაგრამ ალკოჰოლის მიღება, უძილობა და დაუსრულებელი დღესასწაულები შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. უმჯობესია, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ზომიერება დაიცვათ. მოიმატებს ოპტიმიზმი და საკუთარი ნიჭის დემონსტრირების სურვილი. თვის ბოლოს გახშირდება მეგობრული შეკრებები და გირჩევთ, მინიმუმამდე შეამციროთ ურთიერთობების გარკვევა, კამათი და დაპირისპირება გარშემო მყოფებთან.

ბიზნესი, სამსახური

მთელი თვე გართობის და მხიარულების განწყობაზე იქნებით, მოგეცემათ შესაძლებლობა, მეტი დრო გაატაროთ ბავშვებთან და მათთან ერთად დაბრუნდეთ ბავშვობაში. სამსახურის საქმეებსა და სერიოზულ ვალდებულებებზე კონცენტრირება კი გაგიჭირდებათ. გირჩევთ, მუშაობა და გართობა შეუთავსოთ ერთმანეთს. შემოქმედებითად მიუდექით ვალდებულებებზე, დეკემბერში იდეების განხორციელების შესაძლებლობა გეძლევათ და მეტად უნდა გააქტიურდეთ. საუკეთესო პერიოდი გელოდებათ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. 6 დეკემბრიდან მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ საქმიანი შეხვედრების დროს, ციფრებთან მუშაობისას, სახელმწიფო უწყებთან კომუნიკაციისას. თუ მოინდომებთ, უამრავ ვალდებულებასაც კი იოლად გაუმკლავდებით, თუ ისწავლით დროის სწორად გადანაწილებას. აუცილებლად ჩართეთ საქმეებში კოლეგები, გადაუნაწილეთ ვალდებულებები. გირჩევთ, საქმეები ის მოაგვაროთ, რომ სადღესასწაულო დღეებში სამსახურში წასასვლელი არ გახდეთ.

სიყვარული

სასიყვარულო კავშირები მეტად გააქტიურდება. მიიღებთ დაწყვილების, დაოჯახების ან თანაცხოვრების შემოთავაზებას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. ზოგიერთი შეიძლება დაუვიწყარ თავგადასავალში გადაიზარდოს და ზოგი - სერიოზულ რომანში. 10 დეკემბრიდან მეტად ჩაერთვებით ვალდებულებებსა და საქმეებში. შეიძლება თქვენს საყვარელ ადამიანს დასჭირდეს თქვენი დახმარება ან მზრუნველობა. გამორიცხული არაა, კოლეგასთან ან საქმიან პარტნიორთან გააბათ ფლირტი ან რომანი. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ სადღესასწაულო სამზადისი. იყავით მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლებისა და შვილების მიმართ, გაანებივრეთ ისინი საჩუქრებითა და სიურპრიზებით.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიული ხართ და მხნე, იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე არ გელოდებათ, თუ თავად არ შეუქმნით საკუთარ თავს პრობლემებს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, კუჭის გადატვირთვას. ჩაიცვით ამინდის შესაფერისად.

8 დეკემბრის შემდეგ დაასრულებთ მსხვილ პროექტზე მუშაობას, განახორციელებთ გეგმას. ამ პერიოდში შეიძლება აგისრულდეთ ჩანაფიქრი. იყავით მოსიყვარულე ახლობლების, მეგობრების მიმართ.

23 დეკემბრის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. თუ გსურდათ, გახდებით შიანური ცხოველის მფლობელი, ან თუ გყავთ, მეტად უნდა იზრუნოთ მასზე. კარგი იქნება, თუ დაემშვიდობებით მავნე ჩვევებს: მოწევას, დალევას, მავნე პროდუქტების ჭამას. დაიწყებთ ვარჯიშს, ცურვას.