წლის ბოლო თვეს ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გადახედეთ განვლილ თვეებს, შეაჯამეთ მოგება და წაგება. გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები. მოიმარაგეთ პროდუქტები, იზრუნეთ, რომ ოჯახში საკმარისად გქონდეთ პირველადი მოხმარების ნივთები. წლის ბოლოს ზოგიერთმა შეიძლება უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტოთ ან - ძვირად ღირებული ნივთების.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
14 დეკემბრიდან მეტი დრო დაუთმეთ საქმეების დასრულებას. სახლში ნივთების გადახარისხებას. მოიცილეთ ყველაფერი გამოუსადეგარი, რათა საახალწლოდ ახლები შეიძინოთ. კარგად შესრულებული საქმისთვის მიიღებთ მატერიალურ ჯილდოს; ზოგი კი გააფორმებთ ფინანსურ ხელშეკრულებას. მეტად დააფასეთ თქვენი თავი, ცოდნა და პროფესიონალიზმი.
ფული და სიყვარული
მთელი თვე განებივრებული იქნებით რომანტიკული მიმოწერებით, პაემნებით, სასიყვარულო სიურპრიზებით. საყვარელი ადამიანი ლამაზი, ძვირად ღირებული საჩუქრებით გაანებივრეთ. უქმეებზე მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და-ძმებთან, ნათესავებთან. გახშირდება მათთან მიმოსვლა, ზარები. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას.
ჯანმრთელობა
ენერგიული და აქტიური ხართ, არ გაგიჭირდებათ დასახული მიზნებისთვის ბრძოლა. მთავარია, არ დაიზარალოთ საკუთარი თავი ზედმეტი ფიზიკური გადაღლით, ცეცხლით ან მჭრელი საგნით. ეცადეთ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. დეკემბერში გამონახეთ დრო დასვენებისთვის და ნაკლები ინერვიულეთ.
4 დეკემბრის შემდეგ მოიმატებს მეტის გამომუშავების, ფულის დაგროვების, დაბანდების სურვილი. ამასთან, მოიმატებს საყიდლების რაოდენობაც. იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ მეტად დაფასებული გახდეთ.
19 დეკემბრის შემდეგ შეიძლება გაიგოთ საიდუმლო, რასაც გიმალავდნენ. შეიძლება თავად მოგინდეთ ჩახლართული თემების ამოხსნა. მაქსიმალურად ეცადეთ, ახალ 2022 წელში ვალები არ გადაიყოლოთ.