ახალი იდეებით იქნებით აღსავსე, მათი განხორციელება მოგინდებათ. გაუზიარეთ ისინი მეგობრებს, თანამოაზრეებს. მომართული იქნებით მეგობრული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. შეიძლება ახალი ჯგუფიც კი შექმნათ. ან გაწევრიანდეთ თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციაში.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში უნდა დანიშნოთ საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, შეაჯამოთ მთელი წლის მოვლენები. თუ მარტოს გაგიჭირდებათ სირთულეებთან გამკლავება, დახმარება მეგობრებს ჰკითხეთ. ნუ დატოვებთ საქმეებში უზუსტობებს. თვის ბოლოს მოგინდებათ განმარტოება, სიმშვიდეში დასვენება. შეიძლება ოჯახის წევრებისგან შორს, განმარტოებით მოგინდეთ ახალი წლის შეხვედრა. ამასთან, მოერიდეთ პირადი საიდუმლოებების გამხელას.
ფული და სიყვარული
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით: შეიძლება ფარული რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. ან შეიძლება გაიგოთ, რომ საყვარელი ადამიანი რაღაცას გატყუებდათ, გიმალავთ. გამოავლინოთ მისი საიდუმლო. ზოგიერთს შეიძლება დაგიბრუნდეთ ყოფილი. მარტოხელები ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გაებათ მანიპულატორის მახეში. ამასთან, დეკემბერი არის თვე, როცა მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება.
ჯანმრთელობა
თვის დასაწყისში კარიერულ მიღწევებზე უნდა იყოთ ორიენტირებული. შეიძლება მიიღოთ მატერიალური ჯილდო ან დაწინაურდეთ. თვის მეორე ნახევარი მეგობრებთან შეხვედრებს დაუთმეთ. შეიძლება მათთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ ახალი წლის შესახვედრად ან სპორტის გუნდურ სახეობებში ჩაერთოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით. მთავარია, არ იზარმაცოთ.
4 დეკემბრის შემდეგ გაგიადვილდებათ პროექტების დასრულება, თუ თანამოაზრეებთან ერთად გაერთიანდებით. შეიძლება ახალი მეგობრები, პარტნიორები გაიჩინოთ, ახალი ორგანიზაციის წევრი გახდეთ.
19 დეკემბრის შემდეგ მოიმატებს რომანტიკული განწყობა. მოგინდებათ მხიარულება და სასიყვარულო თავგადასავლები ან სულაც - ორიგინალური პროექტის განხორციელება. იზრუნეთ დღესასწაულის მოწყობაზე, შეიძინეთ ან უმჯობესია, თავად დაამზადეთ საახალწლო საჩუქრები ახლობლებისთვის. იმხიარულეთ ბავშვებთან ერთად.