წლის ბოლოს სიჩქარეს უნდა მოუმატოთ, რომ განახორციელოთ ყველა ჩანაფიქრი, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ახლა ის დროა, როცა დაღლილ კონკურენტებს თქვენი კრეატიულობით უნდა აჯობოთ. მოგეცემათ წინსვლის, დაწინაურების, პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ნუ დაივიწყებთ საოჯახო ვალდებულებებს და ნათესავებს. მათ თქვენი მზრუნველობა სჭირდებათ. აქტიური, მოძრავი და ენერგიული ხართ. მომართული ხართ საბრძოლველად. გახშირდება კომუნიკაცია და ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ, ჩაინიშნეთ უმნიშვნელო დეტალიც კი, რომ დიდ უსიამოვნებაში არ გადაგეზარდოთ. დაასრულეთ ყველა დაწყებული პროექტი, მოაწესრიგეთ ურთიერთობა თქვენზე განაწყენებულ ახლობლებთან. იყავით ყურადღებით მიღებული ინფორმაციისადმი.
ბიზნესი, სამსახური
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ გავლენიანი პირების ჩარევის გარეშე არა. და წლის ბოლოს სასურველი ნივთების შეძენას შეძლებთ, ძვირფასეულობას, ანტიკვარიატს, საოჯახო ნივთებს. ზოგადად, დეკემბერი თქვენთვის ყოველთვის ფულის ხარჯვასთანაა დაკავშირებული, მაგრამ კარგი იქნება, თუ გარკვეულ თანხას საქმეშიც დააბანდებთ. სხვათა შორის, ფული შეიძლება ნათესავებისგანაც მიიღოთ. გახშირდება მივლინება, კომუნიკაცია, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. საინტერესო იდეების განხორციელებაზე მოგიწევთ მუშაობა. მოგეცემათ ახლის შესწავლის შესაძლებლობაც. ეცადეთ, დეტალურად დაგეგმოთ თითოეული დღე, რათა არაფერი გამოგრჩეთ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, გელოდებათ დაუვიწყარი შეხვედრები. ბიზნესმენ მორიელებს გელოდებათ საქმიანობის გაფართოება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუ სარფიან თანამშრომლობას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ.
სიყვარული
თვის დასაწყისში მეტად უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. იზრუნეთ ოჯახური ტრადიციების აღდგენაზე. შეყვარებულებმა შეიძლება ოფიციალურად დაქორწინება გადაწყვიტოთ. დაწყვილებულებამ რომანტიკული სიურპრიზებით გაანებივრეთ თქვენი პარტნიორი. არ გირჩევთ მეუღლესთან კამათს. ფულის ხარჯვა მოსალოდნელია საოჯახო საჭიროებებზე. 16 დეკემბრიდან მოიმატებს რომანტიკული თავგადასაველები, ფლირტი. ზოგიერთები ერთდღიან რომანებზეც არ იტყვით უარს. მარტოხელები საინტერესო ადამიანს შეიძლება შეხვდეთ მეგობრულ შეკრებაზე, კულტურულ წვეულებაზე. მანდილოსან მორიელებს, თუ სურვილი გაქვთ, დაფეხმძიმების კარგი შანსი გეძლევათ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
დაიცავით თავი ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან. უმჯობესია, ჩაიტაროთ პროფილაქტიკური მკურნალობა. იყავით ჯანმრთელი, რადგან საინტერესო მოვლენები გელოდებათ და არაფერის გამოაკლდეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. თქვენი მფარველი პლანეტა მარსი თქვენთვის ცუდ პოზიციაშია, გაფრთხილდით ვარჯიშის, ფიზიკური აქტიურობის დროს. არ გირჩევთ ძვლოვანი სისტემის გადაღლას. დეკემბერში ყველანაირი რისკი და ექსტრიმი გეკრძალებათ.
8 დეკემბრის შემდეგ მიიღებთ ფულს ფარული წყაროდან. შეიძლება მემკვიდრეობის მფლობელი გახდეთ. შეიძენთ იმას რაზეც ოცნებობდით. მოგეცემათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. მიმზიდველი გახდებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგებლებისთვის და მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.
23 დეკემბრის შემდეგ საკუთარ თავზე მეტად ნათესავებზე უნდა იზრუნოთ. მთავარი თემა გახდება: საყოფაცხოვრებო საკითხები და ფინანსები. შეგეცვლებათ დღის განრიგი.