ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "მოერიდეთ სარისკო ქმედებებს და აზარტულ თამაშებს"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "მოერიდეთ სარისკო ქმედებებს და აზარტულ თამაშებს"

დეკემბრში განავითარებთ ურთიერთობას ახლო მეგობრებთან, ასევე გააძლიერებთ კონტაქტებს როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. ნებისმიერ კომპანიაში ყურადღების ცენტრში იქნებით, მოიმატებს დაინტერესება თქვენი პერსონისადმი. აგრეთვე მოიმატებს ოპტიმიზმი და უკეთესი მომავლის იმედი ჩაგესახებათ. დეკემბრის ბოლო დეკადაში შეიძლება გამოვლინდეს ფაქტი, რომელსაც წარსულში თავს არიდებდით, არ გინდოდათ მისი აფიშირება. გირჩევთ, სიმშვიდე და გამძლეობა გამოავლინოთ. მარსის გავლენით მოიმატებს აქტიურობა დ აზარტი. გირჩევთ, მოერიდოთ სარისკო ქმედებებს და აზარტულ თამაშებს. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, დაგეგმეთ მათთან ერთად მოგზაურობა.

ბიზნესი, სამსახური

მოგინდებათ თქვენი აზრის ღიად დაფიქსირება და ადვილი არ იქნება თქვენი გაჩუმება ან თუნდაც თანამოსაუბრის აზრის მოსმენა. დეკემბერი კარგი თვეა მნიშვნელოვანი შეხვედრების დასაგეგმად ან იმ საქმეების გასაკეთებლად, რომლების გაკეთებაც ადრე გსურთ. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. 6 დეკემბრიდან მოგეძალებათ ინტუიცია და ემოციური განწყობა და შესაძლოა ლოგიკური მსჯელობის უნარი ოდნავ შემცირდეს. გააანალიზეთ საკუთარი სისუსტეები და გაიაზრეთ დაშვებული შეცდომები; საქმეებში, ურთიერთობებში. სწორად გამოტანილი დასკვნები ხელს შეუწყობს მათ გამოსწორებას და მომავალში ამ შეცდომების აღარ გამეორებას. ზოგიერთი ჩაერთვებით საქველმოქმედო აქციებში.

სიყვარული

მარტოხელებს შანსი გეძლევათ, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც იქნება არა მხოლოდ სასიყვარულო პარტნიორი, არამედ კარგი კომპანიონი ბიზნესში და ნამდვილი მეგობარი. 10 დეკემბერიდან უფრო მეტ დროს გაატარებთ საყვარელ ადამიანთან, ვიდრე კომპანიაში. არ მოგინდებათ თქვენი საიდუმლოების ან სასიყვარულო გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება. გამორიცხული არაა, სევდამ და განმარტოების და ცოტა მოწყენის სურვილმაც კი შეგაწუხოთ. დეკემბრის ბოლოს დაწყებულ ახალ ურთიერთობებს, დიდი ალბათობით, სერიოზული გაგრძელება არ ექნება. დაწყვილებულებს შორის გაიზრდება ვნება და მიზიდულობა. ასევე პარტნიორებს შორის ნერვიულობა და დაძაბულობა. მეტი სიფრთხილე გმართებთ სიტყვებსა თუ ქმედებებზე. უსიამოვნება შეიძლება ატყდეს ნებისმიერი წვრილმანის გამო. დეკემბერში თქვენი ყველა წამოწყება და იდეა უნდა იყოს დეტალურად გააზრებული და დაგეგმილი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მატებას, გაზრდილია თქვენი აქტივობა. მაგრამ დაძაბულობამ და დატვირთვამ შეიძლება თავი შეგახსენოთ თვის ბოლო დღეებში. გირჩევთ, არ დაივიწყოთ ქრონიკული დაავადებები და რომც არ შეგაწუხონ, ყურადღებით დააკვირდით ორგანიზმის ყველა სიგნალს. გაიარეთ გამოკვლევა ან ჩააბარეთ ანალიზები. შეეცადოთ თავი დააღწიოთ მავნე ჩვევებს, დაიცავთ დიეტა, მსუბუქად ივარჯიშეთ. შეამცირეთ ცხიმიანი და ტკბილი საკვები. უარი თქვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე. თუ ფრთხილად არ იქნებით ახალი სასიყვარულო პარტნიორების არჩევისას, ზოგიერთი ინფექცია და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ნუ გაგაკვირვებთ.

8 დეკემბრის შემდეგ დაასრულებთ მთავარ პროექტს ან მნიშვნელოვანი საქმეს, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ. სასიყვარულო ურთიერთობაც შეიძლება დასრულდეს ან პირიქით გადაიზარდოს სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობაში.

23 დეკემბრის შემდეგ გაიგებთ საიდუმლოს და ეს ინფორმაცია შესაძლოა არც ისე სასიამოვნო იყოს თქვენთვის. მოგინდებათ საქველმოქმედო აქციაში გაწევრიანება და მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულება. დაუგდეთ ყური თქვენს შინაგან სამყაროს, შეგიძლიათ დასახოთ ახალი ცხოვრებისეული პრიორიტეტები და უარი თქვათ არასაჭირო საზრუნავებსა და სურვილებზე.