ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ რომანტიკული პაემნებით"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ რომანტიკული პაემნებით"

დეკემბერი თქვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობების თვეა. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარებება. გელოდებათ დაფასება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოგეცემათ საშუალება, რომ ახლობლები ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროთ; დღესასწაულს ამაღლებულ განწყობაზე შეხვდეთ. დაგეგმეთ წვეულებები და მეგობრებთან შეხვედრები. დეკემბერში მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების, მეგობრების და კოლეგების მიმართ. თუ ვინმესთან გაბუტული იყავით, ახლა უნდა შეურიგდეთ. ურთიერთობა უნდა გაუმჯობესოთ პარტნიორებთანაც. მოგეცემათ შესაძლებლობა ჩაერთოთ ახალ პროექტებში, განახორციელოთ ახალი იდეები. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით ახალ სასწავლო კურსებზე.

ბიზნესი, სამსახური

მოინდომეთ, რომ წლის ბოლო თვეში დაასრულოთ საქმეები, პატიოსნად შეასრულოთ ვალდებულებები. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, უმჯობესია, სპეციალისტისგან მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რჩევა, რაც ხელს შეგიწყობთ საქმიანობის გაუმჯობესებაში. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გადაწყვიტოთ. სხვათა შორის, სახლის საქმეებიც თქვენი მოსაგვარებელი გახდება. წარმატებული წელი გელოდებათ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული უძრავ ქონებასთან, ანტიკვარიატთან.

სიყვარული

მოიმატებს თქვენი შარმი და უცნობებსაც კი მოხიბლავთ თქვენი დახვეწილი მანერებით, საუბრით. ზოგიერთი თვის დასაწყისი გაცნობილ ადამიანთან გააბამთ რომანს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება არსებულ პარტნიორთან. გაანებივრეთ სასიყვარულო შეტყობინებებით, მოუწყვეთ რომანტიკული პაემნები. შუა თვიდან მოიმატებს სტაბილურობის სურვილი. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით, საღამოები ერთად და რომანტიკულად, ჰარმონიულად გაატარეთ. გახშირდება შინ მეგობრების მიპატიჟება და მათთან ერთად წვეულებებზე სიარულიც. მეუღლესთან ერთად შეთანხმებულად შეასრულეთ ოჯახური ვალდებულებები. აუცილებლად იზრუნეთ ასაკით უფროს ადამიანებზე. კარგი იქნება თუ ასაკით უფროს და უმცროს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან დააახლოებთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

სტაბილური ჯანმრთელობა გაქვთ, უფრო მეტიც, ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ. ახალ წლამდე ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, რათა დაიცვათ თავი მომდევნო გართულებებისგან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. მოსაფრთხილებელია ძვლოვანი სისტემა. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ, ფიზიკურად. შეამცირეთ მარილიანი საკვები. ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, ახლა გაცივება არასასურველია.

8 დეკემბრის შემდეგ დაფიქრდით, რას მიაღწიეთ წელს და რას გსურთ, რომ მიაღწიოთ მომავალ თვეში, უკვე ახალ წელიწადში. დაისახეთ უფრო ამბიციური მიზნები. გადახედეთ ურთიერთობებსაც, ცხოვრებისეულ დეტალებსაც, რაც უნდა გამოასწოროთ ან მოიცილოთ.

23 დეკემბრის შემდეგ მეტად უნდა იზრუნოთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებაზე. ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ოჯახის წვრებთან. მოგინდებათ ბინის მეტად კეთილმოწყობა, ნათესავების პრობლემების მოგვარება. თუ აპირებდით საცხოვრებელი მისამართის შეცვლას, ეს ახალმთვარეობა საუკეთესო დროა.