ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

კარიერაზე, მიზნების განხორციელებაზე იქნებით ორიენტირებული. მოგინდებათ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, გარშემო მყოფების პატივისცემის მოპოვება. გამორიცხული არაა დაწინაურება, ახალი, ხანგრძლივი პროექტის დაწყება. წლის ბოლოს შეიძლება მიიღოთ ფულადი პრემია ან ჯილდო კარგად შესრულებული საქმისთვის.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტებითვის დასაწყისში მომართული იქნებით არსებული საქმეების, თქვენი მდგომარეობის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 15 დეკემბრის შემდეგ დაგებადებათ ახალი იდეები. შეიძლება მოგინდეთ მეგობრებთან ერთად ახალი საქმეების დაწყება ან ახალი თანამოაზრეები გაიჩინოთ.

ფული და სიყვარული

ახალ მეგობრებს გაიჩენთ და ერთ-ერთთან შეიძლება რომანიც კი გააბათ. რაც მთავარია, სხვას არ უნდა დაელოდოთ, თავად უნდა გამოვალინოთ ინიციატივა და გაეცნოთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ. დეკემბერში მეგობრებთან გართობის შესაძლებლობა მოგეცემათ. თუმცა, ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ.

ჯანმრთელობა

ენერგიული ხართ. თვის დასაწყისში ყველაფერი უცხოურის მიმართ გაგიჩნდებათ ინტერესი. ახალი კულტურის, ენის გაცნობის. თვის ბოლოსკენ კარიერულ საკითხებს უნდა მიხედოთ. მოგინდებათ თავის დამკვიდრება, მიზნების მიღწევა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხე არ გელით.

4 დეკემბრის შემდეგ დაწინაურების, წინსვლის სურვილი გაგიჩნდებათ და უნდა გააქტიურდეთ. თქვენ გარშემო შეიძლება საინტერესო მოვლენები განვითარდეს და არ ჩამორჩეთ მათ.

19 დეკემბრის შემდეგ დაასრულეთ ბინასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება: რემონტი, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სახლის მოლამაზება. საახალწლოდ მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. შეკრიბეთ ნათესავები.