ნაყოფიერი და წარმატებული თვე გელოდებათ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დასახულ მიზნებს იოლად განახორციელებთ, დროულად დაასრულებთ დაწყებულ პროექტებს. დეკემბერში ცოტა უნდა გარისკოთ, თუ მოგება გსურთ. გააქტიურდით, წარმატება თქვენს მხარესაა. თუ პირადი ბიზნესის მფლობელი ხართ, მიიღებთ სარფიან შემოთავაზებას, მოგებას. თუ ოფისის თანამშრომელი ხართ, გელოდებათ შექება კარგად შესრულებული საქმისთვის, დაწინაურება. გამონახავთ ახალ ბიზნესპარტნიორებს, გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან კონტრაქტებს, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. პირად ცხოვრებაშიც გელოდებათ საინტერესო მოვლენები, მაგრამ კარიერა უფრო მნიშვნელოვანი გახდება თქვენთვის. დეკემბერი დაგამახსოვრებთ თავს, როგორც წლის ერთ-ერთი აქტიური თვე. თქვენი მოსაგვარებელი გახდება საოჯახო ვალდებულებებიც. ოჯახის წევრებთან არ გირჩევთ კონფლიქტს, მათთვის შენიშვნების მიცემას და რჩევების - როცა არ გეკითხებიან.
ბიზნესი, სამსახური
უცხო ადამიანებთანაც კი შეძლებთ გასაუბრებას და არაა გამორიცხული, უბრალო გამვლელი მომავალში ერთგულ ბიზნესპარტნიორად გაიხადოთ. მოიმატებს თავდაჯერებულობა და არაფერი შეგიშლით ხელს, დასახული მიზნები რომ განახორციელოთ. 6 დეკემბრიდან კოლეგებთან, ერთ ჯგუფში მუშაობა უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ინდივიდუალური საქმიანობა. არაა გამორიცხული მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან ერთად გაერთიანდეთ საზოგადო საქმეების შესასრულებლად, ჩაერთოთ საქველმოქმედო აქციებში. გახშირდება სახალხო გამოსვლები, საქმიანი შეხვედრები. დაგეგმეთ პრეზენტაციები, სარეკლამო აქციები, საჯარო ლექციები. ყველას გაუზიარებთ თქვენს იდეებს და თავადაც იხეირებთ და სხვებსაც მოუტანთ სიკეთეს. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. განსაკუთრებით ნაყოფიერი თვე გელოდებათ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია პედაგოგიკასთან. აგრეთვე, წარმატებით გააფორმებთ ხელშეკრულებებს უცხოელებთან.
სიყვარული
საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში, პროფესიულ სფეროში. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, დაგეხმარებათ, რომ იშოვოთ. თუ მარტოხელა ხართ, არაა გამორიცხული, სამსახურში ან საქმიანობის დროს შეხვდეთ თქვენს მომავალ მეორე ნახევარს. განსაკუთრებით, თუ პიარის ან წვეულებების მოწყობის სფეროში საქმიანობთ. ან შეიძლება რომანი გააბათ ასაკით ან თანამდებობით თქვენზე უფროს ადამიანთან. 10 დეკემბრიდან დაიწყება მეგობრული შეხვედრები, წვეულებებზე დასწრება. საყვარელი ადამიანი უმიზეზოთ და ხშირად გაგანებივრეთ ხოლმე. გაქვთ შანსი, რომ წვეულებაზე ან ელიტურ შეხვედრაზე გააბათ რომანტიკული ნაცნობობა, მოიმატებს ფლირტი. ზოგიერთ თევზებისთვის ერთი ნახვით მოწონება დაუვიწყარ სიყვარულში გადაიზრდება.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ერთადერთი რჩევაა, რომ არ გადაიღალოთ. იმდენად აქტიური ხართ დეკემბერში, რომ გაფრთხილდით, არ "გადაიწვათ". ახალ წელს გადაღლილი რომ არ შეხვდეთ, გამონახეთ დასვენების საათები და დღეები. უქმეებზე მეგობრებთან, შვილებთან ან/და საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ მთის კურორტებზე; ტელევიზორის წინ ჯდომა კარგს არაფერს მოგიტანთ. მიიღეთ ვიტამინების კურსი, იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ეცადეთ, სასიამოვნო ადამიანებთან მეტი იკონტაქტოთ, პესიმისტებს კი სამუდამოდ დაემშვიდობოთ. გაფრთხილდით, თუ გაწუხებთ ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადებები, რომ ისინი არ გაგიმწვავდეთ დეკემბერში.
8 დეკემბრის შემდეგ მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. აქტიურად ჩაერთეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. დაიცავით ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის, სამსახურის საქმეებს შინ ნუ მოიტანთ.
23 დეკემბრის შემდეგ შეგეცვალოთ სამეგობრო, ზოგიერთი დაშორდეთ ადამიანს, ვისთანაც წლების განმავლობაში მეგობრობდით. გაგიჩნდებათ ინტერესის ახალი სფერო, იდეები, რომელთა განხორციელებაც დაუყოვნებლივ მოგინდებათ.