ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "ახლა დაწყებული საქმეები მომავალში შეიძლება რამდენჯერმე გადააკეთოთ"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "ახლა დაწყებული საქმეები მომავალში შეიძლება რამდენჯერმე გადააკეთოთ"

თქვენი გადაღლილობა და უხასიათობა გარშემო მყოფებისთვისაც შესამჩნევია. წლის ბოლომდე არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ საჩუქრების შეძენას, დღესასწაულის მომზადებას, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და მათთვის ოჯახური შეხვედრების მიწყობას. გადახედეთ განვლილი 11 თვეს, რას მიაღწიეთ, რისი გაკეთება გსურდათ?.. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ კარგი შედეგი გაქვთ. მეტი დრო გაატარეთ განმარტოებით, პასიურად დაისვენეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, ჯანმრთელობაზე. არ გირჩევთ პრეტენზიულობას ახლობლების მიმართ. მოერიდეთ მათთან უსიამოვნებას.

ბიზნესი, სამსახური

არ გადაიღალოთ სამსახურში. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენით, რომ თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეს შედეგი საერთოდ არ მოაქვს. ამიტომ შეამცირეთ დატვირთულობა. ახლა ფიზიკურად, გონებრივად და მორალურად დასვენების დროა. ახლა დაწყებული საქმეები მომავალში შეიძლება რამდენჯერმე გადააკეთოთ და უფრო მეტი ენერგია დახარჯოთ, ამიტომ გაითვალისწინეთ. 6 დეკემბრის შემდეგ მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. მოიმატებს საქმიანი შეხვედრები, კომუნიკაცია. ნუ გადავარდებით ილუზიებში. იყავით მეტად რეალისტური. მოგიწევთ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა, სემინარებსა და პრეზენტაციებზე დასწრება.

სიყვარული

მარტოხელებისთვის მსუბუქი ფლირტი და რომანტიკულობა მოსალოდნელია, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდება. დაწყვილებულები გაემგზავრეთ საყვარელ ადამიანთან ერთად დასასვენებლად, უცხოეთში სამოგზაუროდ, თუნდაც ქალაქგარეთ. გათავისუფლდით შიშებისა და ვალდებულებებისგან და დატკბით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით. თუნდაც ის მიუღებელი იყოს თქვენი ნათესავებისთვის. აისრულეთ სურვილები, მოინახულეთ რომანტიკული ადგილები. გაინებივრეთ თავი გემრიელობით. საყვარელი ადამიანი იზრუნებს თქვენზე და თავადაც უნდა გახდეთ მზრუნველი. აავსეთ საჩუქრებით, მოუწყვთ მას რომანტიკული სიურპრიზები.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. წესად აქციეთ, რომ მუშობა დროულად დაასრულოთ, გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. კარგი იქნება, თუ შუადღეს ერთ საათს პასიურად გაატარებთ. თუ რამე შეგაწუხებთ, თვითმკურნალობას არ გირჩევთ, მიმართეთ სპეციალისტს. მიიღებ ვიტამინების კომპლექსი. ივარჯიშეთ, მაგრამ ზომიერად. იკვებეთ რეგულარულად და ჯანსაღად. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც ნერვებს დაგიმშვიდებთ.

8 დეკემბრის შემდეგ დაასრულეთ დაწყებული საქმეები. იყავით დაკვირვებული და ფრთხილი საქმიანი შეხვედრების, ყოველდღიური საქმეების შესრულების დროს. განსაკუთრებით თუ აალებად, მჭრელ საგნებთან გაქვთ შეხება. მზიან ამინდში აუცილებლად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ნუ მიაქცებთ ყურადღებას ჭორებსა და ინტრიგებს, თქვენ ხომ იცით, რომ მართალი ხართ.

23 დეკემბრის შემდეგ მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგია ტყუილად. კარგი იქნება, თუ მეტად იზრუნებთ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, საკუთარი მანერების დახვეწაზე, განათლებაზე.