ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "გაქვთ შანსი, რომ გამოავლინოთ ნიჭი და წარმატებას მიაღწიოთ"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "გაქვთ შანსი, რომ გამოავლინოთ ნიჭი და წარმატებას მიაღწიოთ"

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ნუ გარისკავთ ფულით და დაფიქრდით ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე. იყავით აქტიური, თუ ხვდებით, რომ ზოგიერთ საკითხს სხვებზე უკეთ მოაგვარებთ. ნაკლებად იფიქრე იმაზე, თუ რას ამბობენ თქვენზე ზურგს უკან. მთავარია, თქვენ იცოდეთ, რომ სწორ გზაზე დგახართ. დეკემბერში წინა პლანზე გადმოვა ოჯახი. მიეცით თქვენს მეუღლეს უფლება, რომ ოჯახში გამოვალინოს ლიდერის თვისებები. არ გირჩევთ მასთან კამათს. მიჰყვით სიტუაციაში, გამონახეთ კომპრომის, ისწავლეთ მოსმენა და სწორი დასკვნების გაკეთება. თუმცა, უყურადღებოდ ვერ დატოვებთ პროექტებს, ბიზნეს პარტნიორებს. აქტიურობის პლანეტა მარსი, რომლიც ახალ თქვენს ნიშანშია, ენერგიით აგავსებთ, მაგრამ გონივრულად დახარჯეთ იგი. გარშემო მყოფებს კი გაუზიარეთ თქვენი ბუნებრივი ოპტიმიზმი.

ბიზნესი, სამსახური

თვის ბოლომდე გააქტიურდებით და თავდაჯერებული გახდებით სამუშაო საკითხების მოგვარებისას. საშუალებას მოგცემთ, მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და მიიზიდოთ სწორი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში; გაიჩინოთ ახალი ბიზნესპარტნიორები. ახლა უმჯობესია, კოლექტიურ საქმიანობა, ვიდრე დამოუკიდებლად მოქმედება. გაქვთ შანსი, რომ გამოავლინოთ ნიჭი და წარმატებას მიაღწიოთ. ახალი პროექტი დაიწყეთ გამოცდილ მეგობართან ერთად, გაერთიანებული ძალით გრანდიოზულ შედეგს მიაღწევთ. დეკემბრის პირველ კვირაში გაფრთხილდით, მოერიდეთ ილუზიებს, სხვებს არ მისცეთ უფლება, რომ მოგატყუონ. იფიქრებთ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ სინამდვილეში თქვენი ენერგეტიკული რესურსები და სურვილები დისონანსში იქნება. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება.

სიყვარული

მარტოხელა ტყუპს დაუვიწყარი ნაცნობობა გელოდებათ. ურთიერთობა შეიძლება მეგობრობითა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვით დაიწყოს. დაწყვილებულები მოერიდეთ სასიყვარულო სამკუთხედში გახვევას, იყავით წინდახედული და თავშეკავებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქორწინება დაიშლება. დეკემბრის ბოლოს დათბება და დატკბება ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და ზამთრის სუსხიც კი ვერ შეგაშინებთ. გახშირდება რომანტიკული სიურპრზები, საჩუქრები და პაემნები. საოჯახო საქმიანობაში ჩართეთ ბავშვებიც. საახალწლოდ მოუწყვეთ მათ სახალისო დღესასწაული.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მარსის და მზის ენერგია დადებითად იმოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე. შეგიძლიათ უსაფრთხოდ იმუშაოთ, დაისვენოთ და იცხოვროთ სპორტული ცხოვრებით. გირჩევთ, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. თუ ამინდი საშუალებას გაძლევთ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, ჩაეწერეთ სპორტულ დარბაზში, მაგრამ გაფრთხილდით, რომ ზედმეტი დატვირთვის შედეგად არ მიიღოთ დაზიანება.

8 დეკემბრის შემდეგ უარი თქვით ნეგატიურ ჩვევებზე, იყავით მეტად თვითკრიტიკული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. გამოავლინეთ პატივისცემა და თავშეკავება ახლობლებთან ურთიერთობისას. კარგად დაფიქრდით სიტყვებსა და ფრაზებზე, სანამ მათ წარმოთქვამთ.

23 დეკემბრის შემდეგ შეძლებთ მარტივად და სწრაფად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ფინანსური კრიზისიდან გამოხვალთ. თქვენი ცხოვრება უფრო წარმატებული და სასურველი გახდება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე დამატებით ვალდებულებებს.