ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

თვის უმეტის ნაწილი საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ, ყოველდღიურ რუტინულ ვალდებულებებს. ამასთან, კარგი იქნება, თუ თანამოაზრეებს შეხვდებით და მომავალი წლის გეგმებს განიხილავთ, ჩამოწერთ იდეებს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მოერიდეთ ზედმეტ გულახდილობას და უხეშობას. თვის ბოლოს აიღეთ შვებულება და ახალი წელი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, თუნდაც ქალაქგარეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

14 დეკემბრამდე დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. აგრეთვე, მოაგვარეთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული საკითხი. 15-დან იზრუნეთ სამსახურის საქმეების მოგვარებაზე, შეიძლება წლის ბოლოს დაწინაურებასაც გამოჰკრათ ხელი ან პრემიის მიღებას.

ფული და სიყვარული

გამორიცხული არაა, კოლეგასთან გააბათ რომანი ან თანამდებობის პირთან. ზოგიერთს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფულადი პრემია მიიღოთ ადრე შესრულებული საქმისთვის. წლის ბოლოსთვის მოგინდებათ ბინისთვის ლამაზი, მდიდრული ნივთების შეძენა, ახლობლებისთვის - ძვირად ღირებული საჩუქრების. ასე, რომ ხარჯიც მოგემატებათ. შეიძლება აიმაღლოთ სოციალური სტატუსიც.

ჯანმრთელობა

თვის პირველ ნახევარში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა. მაგრამ ამავე დროს მოერიდეთ კონფლიქტურობას, აგრესიის გამოვლენას გარშემო მყოფებთან. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ საახალწლო დღესასწაულის პროგრამა: სუფრა, საყიდლები, საჩუქრები, ქალაქგარეთ გამგზავრება და ა.შ. თვის ბოლოსკენ მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ნუ უგულებელყოფთ საშიშ სიმპტომებს.

4 დეკემბრის შემდეგ მომართული იქნებით ახალი პროექტების განხორციელებაზე, უცხოელ პარტნიორებთან საქმეების გაუმჯობესებაზე. შეიძლება მოინდომოთ მომავალი წლიდან ახალი ცოდნის მიღება ან საზღვარგარეთ გამგზავრება.

19 დეკემბრის შემდეგ მოაგვარეთ საბუთები, დაკვირვებით შეადგინეთ დოკუმენტები. მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს; გაფრთხილდით, რომ არ გათქვათ საიდუმლობები.